პარაფინის პროცედურები სახისა და ხელების გასაახალგაზრდავებლად

სილამაზე/ჯანმრთელობა

23 ოქტომბერი 10:00, 2015 წელი

პარაფინის პროცედურები რომ სხეულს აახალგაზრდავებს, საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამ პროცედურების ჩატარება სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ამჯერად, პარაფინის ნიღბების გამაოგნებელი ეფექტი სახესა და ხელებზე გამოვცადოთ, რადგან სხეულის ეს ნაწილები ყველაზე ხშირად განიცდის გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებას და მოვლასაც უფრო მეტად საჭიროებს.


მაშ ასე, პარაფინის პროცედურების ჩასატარებლად დაგჭირდებათ:



  1. კოსმეტიკური პარაფინი (შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში შეიძინოთ);

  2. ემალის, შუშის ან თიხის ჭურჭელი (პატარა ზომის თასი ან მოზრდილი ფიალა);

  3. ორი ცალი პატარა ზომის პირსახოცი;

  4. ერთჯერადი პოლიეთილენის პარკები;

  5. მარლა;

  6. კოსმეტიკური ფუნჯი;

  7. მკვებავი კრემი (სახისთვის და ხელებისთვის);

  8. სქრაბი (სახისთვის და ხელებისთვის).


როდესაც ამ ყველაფერს მოიმარაგებთ, შეგიძლიათ დაიწყოთ:



პარაფინის ნიღაბი ხელებისთვის
ხელები სქრაბით კარგად გაიწმინდეთ - ეს კანს საფუძვლიანად გაასუფთავებს და მკვდარ უჯრედებსაც მოაცილებს;
მოათავსეთ ჭურჭელში საჭირო რაოდენობის პარაფინი და ორთქლის აბაზანაზე შეათბეთ ისე, რომ პარაფინი თხევადი გახდეს;
გამდნარი პარაფინი 50-600C-მდე გააგრილეთ (ტემპერატურა სპეციალური თერმომეტრით აკონტროლეთ, ან ცოტაოდენი პარაფინი მაჯაზე შიდა მხრიდან წაისვით, რათა დარწმუნდეთ, რომ კანს არ წვავს);
უკეთესი ეფექტისთვის პარაფინს შეგიძლიათ A და E ვიტამინების 2-2 წვეთი, 3-4 წვეთი ალოეს წვენი და ამდენივე პროპოლისის ნაყენი ჩაამატოთ;
ამის შემდეგ ნიღაბი ხელებზე ფუნჯით ფრთხილად წაისვით, ზედ პოლიეთილენის პარკები წამოიცვით, ზემოდან კი პირსახოცით შეიფუთეთ;
როდესაც პარაფინი კარგად გაცივდება, მოიხსენით პირსახოცი და პოლიეთილენის პარკები, პარაფინის ნარჩენები კი ხელსახოცით კარგად მოიწმინდეთ;
პროცედურის დასრულებისთანავე ხელებზე რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.



პარაფინის ნიღაბი სახისთვის

რაც შეეხება სახეს, ამ შემთხვევაში პარაფინის პროცედურის ჩატარების ტექნიკა ცოტა განსხვავებულია:


სახე სქრაბით კარგად გაიწმინდეთ; 
პარაფინი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ, შემდეგ კი 50-600C-მდე გააგრილეთ;
პარაფინს შეგიძლიათ, სურვილისამებრთ, A და E ვიტამინების 2-2 წვეთი, 3-4 წვეთი ალოეს წვენი და ამდენივე პროპოლისის ნაყენი ჩაამატოთ;
ნიღაბი სახეზე ფუნჯით ფრთხილად წაისვით (თვალის სიახლოვეს ნუ წაისმევთ);
პარაფინიან სახეზე მარლა დაიფინეთ (თვალებისა და პირის ადგილას მარლა წინასწარ ამოჭერით);
სახეზე დაფენილ მარლაზე პარაფინი კიდევ ხუთ ფენად გადაისვით;
როდესაც პარაფინი კარგად გაცივდება, სახიდან მარლა მოიშორეთ (მარლასთან ერთად სახიდან მთელი პარაფინი მოგშორდებათ);
პარაფინის ნარჩენები ხელსახოცით  მოიწმინდეთ და სახეზე რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.
აღნიშნული პროცედურების ჩატარება რეკომენდებულია 10 დღის განმავლობაში, დღეგამოშვებით.
მეტი ეფექტისთვის, შეგიძლიათ კურსი 1,5-2 თვის შემდეგ კვლავ გაიმეოროთ.


