შეიძლება თუ არა, კორონავირუსი შემთხვევით შეგვეჭამოს?

სილამაზე/ჯანმრთელობა

10 აპრილი 11:00

პროდუქტიდან ინფიცირებას დღეს ბევრი ადამიანი უფრთხის, მით უფრო - ისეთი საკვებიდან, რომელსაც თერმული დამუშავების გარეშე მივირთმევთ... ამ სტატიაში გთავაზობთ პასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

შეიძლება თუ არა, რომ COVID-19 შემთხვევით შევჭამოთ?


როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ინფექციის „შეჭმა“ შეუძლებელია, თავად საკვები არ შეიძლება ინფექციის გადამტანი იყოს. 
ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა და არ დადასტურებულა საკვებით ან წყლით COVID-19-ის გადაცემის ფაქტი (რა თქმა უნდა, საზიარო ჭურჭლით საჭმლის ან სასმელის მიღება, რისკს წარმოადგენს).


სახლში მომზადებული საკვები, გამდინარე წყლით წინასწარ კარგად გარეცხილი ინგრედიენტებით, ამ ვირუსული ინფექციის მატარებელი ვერ იქნება.
როგორც SARS-ის ვირუსის დროს აჩვენა დაკვირვებამ, ვირუსი 1-3 წუთში კვდება 149 გრადუს ტემპერატურაზე! ანალოგიური სიტუაციაა ახალი კორონავირუსის შემთხვევაშიც.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საკვებთან დაკავშირებით შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:


როგორც წესი, სახლში საკვების მომზადებას ისედაც სჭირდება უსაფრთხო გარემო და სანიტარული ნორმების დაცვა, თუმცა ხელის დაბანა ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. აუცილებელია ხელები დაიბანოთ წყლითა და საპნით 20 წამის განმავლობაში. ხელების დაბანა საჭიროა კერძის მომზადებამდე და მის შემდეგაც; 


მოამზადეთ ზედაპირი, სადაც ინგრედიენტების დაჭრას აპირებთ:
კარგად მორეცხეთ ჭურჭლის სარეცხი სითხით, გაავლეთ, შემდეგ კი სუფთა, გაწურული ტილოთი მოამშრალეთ. 

არ გამოიყენოთ ერთი და იგივე დაფა ან დანა ბოსტნეულისა თუ უმი ხორცის დასაჭრელად.
ხორცი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში. ხორცის დასამუშავებლად კონკრეტული დანა და დაფა გამოყავით.


შეიძლება თუ არა ვირუსი აღმოჩნდეს ხორცპროდუქტებზე: ხორცზე, ქათამზე?


არა, რადგან ვირუსს ცოცხალი გადამტანი სჭირდება. და მეორეც - ხორცი და ქათამი, თავისთავად, უმად არ იჭმება, თერმული დამუშავების დროს კი ვირუსი იღუპება.


შეიძლება თუ არა ვირუსით ინფიცირება ისეთი პროდუქტიდან, რომელსაც თერმული დამუშავების გარეშე ვჭამთ: ხილი, ბოსტნეული, პური...

თეორიულად შიძლება, თუკი ინფიცირებული ადამიანი, მაგალითად, ვაშლზე დააცემინებს, თქვენ კი ამის შემდეგ ამ ვაშლს აიღებთ და შეჭამთ. მაგრამ პრაქტიკულად შანსი მცირეა. 
ნებისმიერ შემთხვევაში, შეფუთული პური შეიძინეთ, ხილი და ბოსტნეული კი სახლში მიტანის შემდეგ საგულდაგულოდ გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ, საპნის გარეშე.


როგორ დავიცვათ უსაფრთხოება მაღაზიაში?


ჯერ ერტ, ეცადეთ, პროდუქტის შესაძენად კვირაში, მაქსიმუმ, ორჯერ წახვიდეთ.
როცა მაღაზიაში ხართ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ სახეს ხელი არ შეახოთ!
ხელის სანტაიზერი კი, რომელიც ალბათ უმეტესობას უკვე ჩანთით დააქვს, დაცვის სრულ გარანტიას ვერ მოგვცემს. ის საშუალებაა, შევამციროთ საფრთხე ხელებზე, სანამ ონკანამდე მივაღწევთ.


თუკი უბნის მაღაზიაში ჩადიხართ, გეცოდინებათ, დღის რომელ მონაკვეთშია იქ ბევრი ხალხი. შარჩიეთ ის დრო, როცა მაღაზიაში ცოტა მყიდველია.
წინასწარ მოიფიქრეთ, რისი ყიდვა გსურთ და შეადგინეთ პროდუქტების სია.
და, რა თქმა უნდა, დაიცავით დისტანცია 2 მეტრი!
შეფუთული პროდუქტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია საფრთხის შემცველი, თუკი ინფიციებულმა პირმა მის სიახლოვეს დაახველა ან დააცემინდა და წვეთები პაკეტს მოხვდა. ამიტომ სახლში მიტანის შემდეგ შეფუთვა სველი ნაჭრით გაწმინდეთ.
ქილებიდა ბოთლები - რძის, ზეთის, არაჟნის, ჯემის და ა.შ. - გამდინარე წყლით გადარეცხეთ.
აუცილებლად გაწმინდეთ მობილური, თუკი ის მაღაზიაში ხელში გეჭირათ.


უსაფრთხოა თუ არა მზა საკვების გამოძახება?

რაც შეეხება საკვების გამოძახებას, უკონტაქტო მიტანის სერვისი უსაფრთხოა. როცასაკვების პაკეტს აიღებთ, ყოველი შემთხვევისთვის, სველი ნაჭერი მოუსვით, შმდეგ კარგად დაიბანეთ ხელები და, სასურველია, მზა კერძი რესტორნის ჭურჭლიდან თქვენს ჭურჭელზე გადაიტანოთ და ისე მიირთვათ. 


ჰო და კიდევ - გამოძახების შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ ე.წ. „თიფსის“ დატოვება კურიერისთვის. გახსოვდეთ, რომ მათი სამუშაო დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე - ოდესმე.

დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანე ბიჭები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.