„ვაკუუმი“ - ახალი ვარჯიში იდეალური პრესისთვის

სილამაზე/ჯანმრთელობა

23 თებერვალი 09:00, 2018 წელი

იდეალური პრესისთვის ხშირად ვდიეტობთ, ტრენაჟორებზე ვვარჯიშობთ, თუმცა ახლა მიზნის მიღწევა კიდევ უფრო მარტივად შეიძლება - დილას, უზმოზე სახლში და თანაც, თქვენი სურვილისამებრ, მჯდომარემ ან მწოლიარემ!

პირველ რიგში, იმის შესახებ, რა არის „ვაკუუმის“ უპირატესობები:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნერვების გამაგრება და გაძლიერება;
- ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა და სწორი ნაწლავის გაწმენდა;
- შინაგანი ორგანოების მასაჟი;
- ენდოკრინული სისტემის მუშაობის გაძლიერება;
- მუცლის ღრუს კუნთების ვარჯიში;
- ზურგის ღრმა კუნთების გაძლიერება;
- მუცლის პირდაპირი კუნთების ვარჯიში.


„ვაკუუმის“ სწორად შესასრულებლად საჭიროა რეგულარული ვარჯიში. როგორც კი იგრძნობთ, რომ კუნთებს სრულად აკონტროლებთ, მიზანიც მიღწეული იქნება.


როგორ შევასრულოთ?
- ამ ვარჯიშის შესასრულებლად ან ზურგზე უნდა იწვეთ, ან ოთხზე უნდა დადგეთ, თუმცა, „ვაკუუმის“ შესრულება მჯდომარე მდგომარეობაშიც შეიძლება.


- მაქსიმალური სიძლიერით გამოდევნეთ ფილტვებიდან ჰაერი და მთელი ძალით შეისუნთქეთ მუცელი. გაჩერდით ამგვარ მდგომარეობაში 20-30 წამით, შემდეგ კი, რამდენიმე წამით მოადუნეთ მუცელი. ვარჯიში გაიმეორეთ ზედიზედ 2-3ჯერ.


„ვაკუუმის“ შესრულება აუცილებელია მშიერ კუჭზე, დილას, უზმოზე.


რა შემთხვევაში არ უნდა შეასრულოთ „ვაკუუმი?“
- თუკი გაწუხებთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
- თუკი ძალიან დიდი მუცელი გაქვთ;
- მენსტრუაციის დროს;
- ორსულობის დროს.
ასევე, ფრთხილად უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა და შინაგანი ორგანოების დაავადებები აწუხებთ. „ვაკუუმის“ შესრულებას უნდა მოერიდოთ თიაქარის დროს და პოსტოპერაციის პერიოდშიც.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?