თამთა ჭელიძე: „არ იაროთ თქვენს მფარველ ანგელოზზე სწრაფად“

საჭესთან

4 დეკემბერი 22:00, 2015 წელი

„ღვედი არ მეკეთა და თავით გავტეხე საქარე მინა. გონს რომ მოვედი, სულ დასისხლიანებული ვიყავი... საჭესთან ჯდომა ძალიან რთულია, თუმცა ბევრი იოლად უყურებს. ძალიან დიდი მობილიზება და ყურადღებაა საჭირო, რათა უსაფრთხოდ იარო...“ - საჭესთან თავსგადამხდარ ამბებს მომღერალი თამთა ჭელიძე გვიყვება.


- სამი წელია, საჭესთან მართვის მოწმობით ვზივარ, თუმცა მანქანის მართვა მანამდეც ვიცოდი. ზოგი ამბობს, საშიში მძღოლი ხარო, ზოგიც მაქებს. ჯარიმები, ძირითადად, სისწრაფის გადაჭარბებისთვის მომდის. თუმცა, პატიოსანი გადამხდელი ვარ. რა ვქნა, სისწრაფე ბავშვობიდან მიყვარს.


- სისწრაფეს კი ხშირად ძალიან ცუდი შედეგი მოსდევს...
- რა თქმა უნდა და ყველას ვაფრთხილებ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში და ნურც სხვებს დააზარალებთ, არ იაროთ თქვენს მფარველ ანგელოზზე სწრაფად-მეთქი, მაგრამ, როცა მეჩქარება, რა ვქნა (იცინის)?


- ბევრი ქალისგან მსმენია, რაც საჭეს მივუჯექი, ჩემში მამაკაცური საწყისები ჩაირთოო. შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?
- მე ყოველთვის მქონდა მამაკაცური საწყისები (იცინის). თუ გზას ცუდად მიჭრიან ან საშინელებებს სჩადიან, ამ დროს დასიგნალება არ მიყვარს, ამიტომ გინებით შემოვიფარგლები.



- თამთა, საჭესთან თუ გცნობენ და როგორ გამოხატავენ უცხო ადამიანები შენს მიმართ სიმპათიებს?
- მცნობენ და რეპლიკებსაც ხშირად ვიღებ. თუმცა, ვერ გეტყვით, ამ რეპლიკების მიზეზი სწრაფი ტარებაა, ცნობადობა თუ, უბრალოდ, ის, რომ ქალი ვარ საჭესთან.


- ეს მერამდენე მანქანაა შენთვის?
- ეს ჩემი მეორე მანქანაა - 2008 წლის SUZUKI SX4, უნივერსალურ მანქანად მოიხსენიებენ და ძალიან კომფორტულია. სხვათა შორის, არ მიყვარს მანქანაში რაღაცების ჩამოკიდება და ზედმეტი ნივთები. ერთადერთი, საჭესთან ქუსლიანი ფეხსაცმლით არ ვჯდები და მანქანის საბარგულით, დაახლოებით, რვა წყვილი ფეხსაცმელი დამაქვს. ვხუმრობ ხოლმე, მანქანა რომ გამიქურდონ, ფეხშიშველი დავრჩები-მეთქი (იცინის). 


- ვხედავ, შენს მანქანას უკანა ფარი ჩამტვრეული აქვს. ესეც შენი სისწრაფის ბრალია?
- ნამდვილად არა. გაჩერებული მყავდა და რომ მივედი, ასე დამხვდა. სხვათა შორის, ამ მანქანით ორი წლის წინათ სერიოზული ავარია მომივიდა, მაგრამ არა სისწრაფის, არამედ დაუდევრობის გამო. უკან მანქანა მომყვებოდა, სარკეში ვიყურებოდი და წინ ხეს შევეჯახე. თან, მუხრუჭის მაგივრად, გაზის „პედალს“ მივაჭირე ფეხი. თან, ვაღიარებ, ღვედი არ მეკეთა და თავით გავტეხე საქარე მინა. გონს რომ მოვედი, სულ დასისხლიანებული ვიყავი. პატრულიც მოვიდა, სასწრაფოც და საავადმყოფოში გადამიყვანეს. მთავარია, გადავრჩი. მანქანა დაზღვეული მქონდა და გამიკეთეს. ჩემს თავს კარგ მძღოლად არ მივიჩნევ. კარგი მძღოლობა გამოცდილებასთან და წლებთან ერთად მოდის. უნდა შეგეძლოს სწრაფი მანევრირება, არ იბნეოდე... საჭესთან ჯდომა ძალიან რთულია, თუმცა ბევრი იოლად უყურებს. დიდი მობილიზება და ყურადღებაა საჭირო, რათა უსაფრთხოდ იარო, არ გაგინონ და გამუდმებით არ გისიგნალონ.


- იმ ავარიის შემდეგ უფრო მობილიზებული გახდი?
- სიმართლე გითხრათ, არც მაშინ ვიყავი დაბნეული, უბრალოდ, რა მოხდა, ვერ გავიაზრე. ახლა კი საკმაოდ მობილიზებული ვარ, ვიყურები ყველა სარკეში, ვაკონტროლებ ჩემს ახლოს მოძრავ ავტომობილებს. ეს ჩვევაში გადამივიდა. თუმცა, კიდევ ვაღიარებ, ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი სიჩქარეა და ვერც მანქანის ტექნიკურ საკითხებში ვერკვევი, თუმცა საწვავი, ზეთი, წყალი სულ მწყობრში მაქვს... ისე, ბოლო დროს მანქანა ჩემთვის არა კომფორტი, არამედ ნერვების წყვეტაა. ქალაქის ქუჩებში საშინელება ხდება, ამიტომ ველოდები ხოლმე, როდის განიტვირთება, რომ გავიდე, მაგრამ ეს დრო არასდროს დგება.

დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.
საკნატუნო ამბები

ქალის ინტიმური ზონა: მოვლის 5 წესი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ

ქალების უმეტესობა ინტიმური ზონის მოვლას დიდ დროს ანდომებს, თუმცა აქ მთავარია, რამდენად სწორად აკეთებთ ამას...
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!