ლაზარე ადამია: „ჩემს ცოლს ძეგლს დავუდგამ!“

საქორწინო ანკეტა

30 ოქტომბერი 20:00, 2016 წელი

 „არ მომწონს, როცა ქალები მამაკაცების მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენენ...“ - „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს მუსიკოსი ლაზარე ადამია პასუხობს...


სახელი:
ლაზარე


გვარი: ადამია


ასაკი: 26


ცხოვრებისეული სტატუსი: მუსიკოსი


ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში: იყოს შემდგარი და წარმატებული, კარგი დედა და მეუღლე. ქალების გარეშე ცხოვრება ნამდვილად მოსაწყენი იქნებოდა...


ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში... დედა, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს მთელ სამყაროში.


სიყვარული არის... მდგომარეობა, რომელიც გვაბედნიერებს.


როცა შეყვარებული ვარ... ყველა ხვდება გარშემო ამას. საკუთარი სიხალისე მე თვითონაც მაწუხებს.


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელიც... უზრდელია.


ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... შეყვარებულია. ამ დროს განსაკუთრებულად უბრწყინავს თვალები.


ქალს არ უხდება... არ მომწონს, როცა ქალები მამაკაცების მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენენ. ყურადღება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ უნდა არსებობდეს ზღვარი.


როგორი ქმარი ვიქნები... მზრუნველი, მეოჯახე და მომთხოვნი. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი გაძლება საკმაოდ რთულია. ალბათ, ჩემს ცოლს ძეგლს დავუდგამ. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, შეიძლება პატარა წვრილმანზეც მომეშალოს ნერვები და მერე სხვასაც იგივე განწყობა შევუქმნა.


მინდა, ყველა ქალი იყოს... მეტად ღიმილიანი. მათ ღიმილი ძალიან უხდებათ.


როცა პაემანზე მივდივარ... არასოდეს ვფიქრობ წინასწარ, რა და როგორ იქნება.


როცა ვშორდები... თუ დაშორება აუცილებელია, ძალიან არ ვდარდობ ამ ყველაფერზე. თუმცა ფაქტი სამწუხაროა...


საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... ტყუილად არასდროს ვეჭვიანობ ხოლმე და თუ ეს მომენტი დადგა, აუცილებლად გადაიხედება ურთიერთობა.


ქალი და კაცი თანასწორუფლებიანია?... რთული თემაა. ძალიან ბევრი მხარე აქვს ამ საკითხს. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია.

დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.