რომელი საკვებია აუცილებელი კარგი მახსოვრობისათვის

სილამაზე/ჯანმრთელობა

27 მარტი 10:00, 2015 წელი

ეფექტური აზროვნება, მახსოვრობა და ყურადღების კონცენტრაცია - ეს ყველაფერი ჩვენს ორგანიზმში გარკვეულ ენერგიას ითხოვს. ყოველდღიურობაში ეს ენერგია სწორად მიღებული საკვები პროდუქტებით ივსება.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ტვინი თავისი განვითარების პიკს 22 წლის ასაკში აღწევს, ამის შემდეგ კი დეგრადაციის ნელი პროცესი იწყება.
 მაგრამ ნუ შეშინდებით!  ბუნება ჩვენი ტვინისთვის უამრავ პროდუქტს გვჩუქნის. ისინი არა მარტო კვებავენ ტვინს, არამედ ამაღლებენ განწყობას და აქვეითებენ სტრესს. ეს კი დადებითად მოქმედებს მახსოვრობაზე.


გლუკოზა - ძალიან საჭირო პროდუქტია ტვინისთვის. მაგრამ, უმჯობესია, ის უფრო მეტად თაფლის, ხილის და ჩირის სახით მიიღოთ.


ნელი ნახშირწყლები - მსხვილმარცვლოვანი ფაფები, ყავისფერი ბრინჯი, პური (ცეხვილი ან გაღივებული ხორბლისგან).


თხილეული - ნიგოზი, თხილი, ნუში, გოგრის თესლი.


თევზი - განსაკუთრებით ცხიმიანი (ორაგული, კრევეტი და ა.შ).  ცხიმიანი ხორცისგან განსხვავებით, ის არ ამაღლებს ქოლესტერინის დონეს.


კვერცხი - მასში შემავალი ლეციტინი აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.


ბოსტნეული - განსაკუთრებით ნიორი და ბადრიჯანი (ეს უკანასკნელი კანიანად უმჯობესია).


შავი შოკოლადი - ეს საყვარელი პროდუქტია ბევრისთვის, მაგრამ წონის პრობლემის დროს ზომიერება დაიცავით ან უშაქრო კაკაო დალიეთ.


წითელი ღვინო - ესეც სასიამოვნო პროდუქტია, უძლიერესი ანტიოქსიდანტი. მაგრამ აქაც სასურველია ზომიერების დაცვა - ერთი ჭიქა დღეში ან 2-ჯერ კვირაში.


კენკრა და ხილი (განსაკუთრებით მოცვი და ვაშლი კურკიანად) - ეს ვიტამინების წყაროა, ისინი ტვინში ასაკოვან ცვლილებებს აფერხებენ.


ბალახები - მწვანე ჩაი (ანტიოქსიდანტი), სალბი (ხელს უწყობს ნეირონების გადართვას), რეჰანი (ხსნის დაღლილობას), გინკო-ბილობა (აუმჯობესებს ტვინის უჯრედების მიკროცირკულაციას).


და ბოლოს...  წყალი - დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი იცავს ჩვენს ტვინს გაუწყლოვანებისგან. ეს უნივერსალური გამხსნელია ყველა ქიმიური რეაქციისთვის ჩვენს ორგანიზმში.

ჩვენ მოგაწოდეთ სია იმ პროდუქტებისა, რომლებიც კარგია ჩვენი ტვინის მუშაობისა და მახსოვრობისთვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, უნდა დაიცვათ ჯანმრთელი ცხოვრების სხვა წესებიც - გამოიძინეთ, ივარჯიშეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ავარჯიშეთ ტვინი (კროსვორდები, ჭადრაკი, პოეზია, მატემატიკა...).


დაიცავით ეს რეკომენდაციები და ნათელი აზროვნება გარანტირებული გექნებათ!


თქვენი მარი მილორავა 


BODY CARE - ფალიაშვილის 41
ტელ:  218-49-82
            570-90-29-89


დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ფეისბუქის გვერდს

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?