გვანცა ზაქარეიშვილი: დამატებითი პლუსია ჩემს თვალში, როდესაც მამაკაცი კარგი მძღოლია

საჭესთან

11 დეკემბერი 22:00, 2015 წელი

ხშირად ვიკარგებოდი ქალაქის ქუჩებში და ხან პატრული მიმიძღოდა წინ და ხან კეთილი გამვლელი მძღოლები. ერთხელ შარდენისკენ მიმავალი, აეროპორტის ავტობანზეც აღმოვჩნდი, - ღიმილით გვიყვება თავის სახალისო ისტორიებს მომღერალი, ტელეჟურნალისტი, ეროვნული კინოცენტრის პრომოუშენ-მენეჯერი გვანცა ზაქარეიშვილი.

- საჭეს 18 წლის ასაკში მივუჯექი და რამდენიმე თვეში მართვის მოწმობაც ავიღე - ძალიან მარტივად, პირველივე მცდელობაზე. ეს მამაჩემის დაჟინებული მოთხოვნა იყო. ტარებაც ნაწილობრივ თვითონ მასწავლა. ვფიქრობ, რომ კარგი მძღოლი ვარ, კომპლიმენტებსაც ხშირად ვიღებ.


- სულ რამდენი მანქანა გყავს გამოცვლილი?
- თავიდან ტარება მამაჩემის მერსედესზე ვისწავლე, მართვის მოწმობის აღების შემდეგ კი ის მანქანა ვიყიდე, რომელიც დღემდე მყავს. ეს არის 2009 წლის „ტოიოტა იარისი“. ახალთახალი, ტოიოტას ცენტრიდან წამოვიყვანეთ. ძალიან კომფორტულია, ნაკლებ საწვავს მოიხმარს, მაღალი ე.წ. „პასადკის“ წყალობით ყველგან ვახერხებ მის დაპარკინგებას. ვიზუალურადაც მომწონს, მომრგვალებული ფორმები და ლამაზი ფერი აქვს. გოგოა და კუკუშკა ჰქვია - ეს სახელი ჩემმა მეგობრებმა შეარქვეს და როგორც ადამიანს, ისე მოიკითხავენ ხოლმე.


- შენი მეგობრები იმასაც ამბობენ, გვანცა ხშირად ქუჩებში იკარგებაო...
- დიახ, თავიდან ხშირად ვიკარგებოდი ქალაქის ქუჩებში და ხან პატრული მიმიძღოდა წინ და ხან კეთილი გამვლელი მძღოლები (იცინის). ბევრჯერ გამოუვალ სიტუაციაში ატირებულსაც კი დამირეკავს ჩემებთან. ერთხელ შარდენისკენ მიმავალი, აეროპორტის ავტობანზე აღმოვჩნდი.


მანქანის მართვის დროს გაპრანჭვა თუ გიყვარს სარკეში ან ტელეფონზე საუბარი?
- შუქნიშნებზე ან საცობში შეიძლება, სარკეში გაპრანჭვა მოასწროს ადამიანმა. ამ ბოლო დროს ვცდილობ, ავტომობილის მართვისას ტელეფონით აღარ ვისაუბრო, რადგან ერთხელ დასავლეთის ავტობანზე ტელეფონი ხელიდან გამივარდა და პედლებს შორის შევარდა. ზუსტად ერთი წამით გამეფანტა ყურადღება და გზიდან გადავედი. კიდევ კარგი, არსად გადავვარდი. ასე რომ, პრანჭვასა და ტელეფონზე საუბარს სიფრთხილეს ვამჯობინებ.



- როცა სხვა მძღოლები ნერვებს გიშლიან, როგორ გამოხატავ გაბრაზებას?
- ბილწსიტყვაობას ვერ ვიტან, თუმცა ასეთ დროს მეც ვერ ვიკავებ თავს. ქალი და კაცი კი არა, კარგი და ცუდი მძღოლები არსებობენ. მე ისეთი გამოცდილი ქალი მძღოლები მინახავს, ბევრ კაცს აჯობებენ. თუმცა ვაღიარებ, რომ უფრო მეტი მამაკაცი მართავს კარგად ავტომობილს, ვიდრე ქალი. მე, ძირითადად, შორიდანვე ვხვდები, რომელი სქესის მძღოლი ზის საჭესთან.


- რა აზრის ხარ ახალ ინიციატივაზე დაჯარიმების სისტემაში?
- სამწუხაროდ, დრო არ მქონდა, კარგად გავცნობოდი ახალ ინიციატივას. აუცილებელია, რომ კანონებს დავემორჩილოთ, მაგრამ მე ზუსტად უნდა ვიცოდე, ვინ და რატომ მაჯარიმებს. მძღოლების უფლებები არ უნდა დაირღვეს. რა თქმა უნდა, ჯარიმები მეც გადამიხდია - ძირითადად, ღერძულა ხაზებს ვერჩი და რამდენჯერმე ავტობანზე სიჩქარესაც გადავაჭარბე. საავარიო სიტუაციებს არასდროს ვქმნი, თუმცა თავად რამდენჯერმე გადავურჩი სერიოზულ ავტოსაგზაო შემთხვევას. სამაგიეროდ, ახლა ზუსტად ვიცი, რომ სახიფათო სიტუაციებში სწორი მანევრირება შემიძლია.


