ნაოჭების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებები

სილამაზე და ჯანმრთელობა

25 სექტემბერი 10:00, 2015 წელი
940

ასაკთან ერთად ნაოჭების გაჩენა გარდაუვალია. ზოგი ამ პრობლემას ძვირი კოსმეტიკური საშუალებებით ებრძვის, ზოგიც - პლასტიკური ოპერაციებითა და სხვადასხვა ინექციებით. ჩვენ კი გაცილებით მარტივ გზას შემოგთავაზებთ - ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებებს, რომლებიც იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის და ვიზუალურ ეფექტს ძალიან მოკლე დროში იძლევა.

სახის ნიღბები


ალოე თაფლით

1 ს.კ. თაფლი შეათბეთ ორთქლზე (რათა თხევადი გახდეს) და 2 ს.კ. ალოეს წვენში კარგად აურიეთ.
ეს ნაზავი 20 წუთით სახეზე დაიდეთ.
შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.



 


ბანანის ნიღაბი

ნახევარი ბანანი დააბლენდერეთ, დაამატეთ 2 ს.კ. ნაღები და ფაფისებური მასის მისაღებად 1 ს.კ. შვრიის ფქვილით („გერკულესი“) შეაზავეთ.
მიღებული მასა სახეზე წაისვით და 30 წუთი გაიჩერეთ.
შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


 


გრეიფრუტის ნიღაბი

2 ს.კ. გრეიფრუტის რბილობი და 2 ს.კ. სტაფილოს წვენი ერთმანეთში აურიეთ.
მიღებული მასა 1 ს.კ. არაჟანთან ერთად კარგად ათქვიფეთ და ბოლოს 1 ს.კ. დაფქვილი ბრინჯით შეაზავეთ.
წაისვით ნიღაბი სახეზე და 20 წუთით გაიჩერეთ.
შემდეგ სახე თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.


 


კარტოფილის ნიღაბი
კარტოფილი მოხარშეთ კანიანად, შემდეგ  გაფცქვენით და წვრილ სახეხზე ცხლად გახეხეთ.
გახეხილი კარტოფილი შეაზავეთ 1 ს.კ. არაჟნითა და 1 ს.კ. რძით, დაამატეთ თითო-თითო ჩ.კ. გლიცერინი და რომელიმე მცენარეული ზეთი და კარგად ათქვიფეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე და 20 წუთი გაიჩერეთ.
შემდეგ კი 
სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


 


საფუარის ნიღაბი

საკმარისი რაოდენობის საფუარს დაამატეთ 1 ს.კ. მცენარეული ზეთი.
მიღებული მასა სახეზე სქლად დაიფინეთ.
დაელოდეთ, რომ ნიღაბი კარგად გაშრეს - დაახლოებით, 20-25 წუთი.
შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


 



მცენარეული ლოსიონები


გვირილას ლოსიონი

1 ს.კ. გამხმარ სამკურნალო გვირილას ყვავილს (შეგიძლიათ, შეიძინოთ აფთიაქში) დაასხით 1 ჭ. მშრალი თეთრი ღვინო და მჭიდროდ თავდახურული ჭურჭლით, 2 კვირის განმავლობაში მშრალ და გრილ ადგილას მოათავსეთ.
ამის შემდეგ მიღებული ნაყენით სახე დილა-საღამოს გაიწმინდეთ.
გაწმენდის შემდეგ სახეზე მკვებავი კრემი წაისვით.


 


პიტნის ლოსიონი

2 ს.კ. ახლად დაკრეფილი პიტნისა და ამდენივე ბაბუაწვერას ფოთოლს დაასხით 1 ჭ. მდუღარე წყალი,
თავი მჭიდროდ დააფარეთ და 1 საათის განმავლობაში გააჩერეთ.
ამის შემდეგ გაწურეთ და მიღებული ნაყენით სახე დილა-საღამოს გაიწმინდეთ.


 


კალენდულას ლოსიონი

1 ს.კ. კალენდულას ფოთლებს დაასხით 1 ჭ. მდუღარე წყალი და 30 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.
შემდეგ მიღებული ნაყენი სახეზე წაისვით და 20 წუთი გაიჩერეთ.
ამის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახეზე მკვებავი კრემი შეიზილეთ.


 


მცენარეების ნარევის ლოსიონი

თითო ჩ.კ. ვარდის, პიტნის, გვირილისა და ჭინჭრის ფოთოლს დაასხით ნახევარი ჭ. მდუღარე წყალი და 5 წუთით წამოადუღეთ. ამის შემდეგ ნახარში გაწურეთ და 1 ს.კ. რძე შეურიეთ.
მიღებული ნაყენით სახე დღეში 2-ჯერ გაიწმინდეთ.


 



მცენარეების ნარევის ლოსიონი ღვინით

კარგად დაქუცმაცებულ კამას, პიტნასა და ასფურცელას ფოთოლს დაასხით 1 ჭ. მშრალი ღვინო და თავდახურული ჭურჭლით 2 კვირის განმავლობაში მშრალ და გრილ ადგილას მოათავსეთ.
ამის შემდეგ მიღებული ნაყენი გაწურეთ და სახე დილა-საღამოს კარგად გაიწმინდეთ.
გაწმენდის შემდეგ სახეზე მკვებავი კრემი წაისვით.


 


კრემები



კრემი ვიტამინებით
1 კონა კამა დაჭერით, დააბლენდერეთ და დაამატეთ 5 გრ. იის ფოთლების ფხვნილი (შეგიძლიათ, თავად დაფქვათ, ან პირდაპირ აფთიაქში შეიძინოთ), 5-10 წვეთი A ან  E ვიტამინი, 1-2 წვეთი ჟოჟობას ზეთი, 1/3 ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი და კრემისმაგვარი მასის მიღებამდე აურიეთ. აღნიშნული კრემი სახეზე კარგად შეიზილეთ, 5 წუთის შემდეგ კი კრემის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


 


ავოკადოს კრემი
1 ც. გაფცქვნილი ავოკადო და 3-4 ს.კ. ნუშის რძე დააბლენდერეთ.
მიღებული მასა სახეზე კარგად შეიზილეთ და 10-15 წუთი გაიჩერეთ.
შემდეგ კრემის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


 


ჟელატინის კრემი
1 ჩ.კ. ჟელატინი, 100 მლ. გლიცერინი, 3 ს.კ. თაფლი, 1 მწიკვი (1-2 გრ.) ასპირინი („სალიცინის მჟავა“) და 100 მლ. ანადუღარი ან გაფილტრული წყალი შუშის ჭურჭელში კარგად აურიეთ და ორთქლის აბაზანაზე შეათბეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღებული მასა გააგრილეთ - გაგრილებული მასა აუცილებლად ჟელესმაგვარი უნდა იყოს.
დღეში 1-ხელ სუფთა სახეზე შეიზილეთ და  20 წუთი გაიჩერეთ.
შემდეგ კრემის ნარჩენები სველი ხელსახოცით მოიწმინდეთ.