გაითვალისწინეთ, რომ პარაფინის პროცედურების ჩატარება არ შეიძლება კანის ჩირქოვანი ანთების, ნაკაწრების, სისხლძარღვოვანი ქსელებისა და გამონაყარის დროს!

დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

რატომ არ თვრებიან დაზვერვის აგენტები? - სპეცსამსახურების დიდი საიდუმლო, რომელზეც ლეგენდები დადის

სპეცსამსახურის თანამშრომლისთვის ჩვეული ვითარებაა, როცა სუფრასთან სასმელის დალევა უწევს და ამასთანავე, რა თქმა უნდა, ფხიზლად უნდა დარჩეს. თურმე, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებიც, როგორც ამბობენ, სპეცსამსახურების გატესტილი და შემუშავებულია.
საკნატუნო ამბები

ჩვენი პლანეტა ფოტოშოპის გარეშეც მშვენიერია

ინტერნეტში მილიონობით ფოტოს აღმოაჩენთ, რომელიც საგულდაგულოდ დამუშავებული და გაუმჯობესებულია, მაგრამ გარწმუნებთ, დედამიწის პეიზაჟები ყოველგვარი დამუშავების გარეშეც ულამაზესია...
საკნატუნო ამბები

რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?

მოძრაობის წესების საგამოცდო ბილეთებსა და სახელმძღვანელოებში ყველა ნიუანსი აღწერილი არ არის და მათ საჭიროებას პრაქტიკა გვკარნახობს. მძღოლებო და მგზავრებო, თქვენ იცით, რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?
იცით თუ არა...

უცნაური ამბავი, როგორ იქცა ღარიბი სოფლის ყველა მცხოვრები ერთ დღეში მილიონერად

ერთ ღარიბ ესპანურ სოფელში მცხოვრები ფერნანდესების მრავალშვილიან ოჯახში ბიჭი დაიბადა, სახელად ანტონიო. მშობლებს იმდენად უჭირდათ, რომ ბიჭუნამ სკოლის დამთავრება ვერ შეძლო, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა...
თემატური ჰოროსკოპი

რომელია თქვენი ზოდიაქოს თილისმა-მცენარე?

როცა თილისმებზეა საუბარი, ყველა რატომღაც ქვებზე იწყებს ფიქრს, მაგრამ დაცვა მცენარესაც შეუძლია - ზოგი მათგანი ადამიანის გვერდით ყვავის და სურნელს აფრქვევს, ზოგიც ხმება. ჩვენ გიკარნახებთ თქვენი მფარველი მცენარეების სახელებს.
FUN-ტესტი

აირჩიეთ სამკაული და გაიგეთ, რა არის თქვენი ქალური ძალა

იცით, რომ საყვარელ სამკაულს თქვენი პიროვნების შესახებ ბევრი რამეს მოყოლა შეუძლია? 
თავსატეხი

რაც უფრო სწრაფად იპოვით ღია ბოქლომს, მით მაღალია თქვენი IQ

გთავაზობთ ამოცანას ყურადღების სიმარჯვეზე! თანაც - მხედველობასაც გაივარჯიშებთ. კარგად დააკვირდით ნახატს და შეეცადეთ, ღია ბოქლომი აღმოაჩინოთ.
საკნატუნო ამბები

როგორ შევუხამოთ სამოსი დაბალყელიან ჩექმას? (10 ფოტო)

უკვე მერამდენე წელია, დაბალყელიანი ჩექმები საკმაოდ მოდურია და აქტუალობას არ კარგავს, თუმცა მისი შეხამება ტანსაცმელთან არცთუ ისე მარტივია.
საკნატუნო ამბები

ქალის სურნელი, ვნება, სიყვარული ერთ კადრში (15 ფოტო)

ფოტოგრაფ ალისა ვერნერის ნამუშევრები ქალის სილამაზით არის შთაგონებული, მისი საყვარელი ჟანრი კი ეროტიკაა...
საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ზეპირი ანკეტა

შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.