იცით თუ არა ყველაფერი ლაზერული ეპილაციის შესახებ?

სილამაზე და ჯანმრთელობა

18 მარტი 12:00, 2016 წელი
4117

ლაზერული ეპილაცია არასასურველი თმის მოცილების უმტკივნეულო და სწრაფი მეთოდია, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა. რამდენად უსაფრთხოა ეს პროცედურა, რა ტიპის ლაზერული აპარატები არსებობს და როდის იკრძალება აღნიშნული მეთოდის გამოყენება?! ამ თემებზე გვესაუბრება ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „შაინის“ ექიმი დერმატოლოგი ნინო ნამიჭეიშვილი.

რა არის ლაზერული ეპილაცია?
ლაზერული ეპილაცია უმტკივნეულო, უსაფრთხო და სწრაფი მეთოდია, რომელიც დღესდღეობით არასასურველი თმის მოცილების ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა და ფართოდაა დანერგილი თანამედროვე კოსმეტოლოგიაში.

ესთეტიკურ მედცენტრ „შაინში“ მოსულ მომხმარებელს, ძირითადად, ორი ტიპის ლაზერულ ეპილაციას ვთავაზობთ: ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაციას Candela-ს ფირმის აპარატით და დიოდურ ეპილაციას.

მოდით, დაწვრილებით ვისაუბროთ ორივე მათგანზე:

1. ამერიკული წარმოების
Candela-ს ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაცია
დავიწყოთ იმით, რომ სამედიცინო და კოსმეტოლოგიურ ბაზარზე არსებულ ტექნოლოგიებს შორის Candela-ს აქვს ყველაზე სანდო სახელი, როგორც უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური ტექნოლოგიების მწარმოებელს. შესაბამისად, ესთეტიკურ მედცენტ „შაინში“ ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაცია სამედიცინო დონის პროცედურაა, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხოებასა და გრძელვადიან შედეგზე. გარდა ამისა, ეს აპარატი, სპეციალური დინამიკური გამაგრილებელი მოწყობილობის დახმარებით, საშუალებას იძლევა, პროცედურა უმტკივნეულოდ, კანის დამწვრობის გარეშე წარიმართოს. აქედან გამომდინარე, პაციენტი მთელი ამ დროის განმავლობაში თავს გრძნობს კომფორტულად და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე.


 


 




ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაციის შედეგიანობა დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე, რომელიც აუცილებლად უნდა განისაზღვროს პროცედურის დაწყებამდე (ალექსანდრიტის ლაზერით მკურნალობას განსაკუთრებით ადვილად ემორჩილებიან უხეში და მუქი თმის მქონე პაციენტები) და რაც მთავარია, მედპერსონალის კვალიფიციურობაზე.
თმა განსაკუთრებით სწრაფად (2-3 პროცედურაში) ქრება იღლიის, ბიკინის, კიდურების, წელის, მუცლისა და მკერდის არეში, სახის არეში კი, დაახლოებით, 5-10 პროცედურას საჭიროებს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ალექსანდრიტის ლაზერი გამოიყენება არა მხოლოდ სხეულიდან ზედმეტი თმების მოსაცილებლად, არამედ ეფექტურია სხვადასხვა ესთეტიკური ნაკლის - სისხლძარღვების, კაპილარების, აკნეს, პიგმენტური ლაქების კორექციისთვის და სამკურნალოდ.
ალექსანდრიტის ლაზერის გაკეთება არ შეიძლება გარუჯულ კანზე - სასურველია პროცედურამდე და პროცედურის დასრულებიდან 10-14 დღის მანძილზე პაციენტი მოერიდოს სოლარიუმსა და მზის სხივებს.
გახსოვდეთ პროცედურის დროს თმა არ იპარსება.

2. დიოდური ეპილაცია
დიოდის ლაზერული ეპილაციისას არასასურველი თმის მოსაშორებლად და ზრდის შენელებისთვის გამოიყენება მონოქრომატული სინათლე. ამ სხივის ენერგია შთაინთქმება თმის ღერის მიერ, ხოლო ფოლიკულში ჩაღწევისას, ფოლიკულის სტრუქტურა ირღვევა და რამდენიმე ხნის შემდეგ თმა ცვივა.  გასათვალისწინებელია, რომ ლაზერის ზემოქმედება ვრცელდება მხოლოდ აქტიურ, მზარდი თმის ღერის ფოლიკულებზე, ხოლო ლაზერის სხივისთვის უხილავი - მიძინებული ფოლიკულები ბოლომდე არ ირღვევა. დროის რაღაც მონაკვეთში ისინი იღვიძებს და ზრდას იწყებს. აქედან გამომდინარე, პროცედურის შემდგომ აქტიურ ფაზაში მყოფი თმები იწყებს ცვენას 2 კვირის განმავლობაში, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა, პირველი 3 პროცედურის შემდგომ თმა არ დასცვივდეს და არც რაოდენობაში შემცირდეს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მკურნალობის პროცესი უშედეგოა - მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდება თვეების განმავლობაში (პროცედურებს შორის ინტერვალია 21დღიდან (საწყის ეტაპზე) 1თვემდე). რაც შეეხება დიოდური ეპილაციის სავარაუდო შედეგებს - პირველი 3 პროცედურის შემდეგ თმა მცირდება 25%-მდე, 4-5-ე პროცედურაზე თმა მცირდება 75%-მდე, ხოლო სრული ეფექტი (85-95% თმის შემცირება) მიიღწევა, დაახლოებით, 6-8 პროცედურაზე.


დიოდური ეპილაცია ეფექტურია ღია ფერის თმაზე (სხვა ლაზერული ეპილაციებისგან განსხვავებით) და შეგიძლიათ, გარუჯულ კანზეც გაიკეთოთ.
გახსოვდეთ პროცედურა გაპარსულ კანზე კეთდება.


რომელი მეთოდია უფრო ეფექტური?
ზემოჩამოთვლილი ორი მეთოდიდან რომელი მეთოდი უფრო ეფექტური აღმოჩნდება თქვენს შემთხვევაში, ამის გარკვევა მხოლოდ კვალიფიციურ კოსმეტოლოგის ან დერმატოლოგს შეუძლია. მთავარია, არ დაირღვეს რეჟიმი და სეანსებს შორის ინტერვალი, გამოირიცხოს ჰორმონალური დარღვევები (ჰორმონალური დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პარალელურად უნდა ჩატარდეს მკურნალობა) და ა.შ. თუმცა, თმის მოცილების სხვა ლაზერულ საშუალებებთან შედარებით, Candela-ს წარმოების ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაციისას შედეგი უფრო სწრაფად მიიღწევა.

რა ასაკიდან შეიძლება ლაზერული ეპილაციის გაკეთება?
მიუხედავად იმისა, რომ ლაზერული ეპილაცია უსაფრთხოა და ჯანმრთელობისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, მისი გაკეთება 18 წლამდე არ არის რეკომენდებული.


როდის არ შეიძლება ლაზერული ეპილაციის გაკეთება?
ლაზერული ეპილაციის გაკეთება არ შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.