შევთანხმდეთ, რომ სამივე მეთოდით შეგვიძლია მივაღწიოთ ეფექტს, მაგრამ არა ყველასთვის და არა ზოგჯერ არა ხანგრძლივად.
მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი:
1) ვარჯიში - კარგია ახალგაზრდა და სიმეტრიული სხეულისთვის. მკვრივდება კუნთები, დუნდულები იბრუნებს ფორმას, ვიშლებით მხრებში, იზნიქება მუცელი, სწორდება ზედაპირული ცელულიტები.
მაგრამ... თუ ღრმა ცელულიტებია, ვარჯიში მას ვერ აქრობს და გამკვრივებულ კუნთებზე უფრო მკვეთრად ჩანს. ასევე ვარჯიში ვერ ასწორებს „გალიფეებს“ და ვერ „ძერწავს“ წელს. ვენური უკმარისობის დროს კი (რაც ცხელი კლიმატისთვის დამახასიათებელი პათოლოგიაა), ვარჯიშთან ერთად, აუცილებელია დრენაჟის აღდგენა (აპარატული ან მასაჟით)
2) მასაჟი - საუკეთესო მოდელირებადი პროცედურაა. ის კარგად „ძერწავს“ ტანს სწორედ იმ ადგილებში, სადაც ინდივიდუალურად მეტად საჭიროა (გალიფე, წელი და ა.შ). ამავე დროს აღადგენს დრენაჟს, სისხლის მიმოქცევას და ნერვულ სისტემას (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია გახდომის პროცესში).
მაგრამ... ერევა მხოლოდ ზედაპირულ ცელულიტებს. ამიტომ შედეგი ხანგრძლივი არ არის. „ღრმა“ ცელულიტები ისევ იზიდავს ტოქსინებს და აჩენს „ფორთოხლის კანის“ ეფექტს. ასევე, ხელით მასაჟების დიდმა რაოდენობამ შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს ზედაპირულ კაპილარებზე (გავიხსენოთ ისევ ცხელი კლიმატი). ასევე, მარტო ხელით მასაჟები ძალიან არბილებს სხეულს.
3) აპარატული კორექცია - კარგად შველის ღრმა ცელულიტებს (ათხელებს გამკვრივებულ შემაერთებელ ქსოვილს), კარგად ამკვრივებს კუნთებს, აღადგენს დრენაჟს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.
მაგრამ... ეს არ ხდება მხოლოდ ერთი აპარატით. ნუ ენდობით რეკლამებს, სადაც ერთ აპარატს მიაწერენ ყველა პრობლემის მოგვარებას. ესთეტიკურ მედიცინაში არის მრავალგვარი საკორექციო აპარატურა, რომლებიც ინდივიდუალურად და სხვადასხვა თანმიმდევრობითაა რეკომენდებული (ვაკუუმი, კავიტაცია, პრესოთერაპია, მიოსტიმულაცია, ლიფტინგი და ა.შ)
როგორც მიხვდით, ოპტიმალური შედეგი აქვს კურსს, სადაც გამოყენებულია სამივე მეთოდი. მეთოდები და თანმიმდევრობა ყველა შემთხვევაში უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად სპეციალისტის (სასურველია ექიმის) მიერ.
და კიდევ ერთი რეკომენდაცია გახდომის მსურველთათვის - დიდი წონის კლების შემთხვევაში, დიეტასთან ერთად, აუცილებელია საკორექციო კურსი იმისთვის, რომ ე.წ. „ზედმეტი კანი“ არ დარჩეს.
შეხვდით ზაფხულს ჯანმრთელები და ლამაზები!
თქვენი მარი მილორავა
BODY CARE - ფალიაშვილის 41
ტელ: 218-49-82
570-90-29-89