სილამაზე/ჯანმრთელობა

ასკილის ზეთი სახისთვის

fun time

12:00 ორშ. 13 ნოემბერი, 2023 წელი

ასკილის ზეთი სახისთვის

14
დაკოპირებულია

ასკილის ზეთი (ინგლ. Rosehip oil), მასში შემავალი კომპონენტების დამსახურებით, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას, ამცირებს უკვე წარმოქმნილ ნაოჭებს, კანს ხდის მეტად მკვრივსა და ელასტიკურს. 

ამის გარდა, ეს ზეთი ფართოდ გამოიყენება კანის პიგმენტაციის შესამცირებლად და კოსმეტიკური დეფექტების აღსადგენად.

ასკილის ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა დაღლილი და მოდუნებული, მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის, შეიძლება წაისვათ თვალების ირგვლივ. აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას და ავიწროებს ფორებს;

თუმცა მისი სუფთა სახით გამოყენება რეკომენდებული არ არის კანის ცხიმიანობისა და გამონაყარის შემთხვევაში.

თვალების ირგვლივ არსებულ ნაზ, თხელ კანზე შეიძლება წაისვათ როგორც დამოუკიდებლად, ასევე განუსაზღვრელი რაოდენობით შეურიოთ ნებისმიერ მალამოს, რომელსაც თვალების ირგვლივ იყენებთ.

ნაოჭების საწინააღმდეგოდ ეფექტს რომ მივაღწიოთ, ზეთის წასმა აუცილებელია თითების ბალიშების მსუბუქი დარტყმებით.

მშრალი, მოდუნებული სახის კანისთვის ასკილის ზეთი შეიძლება გამოიყენოთ, როგორც სუფთა სახით, გაუზავებლად, ასევე, დაუმატოთ მზა მალამოებს.

კომბინირებული კანის შემთხვევაში ზეთს ისვამთ მხოლოდ კანის მშრალ მონაკვეთებზე (ტუჩების ირგვლივ, ლოყაზე) და არიდებთ - შუბლს, ცხვირსა და ნიკაპს.

კოსმეტიკური დეფექტების გამოსასწორებლად საჭიროა, ასკილის ზეთში დასველებული მარლის საფენების დადება კანის დაზიანებულ ადგილებზე 25-30 წუთის განმავლობაში, 2-3 ჯერ დღეში.

სახის კოსმეტიკური მასაჟისთვის - 1 ჩ/კ ასკილის ზეთი შეიძლება დავუმატოთ სხვადასხვა ლოსიონებს, გამწმენდ საშუალებებს, ნიღბებს, ტუჩის საცხებს, რომლებიც განკუთვნილია მშრალი, მობერებული კანისთვის.

***

ასკილის ზეთი, ასევე, გამოიყენება

უსიცოცხლო თმის აღსადგენად - ინტენსიურად კვებავს მშრალ და ბოლოებგაყოფილ თმას. ამ ზეთით შეიძლება გავამდიდროთ შამპუნები - 1 წილ ზეთზე 10 წილი შამპუნი. ნარევი მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ.

ფრჩხილების სიჯანსაღისა და სიმაგრისთვის - ფრჩხილებისთვის აუცილებელია ის ვიტამინები და მინერალები, რომლებსაც ასკილის ზეთი შეიცავს. ფრჩხილზე ღარების, თეთრი ლაქებისა და ნახეთქების შემთხვევაში, ასევე პრევენციისთვის, კარგად შეიზილეთ კანსა და ფრჩხილებში, ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და რამდენიმე საათით დაიტოვეთ.

ესეც სცადეთ:

კიტრი სახისთვის - დაამზადეთ კოსმეტიკური საშუალებები სახლის პირობებში

მწვანე ჩაი სახის კანისთვის

როგორ აღვადგინოთ „დაღლილი“ სახის კანი

თვალის უპეების მოვლა - სახლში დამზადებული საშუალებები

სახის კანის ტიპები და მათი მოვლა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი