დაამზადეთ კოსმეტიკური საშუალებები კიტრისგან

სილამაზე/ჯანმრთელობა

5 ივნისი 10:00, 2015 წელი

ამბობენ, რომ ძველი ეგვიპტის სახელგანთქმული დედოფალი, ულამაზესი კლეოპატრა მომხიბვლელობის შესანარჩუნებლად კიტრის ნიღბებს იყენებდა. კლეოპატრას სილამაზეს მხოლოდ კიტრის დამსახურებად ვერ ჩავთვლით, მაგრამ ამ სასარგებლო პროდუქტით ნამდვილად შეიძლება ახალგაზრდობის გახანგრძლივება. სცადეთ და დარწმუნდით:

კიტრის „კლასიკური“ ლოსიონი:
1 ც წვრილ სახეხზე გახეხილი მომცრო ზომის კიტრი, დაასხით არაყი (1/1) და 2 კვირის განმავლობაში მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში დააყოვნეთ. ამგვარად დამზადებული ლოსიონი შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ, გამოყენების წინ კი დოლბანდში გაწუროთ და გადადუღებულ ცივ წყალში (1/1) გადააზავოთ. 
თუ მშრალი სახის კანი გაქვთ, საჭიროა წყლის რაოდენობის (1/2) გაზრდა და ლოსიონში 1 ჩ.კ. გლიცერინის ჩამატება.
პიგმენტური ლაქების არსებობისას კი კარგი იქნება, თუ ლოსიონში რამდენიმე წვეთ ლიმნის წვენსაც ჩაამატებთ. ამგვარად მომზადებული ლოსიონი შეგიძლიათ არა მარტო სახეზე, არამედ ყელსა და დეკოლტეზეც შეიზილოთ. 
თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, კანი საოცრად რბილი და ხავრდოვანი გაგიხდებათ, ფერიც გაგიუმჯობესდებათ და რაც მთავარია, პიგმენტურ ლაქებსაც მოიშორებთ.


კიტრის სქრაბი (სახისა და ტანისთვის):
3 ცალი მოზრდილი კიტრი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ 4 ს.კ. სახამებელი (კრახმალი), მსხვილად დაფქვილი (ნალექიანი) ყავა და აურიეთ.
მიღებული მასა (დუშის მიღების წინ) სახისა და ტანის კანზე მსუბუქი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ.


მათეთრებელი ნიღაბი კიტრისგან:
გახეხეთ კიტრი წვრილ სახეხზე, შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა, რამდენიმე წვეთი ლიმნის წვენი და მიღებული მასა წაისვით სახეზე მანამ, სანამ არ გაშრება.
გაშრობისთანავე სახე ჯერ ქაღალდის ხელსახოცით მოიწმინდეთ, შემდეგ კი მინერალური წყლით ჩამოიბანეთ.


კიტრის მკვებავი ნიღბები:
1. მშრალი კანისთვის : გახეხეთ კიტრი წვრილ სახეზე და მიღებული მასა 1/1-ზე პროპორციით არაჟანში გადაურიეთ (მაგ: 1 ს.კ. გახეხილი კიტრი და 1 ს.კ. არაჟანი). მიღებული მასა წაისვით სახესა და ყელზე, 15 წუთის შემდეგ კი ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.
2. კომბინირებული კანისთვის: გახეხეთ კიტრი წვრილ სახეხზე, დაამატეთ 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი, 1 ს.კ. რძე და 1 ს.კ. ხაჭო. კარგად გადაურიეთ, დაიდეთ სახეზე, 15 წუთის შემდეგ კი ნელთბილი წყლით ან მინერალური წყლით (უკეთესია) ჩამოიბანეთ.
3. ფერმკრთალი და უსიცოცხლო კანისთვის: გახეხეთ კიტრი წვრილ სახეხზე და 1/1-ზე პროპორციით თაფლთან გადაურიეთ. დაიდეთ მიღებული მასა სახეზე, 10 წუთი გაიჩერეთ და შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლით კარგად ჩამოიბანეთ.


კიტრის ნიღაბი მოშვებული ყელისთვის:
საკმარისი რაოდენობის კიტრი დაჭერით ძალიან თხელ ნაჭრებად, ეს ნაჭრები ყელზე დაიფინეთ და ზემოდან მარლის სახვევით გადაიხვიეთ.
20-25 წუთის შემდეგ სახვევი მოიხსენით, კიტრის ნაჭრები ყელიდან მოიცალეთ, კანი არ ჩამოიბანოთ და ყელზე პირდაპირ მკვებავი კრემი შეიზილეთ.
თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, თქვენი ყელი გაცილებით სუფთა და გლუვი გახდება და ახალგაზრდულ იერსაც დიდხანს შეინარჩუნებთ.


თქვენ წარმოიდგინეთ, კიტრისგან შესანიშნავი თმის ნიღბების დამზადებაც შეიძლება. ამჯერად ერთ-ერთი მათგანის რეცეპტს შემოგთავაზებთ:

თმის ნიღაბი კიტრისგან:
1 ცალი მომცრო ზომის კიტრი წვრილად გახეხეთ. 1 ც. კვერცხი (გულიან-ცილიანად) ათქვიფეთ, დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და კარგად გადაურიეთ (სანამ პიურესმაგვარ მასას არ მიიღებთ).
მიღებული მასა თმაზე (ძირიდან ბოლოებამდე) და თავის კანზე თანაბრად შეიზილეთ და 10 წუთით გაიჩერთ. ამის შემდეგ თავი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი გარდა იმისა, რომ სწრაფად აღადგენს თმის სტრუქტურას და ხელს უწყობს მის ზრდას, თავის კანსაც კვებავს.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად, რეკომენდებულია აღნიშნული პროცედურის კვირაში ერთხელ ჩატარება.


გისურვებთ სილამაზეს და ჯანმრთელობას!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?