დაიკელი წონაში მტანჯველი დიეტების გარეშე!

სილამაზე/ჯანმრთელობა

7 აგვისტო 10:00, 2015 წელი

როგორ დავამარცხოთ ზედმეტი კილოგრამები მტანჯველი დიეტების გარეშე, თანაც ისე, რომ ორგანიზმს ზიანი კი არა, სარგებელი მოვუტანოთ?! წონის კლების ახალ, უნიკალურ მეთოდზე კლინიკა „ჯანსაღი თმის ცენტრის“ ექიმი-დიეტოლოგი თეა სურმავა გვესაუბრება:

ჭარბი წონა - ესთეტიკური თუ სამედიცინო პრობლემა?


ჭარბი წონა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის და ის საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ამ დროს  მნიშვნელოვნად იმატებს - გულ-სისხლძარღვთა სისტემის (გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, ინფარქტი და ა.შ.), ენდოკრინული სისტემის (განსაკუთრებით, დიაბეტი ტიპი II), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ძვალ-სახსროვანი სისტემის, ნაღვლის ბუშტისა და დაავადებების განვითარების რისკი. 
გარდა ამისა, შესაძლოა, ჭარბმა წონამ  ქალბატონებში საკვერცხეების პოლიკისტოზი გამოიწვიოს, რომელიც ხშირად ხდება უშვილობის მიზეზი, რადგან ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური დისბალანსი (მომატებული თმიანობა, მამაკაცური ჰორმონების ჭარბი რაოდენობა და ა.შ) დაორსულებას უშლის ხელს; ხოლო მამაკაცებში - მამაკაცური ჰორმონის დაქვეითების ხარჯზე, ექსუალური ლტოლვის დაქვეითება ხდება.
აქედან გამომდინარე, ჭარბი წონა სულაც არ წარმოადგენს ზედაპირულ მდგომარეობას და მისი დიაგნოსტირება და შემდგომი მკურნალობა ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


 


მტანჯველი დიეტები თუ სწორად შერჩეული კვების რაციონი?


ზედმეტი კილოგრამები, ჭარბი წონა, დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება - ალბათ, რამდენი ადამიანისთვის ნაცნობი პრობლემაა, რომელსაც ზოგი მტანჯველი დიეტებით, ზოგი ვარჯიშით, ზოგი კი ათასგვარი გასახდომი საშუალებებით ებრძვის.
თავიდან შედეგი თითქოს სახეზეა, მაგრამ დროთა განმავლობაში წონის უკონტროლო მატება ისევ იწყება და ზედმეტ კილოგრამებთან ერთად, ჩვენს ორგანიზმს ახალ-ახალი პრობლემებიც ემატება. არადა, წონაში დასაკლებად სულაც არ არის საჭირო ამხელა მსხვერპლის გაღება, საკმარისია, ადამიანი სწორად იკვებოს, რაც გულისხმობს არა შიმშილს, არამედ ჯანსაღ და დაბალანსებულ კვებას. ასეთი რაციონის შერჩევა კი თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურად ხდება.



თმის სპექტრული ანალიზი - ინდივიდუალური კვების რაციონის შესარჩევად


თმის სპექტრული ანალიზი, რომელიც საქართველოში პირველად ჩვენს კლინიკაში დაინერგა, სწორი კვების რაციონის ინდივიდუალურად შერჩევას გულისხმობს და ადამიანს სხეულის მასის მონიტორინგში ეხმარება.
თმის სპექტრული  ანალიზის საფუძველზე ორგანიზმში ჯერ მიკრო- და მაკროელემენტების ბალანსისა და მძიმე ტოქსიკური ელემენტების (ტყვია, დარიშხანი, ვერცხლისწყალი და ა.შ.) კვლევა ხდება, შემდეგ კი თითოეული პაციენტისთვის სწორი კვების რაციონი ინდივიდუალურად დგინდება. სწორედ ინდივიდუალურად შერჩეული სწორი კვების საფუძველზე, აღვადგენთ მიკროელემენტების დისბალანსს (რაც მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლისთვის) და, დაახლოებით, ერთ თვეში პირველი შედეგი უკვე სახეზეა, ხოლო ყოველ მომდევნო თვეებში ეტაპობრივად მიმდინარეობს წონის საგრძნობი დაკლება.
აღნიშნული კვლევის ჩატარება მხოლოდ ზედმეტი წონის მქონე პაციენტებისთვის არ არის განკუთვნილი და მისი ჩატარება შეუძლია ყველას, ვისაც სურს, ორგანიზმი გაიჯანსაღოს, სწორად იკვებოს და დროთა განმავლობაში ზედმეტი კილოგრამების მომატება თავიდან აიცილოს.


თმის სპექტრული ანალიზის ჩასატარებლად და ინდივიდუალური სწორი კვების რაციონის შესადგენად, მიმართეთ ექიმ-დიეტოლოგ თეა სურმავას;
კლინიკა „ჯანსაღი თმის ცენტრი“
მისამართი: მიცკევიჩის 27 ა
ტელ:  2 007 008.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?