- მანქანის ტექნიკურ საკითხებში თუ ერკვევი?
- აკუმულატორსა და რადიატორს ერთმანეთისგან ვარჩევ (იცინის). ტექნიკური საკითხები და საბურავის გამოცვლა ჩემი საქმე არ არის. ჯერჯერობით, ჩემს მანქანას ჩემთვის პრობლემები არ შეუქმნია.


- როცა მამაკაცები ყურადღების მისაქცევად „გონკაობას“ გიწყებენ, ამ დროს როგორ იქცევი?
- კი, ყოფილა ასეთი შემთხვევები, თუმცა ჩემი ყურადღების მიქცევა, სწრაფად ტარებაზე მეტად, ავტომობილის კარგად ტარებით უფრო შეიძლება. ჩემს თვალში დამატებითი პლუსია, როდესაც მამაკაცი ძალიან კარგი მძღოლია.

საკნატუნო ამბები

მამიკოები და მათი პატარები (15 ფოტო)

მამიკოსთან ერთად ფოტო ან ძალიან ემოციური, ან ძალიან სასაცილო გამოდის. ასე არ არის?
საკნატუნო ამბები

ინტიმური ილუსტრაციები, რომლებიც შეხების ცდუნებას გადმოსცემს (20 ფოტო)

„ჩემს გულში მეყოლები, სანამ შენს ჩახუტებას ვერ შევძლებ“, - ასე უწოდა საკუთარ ემოციურ პროექტს ილუსტრატორმა ფრიდა კასტელიმ.
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
არაჟურნალისტურ ამპლუაში

გოდერძი შარაშია: „facebook-ის საინტერესო და უცნობი მეგობრები სახლში დავპატიჟე“

„რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი არქეოლოგი, ექთანი ან სასურსათო მაღაზიის გამყიდველი“, - დღეს „არაჟურნალისტური ამპლუის" კითხვარს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია პასუხობს.
ჰოროსკოპი

22-29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.
საკნატუნო ამბები

როგორი იქნებოდა ტარანტინოს რეჟისორობით გადაღებული მულტფილმები?

სილვან სარაიჰი იგივე, როგორც თოჰაფი, ფრანგი ხელოვანია. ამჯერად სილვანმა ყურადღება ბავშვობის საყვარელ ისტორიებს მიაპყრო და ისინი ტარანტინოს ფილმების უარყოფით პერსონაჟებად აქცია. შეგიძლიათ ამაში თავად დარწმუნდეთ!
საკნატუნო ამბები

ვინ არის ეს კაცი და საიდან ჰყავს ამდენი ცნობილი მეგობარი?

ეს შეკითხვა აუცილებლად გაგიჩნდებათ, თუკი ინდონეზიელი ფოტოგრაფის სიაჰრილ რამადჰანის „ინსტაგრამს“ დაათვალიერებთ.  
საკნატუნო ამბები

გაქვთ პასპორტში ასეთი შტამპები?

საბაჟოს გასავლელად გრძელ რიგში დგომა არავის უყვარს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება პასპორტში ისეთი კრეატიული შტამპი ჩაგირტყან, კარგად გამხიარულდეთ.
იცით თუ არა...

სად გაქრა ავსტრალიის პრემიერი? - საიდუმლო, რომელიც ვერავინ ამოხსნა

ავსტრალიის რიგით მე-17 პრემიერ-მინისტრის გაუჩინარება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა, რომელიც დღემდე ვერავინ ამოხსნა. ჰაროლდ ჰოლტი 27 წლის იყო, როცა ავსტრალიის პარლამენტის წევრი გახდა და მთლიანობაში, პარლამენტში 32 წელი გაატარა. 
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი - ვინ როგორ შეიცვლება სიყვარულისთვის?

ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის. ეს აქსიომაა. ამასთანავე, ყველას უნდა შეეძლოს სიყვარულისთვის კომპრომისზე წასვლა. მოდი, ვნახოთ, რამდენად არიან მზად ცვლილებებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები.
FUN-ტესტი

აირჩიეთ კაბა და ნახეთ შესაბამისი პასუხი

იცით, რომ სამოსის მიხედვით ადამიანის ხასიათის განსაზღვრა შეიძლება?! 
კულინარია

ევროპის საუკეთესო ტორტი „ესტერხაზი“

ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ცნობილი დიპლომატის, პრინც ესტერხაზის პატივსაცემად შექმნილი დესერტი 200 წელზე მეტია, ავსტრიული და უნგრული სამზარეულოს სიამაყეა. მსოფლიოში „ესტერხაზის“ ბევრი რეცეპტი არსებობს. ჩვენ ერთ-ერთ მარტივად მოსამზადებელს შემოგთავაზებთ.