გაზაფხულის ავიტამინოზის თვითდიაგნოსტიკა

სილამაზე/ჯანმრთელობა

10 აპრილი 10:00, 2015 წელი

როგორ გავიგოთ, რომელი ვიტამინი და მინერალი აკლია ჩვენს ორგანიზმს, რათა შევარჩიოთ შესაფერისი პროდუქტები ან პოლივიტამინი. ჩაიხედეთ სარკეში და გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.

ზამთრის შემდეგ ჩვენი ორგანიზმის რესურსები მინიმუმამდეა დაყვანილი და ეს აისახება, პირველ რიგში, კანზე, თმებზე, ფრჩხილებზე.


კანი უფერული და მოშვებულია, გაგიჩნდათ პიგმენტური ლაქები?  
გჭირდებათ ვიტამინი C, რომელიც მთავარი კომპონენტია კოლაგენის წარმოსაქმნელად.
C ვიტამინის წყაროა - ციტრუსი, შავი მოცხარი, ასკილი, კივი, ვასლი, კომბოსტო, ბოლოკი, მწვანე სალათი, წიწაკა.


კანი მშრალია და იქერცლება, მასზე ჩნდება წითელი ლაქები?
გაკლიათ ვიტამინი A, რომელიც იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან.
A ვიტამინის წყაროა - სტაფილო, გარგარი, ხახვი, ჭარხალი, კვერცხის გული, თევზის ქონი, ღვიძლი.


მცირე ტრამვისგან გიჩნდებათ ჩალურჯებები, სახეზე კი ძალიან დაგეტყოთ კაპილარები?
გაკლიათ ვიტამინი P, რომელიც, C ვიტამინთან ერთად, ამაგრებს სისხლძარღვების კედელს.
P ვიტამინის წყაროა - მწვანე ჩაი, ყურძენი, ასკილი, ჟოლო, ტკბილი წიწაკა, ნიორი, პამიდორი, ისპანახი.




გაქვთ
ხშირი დერმატიტი, ტუჩებზე ნახეთქები, გექერცლებათ ნუნები?
გაკლიათ ვიტამინი B 2.  ის მონაწილეობს უჯრედულ სუნთქვაში.
ვიტამინი B 2-ის წყაროა - საფუარი, ნუში, ხაჭო, კაკაო, კვერცხი, თევზი.


კანი ფერმკრთალია, იქერცლება და განაკაწრი დიდხანს არ ხორცდება, ამავე დროს გცვივათ თმა?
გაკლიათ ვიტამინი B7.
ვიტამინი B 7-წყაროა - ღვიძლი, ჭვავის პური, ნიგოზი.


კანი გაუხეშდა, თმამ კი მბზინვარება დაკარგა?
გაკლიატ ვიტამინი E. ის უძლიერესი ანტიოქსიდანტია, ებრძვის სიბერეს.
ვიტამინ E-ს წყაროა - თხილეული, მცენარეული ზეთი, გაღივებული ხორბალი, ზღვის პროდუქტები.


მშრალი კანი და ტუჩების სილურჯე გაქვთ?
გაკლიათ ვიტამინი PP, რომელიც უჯრედულ სუნთქვაში მონაწილეობს.
ვიტამინი PP-ს წყაროა - ქათმის ხორცი, არახისი, რძე, ყველი.


თმის ღერი გაგითხელდათ და თმა ძალიან გცვივათ, ამავე დროს გაქვთ გამონაყარი?
გაკლიათ ვიტამინი B 9.
B 9 ვიტამინის წყაროა - მწვანილი, ბოსტნეული. ეს ვიტამინი დამუშავებისას ადვილად იშლება, ამიტომ მისი მიღება სასურველია ტაბლეტებში.


ბოლო დროს ძალიან გაუხებთ გამონაყარი?
შეიძლება, ვიტამინ B 9-სთან ერთად, სელენისა და თუთიის ნაკლებობას განიცდიდეთ.
სელენის წყაროა - ზღვის პროდუქტები, ხორბლეული.
თუთიის წყაროა - წიწიბურა, ქერი, ჭვავი, ლობიო, ქათმის ხორცი.


კანმა დაკარგა სიმკვრივე, თმებზე ბოლოჭამიებია გაქვთ და ფრჩხილებიც გეყოფათ?
გაკლიათ კალციუმი.
კალციუმის წყაროა - რძის პროდუქტები, ნუში, რბილძვლოვანი თევზი.


თმა და ფრჩხილი ნელა გეზრდებათ და გაქვთ წვრილი გამონაყარი?
გაკლიათ მანგანუმი.
მანგანუმის წყაროა - ღვიძლი, ისპანახი, სტაფილო, ანანასი, ასკილი, ხორცი, თევზი.


 


შეისწავლეთ თქვენი სხეული და დაეხმარეთ მას!


თქვენი მარი მილორავა

BODY CARE -   ფალიაშვილის 41
                          ტელ:  218-49-82
                                      570-90-29-89
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ფეისბუქის გვერდს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?