ლიზა ვადაჭკორია: „საჭემ და ჟურნალისტიკამ „ორთქლის გამოშვება“ მასწავლა“

საჭესთან

12 თებერვალი 22:00, 2016 წელი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია საკმაოდ მშვიდი, მობილიზებული და კანონის დამცველი მძღოლია, თუმცა გზებზე მოძრაობისას ბევრ უკულტურო მძღოლს აწყდება და ხანდახან „ორთქლის გამოშვება“ უწევს.

- ავტომობილის მართვა მამამ მასწავლა და საკმაოდ ადრე ავიღე მართვის მოწმობა, მაგრამ საჭესთან არ მსვამდნენ. მამას ეშინოდა, ქმარი კი მეუბნებოდა, ცოლისა და მანქანის თხოვება როგორ შეიძლებაო (იცინის). მივხვდი, რომ სანამ ჩემს საკუთარ მანქანას არ ვიყიდდი, მართვის მოწმობა ტყუილად მექნებოდა. 2010 წელს „კიას“ ცენტრში განვადებით შევიძინე ახალი „კია პიკანტო“. დღემდე ამ მანქანით დავდივარ და რადგან გოგოშკურია, ცუცა დავარქვი. არ მიყვარს, მანქანებს რომ აზილპიპილოებენ, სისადავე მირჩევნია. ერთხელ დავინახე, ქალი მართავდა მანქანას და იმხელა მაიმუნი ეკიდა, თვითონ აღარ ჩანდა (იცინის). ჩემი ავტომობილი ასკეტურია, თუმცა ემჩნევა, რომ ქალისაა, რადგან სულ დევს სუნამო, ქოლგა, სათვალე და საღეჭი რეზინი. ასევე, არ მიმაჩნია, რომ მანქანა ხატების სატარებელი ადგილია. არც საბარგულით დამაქვს ბევრი რამ. ზოგის საბარგულში ისეთი ბარდაგია, არ შეიხედება. ამ მხრივ, მოწესრიგებული ვარ.


- როცა დამოუკიდებლად გახვედი ქუჩაში, რა განცდა გქონდა - ეს იყო ფუფუნება თუ საჭიროება?
- საჭიროება იყო, რადგან საკმაოდ ბევრი გადაადგილება მიწევს. საქმიანი ქალის რიტმი ისეთია, რომ აუცილებლად სჭირდება საკუთარი ავტომობილი. ის მარტო გადაადგილების საშუალება კი არა, ერთგვარი გარდერობიც არის, სადაც ყველა საჭირო ნივთი დევს. საჭესთან მაკიაჟის გაკეთებაც არ მიყვარს. ვფიქრობ, მაკიაჟის გაკეთება და თუნდაც პომადის წასმა ისეთივე ინტიმურია, როგორც საპირფარეშოში შესვლა. ასე რომ, მანქანაში ინტიმი არ მოსულა (იცინის). ზოგი რომ ამბობს, თან საჭეს ვმართავ და თან ვიცვლი და მაკიაჟს ვიკეთებო, მსგავსი რამ ჩემთვის წარმოუდგენელია.  


ჩვენს ქუჩებში მოწესრიგებული მძღოლი იყო, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის?
- ხმამაღლა ვამბობ, რომ საქართველოს პირობებში მოწესრიგებული მძღოლი ვარ. ამერიკიდან მეგობარი ჩამომივიდა, რომელმაც სრული შოკი მიიღო, როცა ჩვენს ქუჩებში მოძრაობა ნახა - აქ როგორ ატარებთ მანქანას, როცა არც ერთი მძღოლი საგზაო წესებს არ იცავსო. ზოგჯერ არის სიტუაცია, როცა იძულებით გიწევს წესების დარღვევა. ვხუმრობ ხოლმე, საჭემ და ჟურნალისტიკამ გინება მასწავლა-მეთქი (იცინის). ერთხელ დედა მეჯდა მანქანაში და სამასოიანი სიტყვა რომ წამომცდა, ქალი გადაირია, - ლიზა, ეს შენ ხარო (იცინის)? როცა ექსტრემალური სიტუაცია იქმნება და ვიღაცის უგუნურობის გამო ბეწვზე გადარჩები ავარიას, ორთქლის გამოსაშვებად უნდა შეიგინო. ამ დროს კი ვერ აკონტროლებ, რამდენასოიან სიტყვას ამბობ.


- „ორთქლის გამოშვება“ ხშირად გიწევს?
- კარგად აღზრდილი კი ვარ, მაგრამ, თუ თბილისში ტრანსპორტის მოძრაობას გავითვალისწინებთ, რა უნდა გააკეთო? სხვათა შორის, გამოუცდელი რომ ვიყავი, უფრო მაღიზიანებდნენ, ახლა ვისწავლე რეაქციის კონტროლი და ხშირად აღარ მიწევს „ორთქლის გამოშვება“. ერთხელ გადაცემაში საჭირბოროტო თემა გავაშუქეთ და როგორც პროდიუსერს, ვიღაც ქალი საშინელ „ესემესებს“ მწერდა ტელეფონში. აღწერდა ჩემს ავტომობილს, ნომერს...აი, მაშინ ცოტა შემეშინდა. მანქანა იმდენად შენი, პირადია, ოჯახის წევრივით, რომ ითრგუნები და იძაბები. ზოგი ფოტოზე მანქანის ნომერსა და სერიას მალავს, რაც, ვფიქრობ, სწორია. თუმცა, ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. არც ის მესმის, რატომ ხარჯავენ ფულს „ბლატნოი“ სანომრე ნიშნებზე. „ლიზა“ თუ არ დავაწერე ჩემს მანქანას, ასე ვერ დავდივარ?


- საავარიო სიტუაციაში მოხვედრილხარ?
- არ მიყვარს სწრაფად სიარული, მშვიდი მძღოლი ვარ. საბედნიეროდ, ავარიას ბევრჯერ გადავურჩი. ერთხელ ტრასაზე საპირისპიროდ მომავალმა მანქანამ ისე გადამიჭრა გზა, კინაღამ გული გამისკდა, კიდევ კარგი, სწრაფად არ მივდიოდი, თორემ რა მოხდებოდა, ვერ გეტყვით. ამიტომ ვამბობ, იარეთ ნელა, მობილიზებულად და ისეთ შეცდომას ნუ დაუშვებთ, უდანაშაულო ადამიანი დააზარალოთ. სამწუხაროდ, უკულტურო მძღოლებზე შემიძლია ბევრი ვისაუბრო. ზოგი მამაკაცისგან განსხვავებით, ქალ მძღოლებს არ უყვართ დათმობა. მე მათ ვურჩევ, საჭესთან ქალურობაზე კი არა, კარგ მძღოლობაზე გააკეთონ აქცენტი.

კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.