როგორ ვუმკურნალოთ აკნეს?! - Mix style-ს კოსმეტოლოგის რჩევები

სილამაზე/ჯანმრთელობა

4 დეკემბერი 10:00, 2015 წელი

აკნე მხოლოდ „გარდატეხის ასაკის“ პრობლემა არ არის. მას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - კანის ტიპი, ადგილობრივი ინფექცია, ჰორმონალური დისბალანსი და ა.შ. ასეთ დროს უმჯობესია, პრობლემის მოგვარება სპეციალისტს ვანდოთ. რას ნიშნავს პრობლემური კანი, რატომ ჩნდება გამონაყარი სახეზე და რა ეტაპებს მოიცავს აკნეს მკურნალობა?! ესთეტიკის ცენტრ Mix style-ის ექიმი კოსმეტოლოგი ქეთი მაჭავარიანი  გირჩევთ:


რა იგულისხმება პრობლემურ კანში?
პრობლემურ კანში, ძირითადად, ცხიმიანი კანი იგულისხმება, რადგან ასეთი კანი მეტად მიდრეკილია აკნესკენ (ვიზუალურად აკნეში მოიაზრებენ გამონაყარს, მაგრამ ეს გაცილებით ფართო ცნებაა და მოიცავს კომედომებს, მუწუკებს, პაპულას, პუსტულას და ა.შ. ). ზოგადად, ცხიმიანი კანი პრობლემა არ გახლავთ და სწორი მოვლის პირობებში, გარკვეული უპირატესობაც კი აქვს (მაგალითად: სხვა ტიპის კანთან შედარებით გვიან ბერდება და ნაოჭდება), მაგრამ თუ ასეთ კანს რეგულარულად არ მოუვლით, ჩათვალეთ, რომ არასასიამოვნო „სიურპრიზები“ მთელი ცხოვრება არ მოგაკლდებათ.
აკნეც სწორედ ერთ-ერთი ასეთი სიურპრიზია.


 


რა იწვევს სახეზე გამონაყარს?
სტაფილოკოკი - სტაფილოკოკი ანაერობული ბაქტერიაა, რომელსაც არ უყვარს ჟანგბადი და ძალიან კარგად გრძნობს თავს ცხიმოვან ფონზე. ამიტომ ასეთ დროს, სტაფილოკოკის არსებობის დასადგენად და არსებული მდგომარეობის შესაფასებლად აუცილებელია ნაცხის ანალიზის ჩატარება;


ჰორმონალური დარღვევები - ამ დროს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია ძლიერდება და კანის ზედა ფენები სქელდება. ეს პრობლემა, ძირითადად, გარდატეხის ასაკში იწყება, თუმცა შესაძლოა, ახალგაზრდა და ზრდასრულ ასაკშიც განვითარდეს;


არასწორი კვება - კანის სეკრეცია დამოკიდებულია კვების ხასიათზე. მაგალითად: რაც უფრო მეტ ტკბილეულს მივირთმევთ, კანში მით უფრო უხვი ცხიმი გამომუშავდება, არცთუ იშვიათად, აკნეს ააგრესიულებს ცხარე, მჟავე და მლაშე საკვების მიღებაც;


ადგილობრივი ინფექცია - როგორც წესი, მუწუკის შემჩნევისას ადამიანი ცდილობს, ის სწრაფად მოიცილოს და გამორწყას, თუმცა პრობლემის მოცილების ნაცვლად ხშირად მდგომარეობა უფრო მეტად რთულდება და შესაძლოა, მოხდეს ადგილობრივად ინფექციის „შეტანა“;


სტრესი - შესაძლოა, დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ აკნეს განვითარების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ სტრესი გვევლინება.


 


რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ აკნეს მკურნალობა?
რატომღაც, ბევრი მიიჩნევს, რომ გარდატეხის ასაკში კოსმეტოლოგთან ვიზიტი არ შეიძლება და ასაკის მომატებას ელოდება, ამ დროის განმავლობაში კი პრობლემის მოგვარებას თავად ცდილობს.
ეს არასწორი  მიდგომაა, კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება თავისუფლად შეიძლება 16 წლიდან!
მხოლოდ, ამ ასაკში კოსმეტოლოგიური მომსახურების სპექტრი გაცილებით შეზღუდულია და სამკურნალოდაც შედარებით მსუბუქი პროცედურები (აპარატული კოსმეტოლოგია, თერაპიული კურსი და ა.შ.) ინიშნება.


 


რას ითვალისწინებს აკნეს მკურნალობა?
აკნეს მკურნალობას კომპლექსური მიდგომა ესაჭიროება, რაც გულისხმობს:
ექიმ დერმატოლოგთან ვიზიტსა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებას,
საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს - ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონალური მკურნალობა და დიეტა.
პარალელურად, აუცილებლად უნდა მოხდეს საქმეში კოსმეტოლოგის ჩართვა და აკნეს სამკურნალო პროცედურების ჩატარება.


 


რა პროცედურებს მიმართავენ Mix style-ში აკნეს სამკურნალოდ და რა უპირატესობა აქვს პროფესიონალური ხაზით მკურნალობას?


