ზეითუნის ზეთი სილამაზის სამსახურში!

სილამაზე/ჯანმრთელობა

25 დეკემბერი 10:00, 2015 წელი

ზეითუნის ზეთისგან დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები კანს სიმკვრივესა და ელასტიკურობას ანიჭებს, იცავს მას გარეგანი ფაქტორებისგან, აფერხებს უჯრედების დაბერების პროცესს, კვებავს და არბილებს როგორც სახის, ასევე ტანის კანს. აჯანსაღებს თმასა და ფრჩხილებს...


დემაკიაჟი და დატენიანება
ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ, დემაკიაჟისთვის გამოიყენოთ - ის სათუთად გაასუფთავებს კანს, დაატენიანებს და საჭირო ვიტამინებითაც გაამდიდრებს:
საჭირო რაოდენობის ზეითუნის ზეთი შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და სახე კარგად გაიწმინდეთ. თუ მშრალი სახის კანი გაქვთ, ზეთი სახეზე 20-30 წუთით გაიჩერეთ, ცხიმიანი კანის შემთხვევაში კი 5 წუთიც საკმარისია. ზეთის ნარჩენები სახიდან რბილი ხელსახოცით მოიწმინდეთ.


მატონიზებელი ნიღაბი
ზეითუნის ზეთის საშუალებით არაჩვეულებრივი მატონიზებელი ნიღბის მომზადებაც შეგიძლიათ:
თანაბარი რაოდენობის დაფქვილი პიტნა, თაფლი და ზეითუნის ზეთი ერთმანეთში აურიეთ. 
მიღებული მასა 5-10 წუთით მაცივარში მოათავსეთ, შემდეგ სახეზე წაისვით და 15-20 წუთით გაიჩერეთ. ნიღაბი ჯერ ბამბის ტამპონით მოიწმინდეთ, შემდეგ კი სახე გამდინარე ცივი წყლით დაიბანეთ.



თვალის გარშემო ნაოჭების წინააღმდეგ
ზეითუნის ზეთი შესანიშნავად ებრძვის თვალის გარშემო გაჩენილ წვრილ-წვრილ ნაოჭებს:
რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი დაისხით თითის ბალიშზე და თვალის გარშემო ფრთხილად შეიზილეთ.
თუ ამ პროცედურას კვირაში 2-3-ჯერ გაიმეორებთ, სულ რაღაც, 1-1,5 თვეში გასაოცარ შედეგს მიიღებთ. 


 




ზეითუნის ზეთი თმისთვის - გაყოფილი ბოლოების სამკურნალოდ
გაყოფილი ბოლოები - ბევრი ქალისთვის ნაცნობი პრობლემაა, თუმცა ზეითუნის ზეთის საშუალებით შეგიძლიათ, ეს პრობლემა მოკლე ხანში მოაგვაროთ:
შეიზილეთ თმაში საჭირო რაოდენობის ზეითუნის ზეთი (თმის ძირებიდან მთელ სიგრძეზე), თავი ჯერ პოლიეთილენის პარკით კარგად შეიფუთეთ, შემდეგ კი ზემოდან თბილი პირსახოცი შემოიხვიეთ და 20-30 წუთი გაიჩერეთ. ამის შემდეგ მოიხსენით თავიდან პირსახოცი და პარკი, რამდენიმე წუთით თავის კანი თითებით კარგად დაიმასაჟეთ, შემდეგ კი თავი თბილი წყლითა და შამპუნით დაიბანეთ.


 




თმის მკვებავი ნიღაბი
ზეითუნის ზეთისგან დამზადებული შემდეგი ნიღაბი თმას არა მარტო აჯანსაღებს და კვებავს, არამედ ხელს უწყობს მის სწრაფ ზრდას და ხავერდოვან სინაზეს ანიჭებს:
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 1 ს.კ. ძმარი 1 კვერცხთან ერთად კარგად ათქვიფეთ და მიღებული მასა თმაში შეიზილეთ. აღნიშნული ნიღაბი თავზე 5-10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თმა თბილი წყლითა და შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ.




ზეითუნის ზეთი ფრჩხილებისთვის
ზეითუნის ზეთის აბაზანები თქვენს ფრჩხილებს გაამაგრებს, გაათეთრებს და ჯანსაღ იერს მიანიჭებს:
საჭირო რაოდენობის ზეითუნის ზეთი შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე და შემდეგ თბილ ზეთში 10-15 წუთით ფრჩხილები მოათავსეთ. ზეთის ნარჩენებს ნუ ჩამოიბანთ - ის ხელის კანზე მანამ შეიზილეთ, სანამ მთლიანად არ შეიწოვება.


 


ზეითუნის ზეთი ტანისთვის
შეგიძლიათ, აბაზანის მიღების შემდეგ ტანის რძის ნაცვლად ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ. ის კანს ატონიზირებს, ამკვრივებს და ნაზ შესახედაობას ანიჭებს:  
საჭირო რაოდენობის ზეითუნის ზეთს დაამატეთ რამდენიმე წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი და აბაზანის მიღების შემდეგ, ჯერ კიდევ ნამიან ტანზე კარგად შეიზილეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?