11 მავნე ჩვევა, რომელიც უნდა მოიშორით, თუკი 30 წელს გადაცდით

სილამაზე/ჯანმრთელობა

11 ივნისი 15:00, 2020 წელი

 ჩვენ მიერ ჩადენილი „ცოდვები“ ჩვენს სახის კანზე ისახება.

დაიმახსოვრეთ, რომ ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას ხელს უშლის:


არასწორად გაკეთებული მაკიაჟი


ყველამ იცის, რომ მაკიაჟით დაძინება არ შეიძლება, თუმცა ზოგიერთი სიზარმაცის ან არცოდნის გამო სახეს არასწორად იბანს. არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ უცებ სხვა ქალაქში მოგიწიათ წასვლამ ან მეგობართან დარჩით - სახის კანს არ უნდა მოეპყრათ უპატივცემულოდ. არ დაგავიწყდეთ, რომ მიცერალური წყლით გაწმენდილ სახეს ჩამობანა აუცილებლად სჭირდება, მატონიზირებელი საშუალება კი რეგულარულად იხმაროთ.


მზისგან დამცავი კრემზე უარის თქმა


ზოგიერთი SPF-ის შემცველ კრემს რეგულარულად ხმარობს, თუმცა ივიწყებს იმას, რომ ამ კრემსაც სჭირდება განახლება გარკვეული დროის შემდეგ. მზის გულზე დიდხანს ყოფნა თქვენი სახის კანს აბერებს. ჩვეულებრივი მოქმედების SPF-იანი კრემების მოქმედება 2 საათი გრძელდება საშუალოდ, ამიტომაც 2 საათის გასვლის შემდეგ აუცილებლად ჩამოიბანეთ სახე და კვლავ წაისვით დამცავი საშუალება.


არარეგულარული წმენდა


ასაკთან ერთად კანი უფროდაუფრო იშვიათად რეგენერირდება, შედეგად კი ნაოჭები ჩნდება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია სახის კანის ღრმა წმენდას დრო დაუთმოთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ეს პროცედურა მხოლოდ სპეციალისტთან უნდა გაიაროთ, სახლში ექსპერიმენტების ჩატარება, მით უმეტეს, პილინგის პროცედურის, არ ღირს. სპეციალისტი დაადგენს თქვენი კანის ტიპს და წმენდის შესაბამის პროცედურას შემოგთავაზებთ.


მოუწესრიგებელი ძილი


კარგი ძილის მნიშვნელობაზე არაერთხელ გვისაუბრია. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თუკი მოუწესრიგებელი ძილი ახალგაზრდობაში არაფერია და ჩვენ შეგვეძლო 2-3 დღე მუსიკალურ ფესტივალზე გადაბმულად გვეცეკვა, 30 წლის შემდეგ ასე ნამდვილად აღარ უნდა მოიქცეთ. ასაკთან ერთად ორგანიზმს აღარ შესწევს ძალა ისევე სწრაფად აღიდგინოს ძალები, როგორც ადრე. ბუნებრივი კოლაგენი უფრო იშვიათად გამომუშავდება, კოლაგენის გაიშვიათება კი ნაოჭების გაჩენასთან პირდაპირ კავშირშია.


მაკიაჟის ფუნჯების იშვიათად წმენდა


ზოგიერთი ქალი ამ წესს აიგნორებს, თვლის რომ ეს არაა აუცილებელი, თუკი ფუნჯს მხოლოდ ერთი ადამიანი იყენებს. არადა ფუნჯები ბაქტერიების ბუდეა. ფუნჯებს წმენდა კვირაში ერთხელ სჭირდება. მათთვის სპეციალური შამპუნები არსებობს, თუმცა ჩვეულებრივი შამპუნითაც შეიძლება მათი გარეცხვა.


ტკბილეულზე დამოკიდებულება


კოლაგენი და ელასტინი სწრაფად ირღვევა, თუკი გადაჭარბებულად იღებთ ტკბილეულს, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ის ფიგურასაც ვნებს. იმისთვის, რომ ახალგაზრდობა შეინარჩუნოთ, ეცადეთ გამორიცხოთ თქვენი რაციონიდან მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები. ადამიანებს, რომლებიც შაქარს გაუკონტროლებლად იღებენ, თვალებთან „ტომრები“ უჩნდებათ.


რეჟიმის დაუცველობა


რეჟიმი ყველასთვის სასარგებლოა: რეგულარული სპორტული აქტივობები, კვება და ძილი. კარგად მომუშავე მეტაბოლიზმი და აქტიური ფიზიკური დატვირთვა მნიშვნელოვანია ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად.


ლოგინის თეთრეულის იშვიათად გამოცვლა


იცოდით რამდენი რამ იყრის თავს ნესტიან და დიდი ხნის გამოსაცვლელ თეთრეულში? ტკიპები და სხვა მიკროორგანიზმების მოსამრავლებლად შესანიშნავი სათბურია. თუმცა თუკი მათ გამრავლებას არ აპირებთ, თეთრეული კვირაში ერთხელ უნდა ცვალოთ, რაც შეეხება ბალიშს, იგი სამ თვეში ერთხელ აუცილებლად უნდა გაირეცხოს. თუკი რეგულარულად გაწუხებთ აკნე, ან თმა სწრაფად გიცხიმიანდებათ, ეს შეიძლება თეთრეულში გამრავლებული მიკროორგანიზმების ბრალი იყოს. 


კერძის მომზადების არცოდნა


სახლში საკვების გამოძახების ჩვევა ან გარეთ ჭამა წლობით აუცილებლად აისახება ერთ დღესაც ჩვენს ორგანიზმზე ცუდად, მიუხედავად იმისა, გრძნობთ ამის შედეგს ჯერ თუ არა. კუჭნაწლავის პრობლემებიც მოგვიანებით იჩენს თავს. ვერც ერთ რესტორანში ვერ იქნებით ბოლომდე დარწმუნებული, რომ კერძი საგულდაგულოდ შერჩეული პროდუქტებითაა მომზადებული, მით უმეტეს, ფასტფუდში. დაიწყეთ თუნდაც საუზმით - საუზმის მნიშვნელობაზე ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია.


უყურადღებობა სგგდ-სთან დაკავშირებით


არ დაგავიწყდეთ რეგულარულად დაგეგმოთ ვიზიტი გინეკოლოგთან და ჩააბაროთ ანალიზები იმის მიუხედავად, თუ რამდენი პარტნიორი გყავდათ. სექსუალური გზით გადამდები დაავადებები ზოგჯერ ფარულად მიმდინარეობს, არ იწვევს დისკომფორტს, თუმცა ზოგჯერ ონკოლოგიურ პრობლემებად იქცევა.


წყლის ჩაით, ყავით ან გაზიანი სასმელით ჩანაცვლება


ბევრისგან გაგვიგია, რომ წყალი არ უყვარს, ან ყავას და ჩაის უფრო მეტს სვამს, ვიდრე - წყალს. ცხელი სასმელები ორგანიზმიდან კალცის გამოდევნას უწყობს ხელს, რასაც კანის გამოშრობისკენ მივყავართ. ნუ ჩაანაცვლებთ ჩვეულებრივ წყალს ტკბილი გაზიანი სასმლით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?