კახა კუხიანიძე: „17 ივლისს 33 წლის ვხდები და ვფიქრობ, დაოჯახების დროა!“

საქორწინო ანკეტა

14 ივლისი 22:00, 2016 წელი

 „რამდენჯერაც პირადზე საჯაროდ ვისაუბრე, იმდენჯერ ყველაფერი დასრულდა. შეიძლება, ბევრმა იფიქროს, რომ ცრუმორწმუნე ვარ, მაგრამ რადგან პირადია, მინდა, ის მხოლოდ ჩემი იყოს“, - „საქორწინო ანკეტის“ კითხვებს მომღერალი კახა კუხიანიძე პასუხობს...


სახელი:
კახა


გვარი: კუხიანიძე


ასაკი: 32 წლის


პროფესია: მომღერალი


ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში: დედობა, ბედნიერება... ქალმა უნდა იცხოვროს, როგორც პრინცესამ, და უყვარდეს ცხოვრების თანამგზავრი...


ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში... ამაზე საუბარი არ მსურს, რადგან რამდენჯერაც პირადზე საჯაროდ ვისაუბრე, იმდენჯერ ყველაფერი დასრულდა. შეიძლება, ბევრმა იფიქროს, რომ ცრუმორწმუნე ვარ, მაგრამ, რადგან პირადია, მინდა, ის მხოლოდ ჩემი იყოს.


სიყვარული არის... ყველაზე დიდი გრძნობა ამ სამყაროში, რომელსაც შეუძლია, ისეთი რამ ჩაგადენინოს, რასაც საყვარელი ადამიანის არსებობის გარეშე ვერასდროს ჩაიდენდი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არც გამოუცდიათ, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. მინდა, მათ დიდი სიყვარული ვუსურვო!


ჩემი პირველი სიყვარული... ღრმა ბავშვობაში მიყვარდა გოგო, მაგრამ პირველ სიყვარულს დავარქმევდი გრძნობას, რომელიც 17-18 წლის ასაკში მეწვია. მაშინ ვიგრძენი, რა იყო სიყვარული და ერთი ნახვით შეყვარებისაც მაშინ დავიჯერე.


როცა შეყვარებული ვარ... უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. მიყვარს, როცა საყვარელ ადამიანზე ვფიქრობ და მისით ვცხოვრობ.


საზაფხულო რომანი, რომელიც დღესაც მახსოვს... ყველა საზაფხულო რომანი მახსოვს დღემდე, მაგრამ სახელწოდებას ამართლებს და შემოდგომის პირზე აუცილებლად სრულდება. არ მინდა, სხვებს ოცნებები ჩავუკლა, თუმცა ჩემს შემთხვევაში ასე ხდება.


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელიც... მარტივია, ხელოვნებისგან შორს არის და ვერ მიხვდება, რას ნიშნავს ჩემთვის მუსიკა...


ქალი ყველაზე მომხიბვლელია... როცა გეპრანჭება, შეყვარებულია და გაბრაზებულია.


მეორე ნახევარი ნიშნავს... ჩემს გაგრძელებას, სიამაყესა და გულის ნახევარს.


როგორი ქმარი ვიქნები... ყურადღებიანი, მოსიყვარულე, თბილი, მაგრამ ხასიათს გააჩნია. თუ გამაბრაზებს, ყველაზე ცივიც გავხდები.


დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკია... 17 ივლისს 33 წლის გავხდები და ვფიქრობ, დაოჯახების დროა!


მინდა, ყველა ქალი იყოს... ბედნიერი, ერთგული და სულ შეყვარებული.


როცა ვშორდები... შერიგებაზე არასდროს ვფიქრობ, თუმცა გამონაკლისი შემთხვევაც მქონდა, როცა ურთიერთობის თავიდან დაწყება ვცადე.


ჩემი ცხოვრებისეული დევიზია... ვიყო წარმატებული, ბედნიერი, ოჯახთან ერთად, ვაკეთო  საყვარელი საქმე...


საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... ამის საბაბს მომცემს.


ქალისა და კაცის უფლებები თანასწორია?... მგონია, რომ ეს სადავო საკითხია. ყველა ქალს გვერდით ისეთი მამაკაცი სურს, რომელსაც დაეყრდნობა. აქედან გამომდინარე, თანაცხოვრებაში მამაკაცს ყოველთვის ქალზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს აღებული.


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.


კულინარია

ღუმელში გამომცხვარი ქათმის ბარკლები

როცა მთელი ოჯახი გყავთ გამოსაკვები და სადილის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, სცადეთ...
საკნატუნო ამბები

მილიონი მოწონება: ვარსკვლავების შიშველი ფოტოები ინსტაგრამზე: (+18)

კონფიდენციალურობა? არა, არ ვიცით! ეს ვარსკვლავები მოუღალავად ავრცელებენ საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოებს ინტერნეტსივრცეში. რას არ გააკეთებ, მილიონი „ლაიქისთვის?!“
დღის ჰოროსკოპი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

აირჩიეთ პეპელა და გაიგეთ, რა გიშლით ხელს ცხოვრებაში

როცა საკუთარ პრობლემებში გარკვევა გვიჭირს, დასახმარებლად ფსიქოლოგები მოდიან.
ამბები

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გამოაცხადა.
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა

15 აპრილს განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა.
საკნატუნო ამბები

ეფექტური ნიღბები, რომლებიც თმის ზრდას უწყობს ხელს

მართალია, ბუნებრივად ჯანსაღ და ლამაზ თმას არაფერი სჯობს, მაგრამ ყველაფრის შეცვლა შეიძლება, თუკი მზად ხართ, იმოქმედოთ!
საკნატუნო ამბები

დაქორწინებული კაცები უფრო დიდხანს ცოცხლობენ და... უკეთესი სექსი აქვთ

დაქორწინების თემა კაცების უმეტესობისთვის ისეთივე მტკივნეულია, როგორც კბილის ამოღება ანესთეზიის გარეშე. თანაც სხვადასხვა კვლევა ამტკიცებს, რომ ქორწინებას საკმარისად ბევრი უპირატესობა აქვს.
დღის ჰოროსკოპი

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?