ქერტლის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებები

სილამაზე/ჯანმრთელობა

28 აგვისტო 10:00, 2015 წელი

ქერტლი ფართოდ გავრცელებული კოსმეტიკური პრობლემაა, რომელსაც ხანგრძლივი სტრესი, არასწორი კვება და თავის კანის არარეგულარული და არასწორი მოვლა იწვევს. ზოგი ამ პრობლემას კოსმეტიკური საშუალებებით ებრძვის, ზოგიც კარდინალურ მეთოდებს ამჯობინებს და ამ უსიამოვნებისგან სამუდამოდ თავისუფლდება.

მაშ ასე, როგორ გავთავისუფლდეთ ქერტლისგან ერთხელ და სამუდამოდ?!


რა იწვევს ქერტლს?
იმისთვის, რომ ქერტლისგან განთავისუფლდეთ, პირველ რიგში, მისი გამომწვევი მიზეზი უნდა დაადგინოთ. ეს შეიძლება იყოს:
იმუნიტეტის დაქვეითება;
კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები;
ნერვული სისტემის დაავადებები;
ჰორმონალური დისბალანსი;
არასწორი კვება;
ვიტამინების ნაკლებობა;
თავის კანის ზედმეტად გამოშრობა ან პირიქით - ცხიმის გაძლიერებული გამოყოფა;
თმის არასწორი მოვლა (განსაკუთრებით თმის გელის, ლაქისა და საღებავების ხშირი გამოყენება).


 


ქერტლთან ბრძოლის მეთოდები
ქერტლთან ბრძოლა მარტივი არ გახლავთ და კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რაც ითვალისწინებს:
იმუნიტეტის გაძლიერებას;
გამომწვევი დაავადებების მკურნალობას;
დიეტის დაცვას (ცხიმიანი, მწარე და მლაშე საკვების, ყავისა და ალკოჰოლის შეზღუდვას);
რაციონში უფრო მეტი ხილისა და ბოსტნეულის ჩართვას (მეტი ეფექტისთვის რეკომენდებულია ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსის მიღება);
თმის რეგულარულ და სწორ მოვლას (არ დაიბანოთ თმა ხისტი წყლით, გამოიყენეთ მხოლოდ ქერტლის საწინააღმდეგო ხარისხიანი შამპუნები, მოერიდეთ თმის საშრობის (ფენის), თმის გელის, ლაქისა და საღებავების ხშირ გამოყენებას, კვირაში ერთხელ სასარგებლოა თავის მასაჟის გაკეთება);
თავის კანის გამაჯანსაღებელი ბუნებრივი საშუალებების (მცენარეული ნახარშების, ნიღბების, ზეთების და ა.შ.) გამოყენებას.


 




ქერტლის საწინააღმდეგო ნიღბები


კვერცხის ნიღაბი - ერთი ლიმონის წვენი და 2 კვერცხის გული ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი და მიღებული მასა თავის კანსა და თმის ძირებზე კარგად შეიზილეთ. გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთით და შემდეგ თბილი წყლით (შამპუნის გარეშე) ჩამოიბანეთ. აღნიშნული პროცედურის ჩატარება კვირაში ერთხელ შეგიძლიათ.


ხახვის ნიღაბი - გახეხეთ იმდენი ხახვი, რომ მისგან 1 ს.კ. წვენი მიიღოთ, დაამატეთ 2 ს.კ. არაყი, 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი და მიღებული მასა თმის ძირებში კარგად შეიზილეთ. შემეგ შეიფუთეთ თავი პოლიეთილენის თხელი ფენითა და პირსახოცით, 1 საათის შემდეგ კი თბილი წყლითა და ქერტლის საწინააღმდეგო რომელიმე შამპუნით ჩამოიბანეთ. ხახვის სუნის გასაქრობად, თმაზე ლიმონის წვენიც გადაივლეთ. ეს ნიღაბი განსაკუთრებით სწრაფად იმოქმედებს, პროცედურას კვირაში 2-ჯერ გაიმეორებთ.


თაფლის ნიღაბი - 1 კვერცხის გული, 2 ს.კ. დაბლენდერებული მწვანე ხახვი და 2 ს.კ. მაღალი ხარისხის თაფლი ერთმანეთში აურიეთ. მიღებული მასა თავის კანზე კარგად შეიზილეთ და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში თითებით თავის კანის მსუბუქი მასაჟიც გაიკეთეთ. ამის შემდეგ თავი პოლიეთილენის თხელი ფენითა და პირსახოცით შეიფუთეთ, 40 წუთის შემდეგ კი შამპუნითა და თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.


ქერტლის საწინააღმდეგო ზეთები


თალგამის ზეთი - თალგამის ზეთი შეიზილეთ თავის კანზე, თავი პოლიეთილენის ფენითა და პირსახოცით შეიფუთეთ, ნახევარი საათის შემდეგ კი თბილი წყლითა და ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით ჩამოიბანეთ.


აბუსალათინის ზეთი - დაბანამდე ნახევარი საათით ადრე თავის კანზე აბუსალათინის ზეთი შეიზილეთ, 10 წუთის განმავლობაში თითებით თავის კანის მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ, ხოლო შემდეგ თავი თბილი წყლითა და შამპუნით დაიბანეთ.


ზეითუნის ზეთი -  ზეითუნის ზეთით ჯერ თავის მასაჟი გაიკეთეთ, შემდეგ კი 30 წუთით თავი პირსახოცით შეიფუთეთ. აღნიშნული პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია ყოველდღე 10 დღის განმავლობაში. კარგი იქნება, თუ  კურსს ყოველთვე გაიმეორებთ.


ქოქოსის ზეთი -  თანაბარი რაოდენობის ქოქოსის ზეთი და ლიმონის წვენი ერთმანეთში აურიეთ და თავის კანზე კარგად შეიზილეთ. თავი პოლიეთილენის ფენითა და პირსახოცით შეიფუთეთ, ნახევარი საათის შემდეგ კი თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.


ქერტლის საწინააღმდეგო ნახარშები



ხახვის ნახარში
- 2 სუფრის კოვზ ხახვის ფურცელს დაასხით 0,5 ლ. ადუღებული წყალი და  15 წუთით გააჩერეთ. ეს ნახარში თმაზე ყოველი დაბანის შემდეგ (1 თვის განმავლობაში) გადაივლეთ.


ლიმონის ნახარში - 4 ცალი ლიმონის კანი 15 წუთის განმავლობაში მოხარშეთ 1 ლ. წყალში და დაბანის შემდეგ თავზე გადაივლეთ.


ჭინჭრის ნახარში - 1 ს.კ. გამხმარ ჭინჭარს დაასხით 1 ჭ. მდუღარე წყალი, გააგრილეთ და ბანაობის დასრულების შემდეგ თავზე გადაივლეთ.


მუხის ქერქის ნახარში - 1 ს.კ. მუხის გამხმარ ქერქს დაასხით 1 ლიტრი წყალი და 15 წუთის განმავლობაში მოხარშეთ. ეს ნახარში დაბანის შემდეგ თავზე გადაივლეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?