კეკელიძეს ფეიბუქი გაუტეხეს: მისი მფლობელი გახდა ოლგა ჰამერ დურაკოვა - რუსული შრიფტით და ფოტოზე ცინიკური ღიმილით

INTERNET დაიჯესტი

17 ივლისი 11:57, 2020 წელი

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი „ფესბუქის“ პირადი გვერდი, რომელსაც საზოგადებრივი ინტერესებისთვის იყენებდა, 3 დღის წინ გაუტეხეს.

კეკელიძის ფეისბუქგვერდის ანგარიში ამ დროისთვის აღდგენილია. ის თავის გამომწერებს პირობას აძლევს, რომ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჰაკერული თავდასხმის შედეგად წაიშალა, აღდგება და ადამიანებისთვის მუშაობას კიდევ უფრო დიდი ძალისხმეით გააგრძელებს.


ამასთან გიორგი კეკელიძე კიბერ-უსაფრთხოების თანამშრომლებს მადლობას უხდის.


„ძვირფასო მეგობრებო!


გუშინწინ, ღამით, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს გვერდზე წვდომის უფლება აღარ გვქონდა. მისი მფლობელი გახდა, არც მეტი, არც ნაკლები - ოლგა ჰამერ დურაკოვა - რუსული შრიფტით და ფოტოზე ცინიკური ღიმილით. არ იყო ადვილი ეს საქმე - უპირველეს ყოვლისა, თქვენს გამო არ იყო. მით უფრო, რომ ოლგამ და მერე, მისმა ადგილმონაცვლემ წაშალა თითქმის ყველაფერი და შეცვალა გვერდის სახელი. ჰოდა, ის ყველაფერი - ან თქვენთვის იყო ან თქვენი მონაწილეობით - წიგნები, ბიბლიოთეკები, სოფლები, ქალაქები, ადამიანები. ჩვენ განათლების გავრცელებას ვცდილობდით და მგონი, გამოგვდიოდა. ყველა ის ფოტო და ამბავი, რაც აქ იდო, უამრავ განცდას გულისხმობდა და მერწმუნეთ, აწიც იგულისხმებს. კიდევ უფრო მძლავრად და კიდევ უფრო ბევრი თანამოაზრით. არ მინდა მღელვარე და პათეტიკური გზავნილი გამომივიდეს. არ მინდა, იმიტომ, რომ გვერდის გატეხვა არ უნდა იყოს მნიშვნელობანი ამბავი, როცა თანამოქალაქეები პანდემიაზე თუ მის ნაკვალევზე დარდობენ, სადაც უდანაშაულო ბიჭის მხეცურად მოკვლის საქმეს ვარკვევთ ჯერაც. ამიტომაც არ მივეცი არცერთი ინტერვიუ - არც ტელე და არც ინტერნეტ-მედიას. თუმცა ფიქრად კი ნამდვილად ღირს. ფიქრად მტრებზე და მადლობად თქვენთვის. ვიცი - არ გაგიხარდათ. და მადლობა ამისთვის. მადლობა იმისთვის, რომ მაგულიანებთ და მეხმარებით.


უცნაური კია - დღეს ჩემი ახალი წიგნი გამოდის. ბოლო წიგნი „გურული დღიურების" სერიიდან. და მერე ლიტერატურაში გზა მინდა გავიფართოვო. ეტყობა აქაც ეგ მომიწევს, რომ უფრო მეტი დავეტიოთ - ჩვენი რთული და საყვარელი სამშობლოსთვის.


p.s. სპეციალური მადლობა FACEBOOK- ის ქართველ თანამშრომელს, ნინა ნუცუბიძეს, შსს კიბერ-უსაფრთხოების თანამშრომელს, ლევან დიდებულიძეს და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს, ბექა ღაჟონიას 24 საათიანი დაუღალავი შრომისთვის. მე დავბრუნდი,“ - წერს გიორგი კეკელძე.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?