რა ფასად იყიდა საკუთარი კაცი სექსუალურმა თამო ვაშალომიძემ?

საჭესთან

30 ოქტომბერი 22:00, 2015 წელი
144

ვიღაცას ყვავილები და ფუმფულა დათუნიას სათამაშო დაუმაგრებია ჩემს მანქანაზე. წვიმდა. რომ გამოვედი და ხელი მოვკიდე, საწყალი ისე იყო წყლით გაჟღენთილი, ხელში დამეშალა. ერთხელ კი იმდენი ბუშტი იყო მიმაგრებული, მეგობარმა დამირეკა: შენი მანქანა გათამაშებაშიაო? - ასე, ხალისიანად და ემოციით გვიყვება თავის ისტორიებს ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე.


- უკვე ოთხი წელია, საჭესთან ვზივარ. პირველი ერთი წელი მეგონა, კარგი მძღოლი ვიყავი. თუმცა ახლა ვხვდები, რომ ამისთვის წლების გამოცდილებაა საჭირო. ეს მანქანა ჩემი მეუღლეა, კაცად მივიჩნევ (იცინის). ამის გარეშე არ შემიძლია. ეს „ემელის“ ჯიპი რიგით მეორე მანქანაა ჩემთვის.


- როგორი კაცია და რამდენი წლისაა?
- უკვე ერთი წელია, რაც მე მყავს, თუმცა შვიდი წლისაა. ეთხელ „ლიშენიაზე“ გამიშვეს, ერთი თვე დამაშორეს ქმარს და კინაღამ გადავირიე. ეს ერთი თვე, ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო.


- ეს სასმელის გამო მოხდა? ნასვამი ხომ არ მართავდი საჭეს?
- არა, არ ვსვამ, ზოგადად. ათლარიანი ჯარიმის გადახდა დამავიწყდა. პატრულმა რომ გამაჩერა, უკვე სამი თვის გადასახდელი მქონია ჯარიმა. მერე შეწყალება დავწერე ოთხჯერ. სამჯერ უარი მითხრეს. სხვათა შორის, წინა მანქანა რომ მყავდა, ე კლასის „მერსედესი“, იმ პერიოდში 1200 ლარი მარტო ვიდეოჯარიმებში მქონდა გადახდილი.


- ესე იგი, შენი პირველი მანქანაც „მერსედესი“ იყო?
- იცით, რატომ მიყვარს „მერსედესი“? „დასტოინი“ მანქანაა. რომ გადმოდიხარ, თავდაჯერებული ხარ. რა ვქნა სხვა მანქანას არ ვაღიარებ. ძლიერი ძრავიც აქვს და დაცულიც ხარ. არ დაგიმალავთ, იყო შემთხვევა, როცა მაგარ მანქანას მჩუქნიდნენ, მაგრამ უარი ვთქვი. არავისი არაფერი მინდა. ამ მანქანაში 17 ათასი დოლარი გადავიხადე. ათი ათასი მქონდა, შვიდი ათასი ვისესხე. ძალიან კომფორტული მანქანაა. ახლა ვფიქრობ, საბარგულში დავამაგრო საკიდები, რადგან სულ გადაღებებზე გავრბივარ და სულ თან უნდა მქონდეს ტანსაცმელი. ყოფილა შემთხვევა, როცა დღეში ოთხი გადაღება მქონია. ასე რომ, მინდა პატარა გარდერობი გავაკეთო საბარგულში.


- როგორი მძღოლი ხარ?
- ძალიან „ნაგლი“ და სწრაფი. და, ვერ ვიტან ქალებს საჭესთან. ისე დადიან, ვერ ხვდებიან, რას აშავებენ. ზოგი ისე შეშინებული ატარებს, შენც გაინტრიგებს. ვურჩევ, მოეშვან და მეტად დაიცვან საგზაო წესები. არც ის მიყვარს, როცა მანქანის შეხედვაზევე ხვდები, რომ ქალისაა, იმდენი რამ კიდია და დევს სალონში. მე მიყვარს სისადავე და თან ჩემს მანქანას აღარ სჭირდება გადაპრანჭვა. ძალიან მიყვარს „გონკაობა“. შუქნიშანთან რომ ვჩერდები და მცნობენ, ცდილობენ, გამომიწვიონ და მეც ეგრევე ვაჭერ პედალს... ისე გავრბივარ, ვერ მეწევიან (იცინის). ერთხელ, გვერდით ამომიდგა მანქანა და ხელით მანიშნა, მინა ჩაწიეო. ჩავწიე და მეუბნება: აუ, შენ როგორ გავხარ ერთ გოგოს, აი, თამუნა ვაშალომიძე რომ არისო. გამეღიმა: დიახ, მე გახლავართ-მეთქი და... რეაქცია ნული (იცინის). ზოგადად, ძალიან „სწერვა“ ვარ საჭესთან. იშვიათად ვიღიმი. სხვათა შორის, ამას წინათ, მანქანაზე დამხვდა ფერადი ფურცლები, რომლებზეც ტელეფონის ნომრები ეწერა. ალბათ, მე უნდა დამერეკა (იცინის). ერთხელ, ძალიან წვიმდა და ვიღაცას ყვავილები და ფუმფულა დათუნია დაუმაგრებია ჩემი მანქანის „კაპოტზე“. აი, ისე, ქორწილებში რომ ამაგრებენ ხოლმე (იცინის). რომ გამოვედი და ხელი მოვკიდე, საწყალი ისე იყო წლით გაჟღენთილი, ხელში დამეშალა. ერთხელ კი იმდენი ბუშტი იყო მიმაგრებული, მეგობარმა დამირეკა: შენი მანქანა გათამაშებაშიაო? (იცინის).


- მანქანის ტექნიკურ მხარეებში თუ ერკვევი? 
- სხვათა შორის, ტექნიკურ საკითხებშიც ვერკვევი. არ დამავიწყდება, თელავიდან, მოვდიოდი, საბურავი დამეშვა და თავად გამოვცვალე. ღამის სამი საათი იყო, თან ირგვლივ - ტყე და ვისთვის მელოდა? ამ დროს, გინდა თუ არა, უნდა გააკეთო. ავდექი, დავიკაპიწე მკლავები და მშვენივრად მოვახერხე საბურავის გამოცვლა. ზეთი, „კალოდკები“, რადიატორი - ამაშიც ვერკვევი. არ მაქვს ამბიცია, რომ უფრო მაგარ მანქანაზე ვიჯდე. ზოგს საჭმელი არ აქვს, ბინა არ გააჩნია და მაგარ მანქანაზე ზის. მე მირჩევია, მანქანით კომფორტი შევიქმნა, სახლი ვიყიდო, ყოველდღიური ფული მქონდეს და მერე ვიფიქრო, მაგარი მანქანის ყიდვაზე.