როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ?

სილამაზე/ჯანმრთელობა

3 ივლისი 10:00, 2015 წელი

ლამაზ და თანაბარ რუჯზე ქალი ოცნებობს, მაგრამ სპეციალურ წესებს დაუცველად გარუჯვა ზაფხულის შვებულებას დიდ თავსატეხად გიქცევთ და დამწვრობის, პიგმენტური ლაქების, ჭორფლისა და ხალების გარდა, არაერთი ონკოლოგიურ იდაავადების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.

ასე რომ, მზის აბაზანების მიღებამდე, რამდენიმე მარტივი წესი გაითვალისწინეთ:

ზღვაზე გამგზავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ორგანიზმის კაროტინით გამდიდრება დაიწყეთ (კაროტინი ასტიმულირებს მელანინის გამოყოფას, რომელიც პასუხისმგებელია კანის ფერის ცვლილებაზე).
ამისთვის რაციონში შეიტანეთ სტაფილოს ან გარგარის წვენი და ღია-ყვითელი, მწვანე ან ფორთოხლისფერი შეფერილობის ხილი და ბოსტნეული (გარგარი, ატამი, გოგრა, ნესვი, ქოქოსი, ბანანი და ა.შ.).
კარგი იქნება, თუ ამ პროდუქტების მიღებას გარუჯვის დროსაც გააგრძელებთ.

იმისთვის, რომ თანაბრად გაირუჯოთ, კარგი იქნება რამდენიმე დღით ადრე ტანის პილინგი გაიკეთოთ.
ეს სხეულის სქრაბის გამოყენებით, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ;

სანამ სანაპიროზე გახვალთ, ნახევარი საათით ადრე, ტანსა და სახეზე რომელიმე მზისგან დამცავი კრემი წაისვით.
კრემი განსაკუთრებით კარგად შეიზილეთ - ცხვირზე,  მკერდსა და მხრებზე, რადგან ეს ადგილები მზეზე ყველაზე მალე იწვება. რაც უფრო ღია ფერისაა თქვენი კანი, მზისგან დამცავი კრემიც მით უფრო მაღალი SPF ფილტრით შეარჩიეთ.
არ შეგიყვანოთ შეცდომაში სახელწოდებამ მზისგან დამცავი კრემი და არ იფიქროთ, რომ ის გარუჯვას ეწინააღმდეგება. ასეთი კრემი ორგანიზმს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვაში ეხმარება;


                                

გარუჯვის დროს აუცილებლად გაიკეთეთ მზის სათვალე, რადგან მზის სხივები თვალების გარშემო ნაადრევი ნაოჭების გაჩენას აპროვოცირებს;

აუცილებელია რუჯის მიღების დროს ტუჩების დაცვაზეც იფიქროთ. ამისთვის მზისგან დამცავი სპეციალური ტუჩის საცხი გამოიყენეთ;

იმისთვის, რომ ზღვის წყალმა და მცხუნვარე მზემ თქვენი თმა არ დააზიანოს, თავზე აუცილებლად მზის ქუდი დაიფარეთ;

დღის 12-დან 16 საათამდე მზის გულზე ყოფნას მოერიდეთ, რადგან ამ დროს მზის სხივები განსაკუთრებით მწველია და შესაძლოა კანის დამწვრობა ან სხვა გართულება გამოიწვიოს. ამიტომ, კარგი იქნება თუ დღის ამ ნაწილს ჩრდილში გაატარებთ, გარუჯვას კი დილის საათებში (10-დან 12 სთ-მდე) მოასწრებთ, მით უმეტეს, რომ დილის საათებში მზის აბაზანები სასარგებლოცაა;

გარუჯვის დროს არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები (პარფიუმერია, სუნამო, დეოდორანტები და ა.შ.), რადგან მათი უმრავლესობა შეიცავს ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებს და რუჯის მიღებისას კანზე რთულად მოსაშორებელ ლაქებს აჩენს;

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შვებულება ხანმოკლეა და რუჯის სწრაფად მიღება გსურთ, არსებობს სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები (კრემები, ლოსიონები და ა.შ.), რომლებიც ამ პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ ეს საშუალებები ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვას ვერ უზრუნველყოფენ და შესაძლოა, კანის დამწვრობა მიიღოთ;

დამწვრობის გარეშე, კანის სწრაფად გასარუჯად, ეფექტურია ნატურალური კოსმეტიკური ზეთების გამოყენება.
თუმცა სანამ რომელიმე ზეთს შეიძენდეთ, ყურადღებით გაეცანით შემადგენლობას, რადგან იდეალურ ვარიანტში გასარუჯი ზეთები - ხორბლის, ქოქოსისა და კაკაოს ზეთს, ავოკადოს, ბეტა-კაროტინს, ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს უნდა შეიცავდეს. ეს საშუალებები კანზე ზღვიდან ამოსვლისთანავე, ან დუშის მიღების შემდეგ უნდა წაისვათ.
ასეთი კრემების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ისინი სოლარიუმისთვის არ იყოს განკუთვნილი;

იმისთვის, რომ ლამაზად და თანაბრად გაირუჯოთ და გართულებებიც აირიდოთ, სასურველია, თავიდან გარუჯვას შედარებით მცირე დრო (20-30 წუთი) დაუთმოთ, შემდეგ კი მზეზე ყოფნის დრო ეტაპობრივად გაზარდოთ.
კარგი იქნება, თუ ყოველ 5-10 წუთში გვერდს შეიცვლით  და მზისკენ ხან მუცლით, ხანაც ზურგის მხრიდან მიტრიალდებით;

იმისთვის, რომ მიღებული რუჯი დიდხანს შეინარჩუნოთ, სასურველია გარუჯვის შემდეგ წასასმელი რომელიმე დამარბილებელი კრემი გამოიყენოთ. ეს გარდა იმისა, რომ მიღებული შედეგის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას უზრუნველყოფს, კანს „დასვენებაში“ ეხმარება და სასიამოვნოდ ამშვიდებს.

რუჯის შენარჩუნებისთვის, კარგა ხნით მოგიწევთ უარის თქმა აბაზანაზე (არა - დუშის მიღებაზე) და საუნაზე.


 დაბოლოს, არუჯვა რეკომენდებული არ არის:
 ხანდაზმული ადამიანებისთვის, 3 წლამდე ბავშვებისთვის და ორსულებისთვის;
 ადამიანებისთვის, რომლებიც კონტრაცეპტივებს ან ანტბიოტიკებს იღებენ;
 მათთვის, ვისაც სხეულზე ბევრი ხალი აქვს;
 ვისაც აქვს კანის კიბოს ან რომელიმე ონკოლოგიური დაავადების ოჯახური ანამნეზი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?