საგაზაფხულო დიეტა BODY CARE-სგან - მოემზადეთ ზღვის სეზონისთვის!

სილამაზე/ჯანმრთელობა

6 მარტი 14:00, 2015 წელი

როგორც იქნა, დადგა გაზაფხული! ვემზადებით მზისთვის, ზღვისთვის, ხალისისთვის, მეტი სეირნობისთვის, სიყვარულისთვის... მაგრამ სარკე და სასწორი გვებრძვიან, გვახსენებენ, რომ ამ ხალისის მოლოდინში ზამთარში ბევრი რამ შეგვეშალა…

ნუ დაღონდებით! ვისაუბროთ საგაზაფხულო დიეტებზე, რომელთა მიზანია:


1) გახდომა;
2) ვიტამინებისა და მინერალების ბალანსის შევსება.


ამ მიზნით, პირველ რიგში, მენიუდან უნდა ამოვიღოთ ცომეული, ბრინჯი (გარდა შავისა), თხილეული, შემწვარი ხორცი (გარდა გრილისა) და ხორცის ნახარში. მივირთვათ - ბოსტნეულის სუპი, თევზი, ხილი და ბოსტნეული.


დიეტის დაწყება სასურველია წვნიანის დიეტით, რომელიც კარგად ხსნის შეშუპებას, აღადგენს ლიმფოდრენაჟს, დაბალკალორიულია, საჭმლის რაოდენობაც ბევრია და არ გვიჭირს, მივეჩვიოთ დიეტის პროცესს. თან ახლა, მარხვის პერიოდში, სუპის დიეტა ძალიან აქტუალურია.


გთავაზობთ ორ რეცეპტს:


1)  გოგრის სუპი


შემადგენლობა:
200 გრ გოგრის რბილობი;
1 ცალი ბულგარული წიწაკა;
1 ნიახურის ძირი;
1 კბილი ნიორი;
1/2 მუსკატის კაკალი (ჩავხეხოთ);
1/4 ჩ.კ. ზაფრანა;
1/4ჩ.კ.უცხო სუნელი;
1/4 ჩ.კ. კოჭას ფხვნილი.


ყველაფერი ერთად მოვხარშოთ და დავაბლენდეროთ.  მარილი გავუკეთოთ მხოლოდ თეფშზე.


ამ სუპში სულ 130 კილოკალორიაა.  მიირთვით დღეში 2-3-ჯერ და დაიცავით 3 დღე.  შეგიძლიათ, ყოველდღე სხვადასხვა პროდუქტებით შეავსოთ, კერძოდ:


პირველ დღეს: +ხილი (ვაშლი, კივი, ფორთოხალი);
მეორე დღეს: + მწვანე ბოსტნეულის სალათი ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით;
მესამე დღეს: + ვაშლი, გრეიფრუტი, კიტრი.
შენიშვნა:
თუ კუჭი გაწუხებთ, სუპი კოჭას ფხვნილის გარეშე მოამზადეთ.


2) ბოსტნეულის სუპი


ეს უფრო ადვილად მოსამზადებელი და დაბალკალორიულია!


შემადგენლობა:
2 ცალი მწვანე ბულგარული;
4 თავი პატარა ხახვი:
1 პატარა კომბოსტო (უმჯობესია ბროკოლი ან ყვავილოვანი);
2 ძირი ნიახური;
პამიდორი გემოვნებით (ახალი პამიდვრის შემოსვლამდე უმჯობესია, კონსერვირებული წითელი პამიდორი იხმაროთ).


ეს ყველაფერი დავჭრათ, დავასხათ ცივი წყალი და დარბილებამდე ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. ეს სუპი 1 თეფში შეიცავს, დაახლოებით, 100-120 კილოკალორიას.
შეგიძლიათ მიირთვათ 3 დღე (დღეში 3-4 თეფში).  დამატებითი პროდუქტები ისეთივეა, როგორც წინა შემთხვევაში.


შენიშვნა:
დიეტის დროს აუცილებელია დღეში 2 ლიტრი სითხე (მწვანე ჩაი, წყალი, კარკადე, პიტნის ჩაი).  აკრძალულია გაზიანი და ტკბილი სასმელი.


გისურვებთ ჯანმრთელობას და ხალისიან განწყობას!
თქვენი მარი მილორავა


BODY CARE - ფალიაშვილის 41


ტელ: 218-49-82
           570-90-29-89


 დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ფეისბუქის გვერდს

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?