აკნეს მკურნალობა ითვალისწინებს კომბინირებულ პროცედურებს, რომლებიც აუცილებლად პროფესიონალმა კოსმეტოლოგმა უნდა ჩაატაროს:

1) იმ შემთხვევაში, თუ აკნე აქტიურ ფაზაშია, სახის ღრმა წმენდის ნაცვლად, მკურნალობის პროცესს ე.წ. სახის დამშვიდებით ვიწყებთ, რაც გულისხმობს - დამამშვიდებელი და ანტისეპტიკური ნიღბების გაკეთებას და ა.შ.;

2) აკნეს არააქტიურ ფაზაში გადასვლის შემდეგ უკვე ვახდენთ სახის ღრმა წმენდას. ეს განსაკუთრებით აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ საქმე სტაფილოკოკით გამოწვეულ აკნეს ეხება, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, სტაფილოკოკი ბინადრობს და მრავლდება უჟანგბადო პირობებში, სახის ღრმა წმენდისას კი სახეს გარქოვანებული ნაწილი შორდება, პრობლემურ ადგილებს ჟანგბადი მიეწოდება და, შესაბამისად, სტაფილოკოკიც ნადგურდება;

3) სახის ღრმა წმენდის შემდეგ, აუცილებლად უნდა ჩატარდეს დანსორვალიზაცია, რომელსაც აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, „ხურავს“ გახსნილ ფორებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;

4) შემდეგი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია პილინგი, რომელიც ემსახურება კანის გარქოვანებული შრეების მოცილებას. აკნეს შემთხვევაში, საშუალოდ, 4-6 პილინგი ინიშნება, რომელიც თავიდან შედარებით დაბალპროცენტიანი, შემდეგ შედარებით მაღალპროცენტიანი მჟავების ზემოქმედებით ტარდება (თავიდანვე მაღალპროცენტიანი მჟავების გამოყენებამ შეიძლება კანის დამწვრობა და პიგმენტაცია გამოიწვიოს). პიგმენტაციისთვის საუკეთესო პერიოდია ზამთარი, რადგან წელიწადის ამ დროს მზე აქტიურ ფაზაში აღარ არის და სახის კანს პიგმენტაცია ნაკლებად ემუქრება (პილინგის ჩატარების პერიოდში სახეზე მზის სხივების მოხვედრა იწვევს კანის პიგმენტაციას).
თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პილინგს ზამთარში იტარებთ და მზიანი ამინდია, რეკომენდებულია გარეთ გასვლისგან თავის შეკავება ან სახეზე დამცავი კრემის წასმა;

5) პილინგის შემდეგ აუცილებელია სახის განმეორებითი წმენდის ჩატარება, რადგან აკნე ზედაპირული პრობლემა არ გახლავთ და პილინგის შემდეგ ხდება ქვედა ფენებში არსებული პრობლემური ადგილების „ამოყრა“;

6) საბოლოო ეტაპი კი გახლავთ კანის რეგენერაცია-დატენიანება, რაც გამორიცხავს სახეზე ნაწიბურების, ფორებისა და სხვა ნარჩენი მოვლენების განვითარებას. დატენიანება ხდება გერმანული, ლუქს კლასის პროფესიული კოსმეტიკით, რომელიც ინდივიდუალურად და მიზანმიმართულად მოქმედებს ყველა ტიპის კანსა და ნებისმიერ პრობლემაზე. ცხიმიანი კანის შემთხვევაში, ამ პროდუქციით დატენიანებასთან ერთად, ხდება ცხიმის „შებოჭვა“, რაც არეგულირებს ცხიმიანობას, ატენიანებს კანს და ხელს უწყობს აკნესგან გამოწვეული პრობლემების საბოლოოდ ალაგებას.


 


აკნეს მკურნალობა სახლის პირობებში
აკნეს თვითმკურნალობა დაუშვებელია, თუმცა სახლის პირობებში აუცილებელია მკურნალობის პროცესის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს:
სპეციალური გელებით სახის დაბანას - არ შეიძლება საპნის გამოყენება, რადგან საპონი კანს აცლის ისეთ საჭირო ნივთიერებებს, როგორიცაა, ჰირულონის მჟავა, რომელიც ჩვენი სახის ტენიანობას და შესაბამისად, ელასტიკურობას განსაზღვრავს;
დღის ბოლოს დეკორატიული კოსმეტიკის, მტვრისა და ზედმეტი ცხიმის „ჩამობანას“ ;
არ არის რეკომენდებული ბუნებრივი საშუალებების გამოყენება მცენარეულმა კრემებმა, ნიღბებმა, ნაყენებმა და ა.შ. შეიძლება, ისედაც პრობლემური კანის გაღიზიანება გამოიწვიოს;
მკურნალობის პერიოდში არ უნდა გამოიყენოთ ან აუცილებლობის შემთხვევაში სიფრთხილით შეარჩიოთ დეკორატიული კოსმეტიკა განსაკუთრებით, ტონალური კრემები, კრემ-პუდრა და ა.შ. გამოუვალ სიტუაციაში კი უპირატესობა  თხელი კონსისტენციის ტონალურ კრემებს მიანიჭეთ.


 


დაბოლოს - აკნე გადაუჭრელი პრობლემა არ არის, მთავარია, თვითმკურნალობა არ დაიწყოთ და თავიდანვე პროფესიონალებს მიმართოთ!


ესთეტიკის ცენტრი  Mix style გისურვებთ სილამაზეს და ჯანმრთელობას!


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?