ბოლო წლებში გამოიკვეთა, რომ ცხიმოვანი ქსოვილი წარმოადგენს მნიშვნელოვან ენდოკრინულ ორგანოს ადამიანის ორგანიზმში.
ადამიანის ორგანიზმში არსებობს ორი ტიპის ცხიმოვანი ქსოვილი: თეთრი, რომელიც ინახავს ცხიმებს ენერგიის სახით და ყავისფერი, რომელიც თერმოგენეზს უზრუნველყოფს.
თეთრი ცხიმისგან განსხვავებით, რომელიც ინახავს კალორიებს, ყავისფერი ცხიმი ხელს უწყობს კალორიების დაწვას.
ცნობილია, რომ ყავისფერი ცხიმის 50 გრამს ღამის განმავლობაში 300 კალორიის დაწვა შეუძლია.
ორგანიზმი დაბალ ტემპერატურაზე ორ ჰორმონს გამოიმუშავებენ: ირისინს, რომელიც მხოლოდ 2012 წლის დასაწყისში აღმოაჩინეს და FGF21-ს, რომლებიც თეთრ ცხიმს ყავისფერად აქცევენ.
მეცნიერების დასკვნით, ორგანიზმში ყავისფერი ცხიმის მასის გაზრდას სწორედ რომ გრილ ოთახში ძილით შგვიძლია მივაღწიოთ!
კვლევის პროცესში, რომელიც 1 თვეს გაგრძელდა, გრილ ოთახში ძილის შედეგად ექსპერიმენტში მონაწილეთა ორგანიზმში ყავისფერი ცხიმის მასა გაორმაგდა!
ასე რომ, გახსოვდეთ - ყველაზე ჯანსაღი ძილია თავი გრილად და სხეული თბილად.