რჩევები და „მაცივრის“ ნიღბები თმის მოსავლელად

სილამაზე/ჯანმრთელობა

17 აპრილი 10:00, 2015 წელი

ლამაზი და ჯანმრთელი თმა ყოველთვის იქცევს ყურადღებას და ქალს მიმზიდველს და შეუდარებელს ხდის. ეს სილამაზე კი ხშირად ბუნების საჩუქარი კი არა, სწორი და რეგულარული მოვლის შედეგია.

თმას ყოველდღიური მოვლა სჭირდება.
ამისათვის კი:


1) სწორად უნდა შეარჩიოთ შამპუნი და თმის მოვლის პროფესიული საშუალებები.
2) თავი არ უნდა დაიბანოთ ძალიან ცხელი წყლით. წყალი უნდა იყოს თბილი, ბოლოს კი გადაივლეთ ცივი წყალი. ეს გაასწორებს თმის ღერზე ქერცლებს და თმას მისცემს მბზინვარებას.
3) ხშირად ნუ იხმართ ფენს, უთოს და თერმობიგუდებს.  თუ მაინც გიწევთ, ხმარების წინ დაისხით თმაზე თერმოდამცავი აეროზოლი.
4) სწორად შეარჩიეთ ჯაგრისი-სავარცხელი. დავარცხნა დაიწყეთ ბოლოებიდან და ნელ-ნელა ადით ზემოთ.  განსაკუთრებით დაიცავით ეს პირობა, თუ ვარცხნით ბავშვს, რათა  ამ პროცედურისადმი პროტესტის გრძნობა არ გაუჩნდეს.
5) კარგია ძილის წინ თმის დავარცხნა ყველა მხარეს 10-10-ჯერ (წინ-უკან-მარჯვნივ-მარცხნივ). ამით თმას დღის მტვერს მოაცილებთ, თმის ძირებში სისხლის მიმოქცევას გაიუმჯობესებთ და სტრესს მოიხსნით.
6) თმის ბოლოები 3 თვეში ერთხელ მაინც აუცილებლად შეისწორეთ, რათა ბოლოჭამიები არ გაგიჩნდეთ.
7) დაიცავით თმა მკვეთრი ტემპერატურული ცვალებადობისგან - ძალიან ცივ ან ძალიან მზიან  ამინდში თავსაბურავი იხმარეთ.
8) იკვებეთ სწორად -  თმისთვის აუცილებელი პროდუქტებია ხორბლეული, მარცვლეული, რძემჟავა პროდუქტები, ახალი ხილი და ბოსტნეული.  სვით ბევრი წყალი.
9) კვირაში ერთხელ იხმარეთ „მაცივრის“ ნიღბები, რომლებიც ადვილად ხელმისაწვდომი პროდუქტებით სახლის პირობებში შეგიძლიათ დაამზადოთ.  გთავაზობთ რამოდენიმეს:




ნიღაბი
ცხიმიანი თმისთვის

1/2 ჭიქა კეფირი, 1/2 ს. კ. მდოგვი და 1 ჩ.კ. დარიჩინი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ნარევი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თმის ძირებში, შემდეგ კი თმაზე შემოიხვიეთ ჯერ ცელოფანი და ზემოდან თავსაფარი ან პირსახოცი. გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ შამპუნით. 

ნიღაბი მშრალი თმისთვის
1 კვერცხის გული, 1 ჩ.კ.  კონიაკი, 1 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. თალგამის ზეთი („რეპეინოე“) კარგად ათქვიფეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმის ძირებში. შემდეგ კი, ისევე როგორც ზემოთ იყო აღწერილი, თმაზე შემოიხვიეთ ჯერ ცელოფანი და ზემოდან თავსაფარი ან პირსახოცი. გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ შამპუნით.

სავლები ცხიმიანი თმისთვის
დაფნის ნახარში (დაფნა ხარშეთ გამუქებამდე), ჩაუმატეთ  რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და გადაივლეთ დაბანის შემდეგ.

სავლები მშრალი თმისათვის

1 ს.კ. პიტნა, 1 ს.კ. გვირილა,  1 ს.კ. ჯინჭარი ჩაყარეთ 1 ლიტრ წყალში და ოდნავ წამოადუღეთ. ეს ნაყენიც გადაივლეთ დაბანის შემდეგ.

მხედველობაში მიიღეთ, რომ ერთსა და იმავე ნიღაბს თმა ეჩვევა. ამიტომ ნიღბები ხანდახან ცვალეთ.  ჩვენ კი შემდეგ სტატიებში მოგაწვდით ზაფხულისთვის სეზონური ნიღბებისა  და ლოსიონების რეცეპტებს.


გახსოვდეთ: ჯანმრთელი და მოვლილი თმა სილამაზის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია!


თქვენი მარი მილორავა

BODY CARE -   ფალიაშვილის 41
                          ტელ:  218-49-82
                                     570-90-29-89


დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?