სამი ნაბიჯი კანის ბუნებრივი სილამაზისთვის!

სილამაზე/ჯანმრთელობა

20 ოქტომბერი 14:15, 2016 წელი

გსურთ, ლამაზი და ჯანმრთელი კანი გქონდეთ?! ეს ისევე მარტივია, როგორც სამამდე დათვლა: ერთი - გაწმენდა; ორი - დატენიანება; სამი - კვება!

მაშ ასე, ერთი! კანის ღრმა და დელიკატური გაწმენდა!
კანის ზედაპირზე დაგროვილი მკვდარი უჯრედები ახშობს  ფორებს, ხელს უშლის კანს სუნთქვაში და აფერხებს გარედან სასარგებლო ნივთიერებებისა და წყლის შეწოვას. უფრო მეტიც, ხელს უშლის ახალი უჯრედების გამრავლებას, რაც კანზე მეტი მკვდარი უჯრედის დაგროვებას და წყლის, ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების დეფიციტს განაპირობებს. 


აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, კანიდან ყოველდღიურად ჩამოიბანოთ ყველა დამაბინძურებელი, რომელიც მასზე დღის მანძილზე დაილექა, აგრეთვე, მკვდარი უჯრედები, რომლებიც კანს სუნთქვასა და საკვები ნივთიერებების შეწოვაში უშლის ხელს.
ბევრი ფიქრობს, რომ საპნით დაბანა სახის კანს ვნებს, მაგრამ ეს სინამდვილეს ყოველთვის არ შეესაბამება...
ადამიანი ოდითგანვე ხმარობდა საპონს, როგორც ერთადერთ ჰიგიენურ საშუალებას. საპონი მხოლოდ ნატურალურ საშუალებებზე მზადდებოდა, მისი დამზადების ტექნოლოგია საიდუმლოდ ინახებოდა და ამის გამო მას ლამის ოქროს ფასი ჰქონდა.
სამწუხაროდ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა, ბუნებრივი ცხიმების დეფიციტი გაჩნდა და საპნის დასამზადებლად ქიმიური ნივთიერებების გამოყენება დაიწყეს.
ქიმიურ საშუალებებზე დამზადებულ საპონს ბევრი პლუსი აქვს - ბუნებრივზე სწრაფად და ეფექტურად აცილებს ცხიმს, გაცილებით იაფი ჯდება და რაც მთავარია, დიდხანს ინახება.
თუმცა თავიდანვე გამოიკვეთა მისი კიდევ ერთი თვისება -  ქიმიური საპონი კანს აშრობს და აღიზიანებს. აქედან გამომდინარე, შეიქმნა სტერეოტიპი, რომ საპნით სახის დაბანა არ შეიძლება...

არადა ეს შეზღუდვა მხოლოდ ქიმიურ საპნებზე ვრცელდება, ბუნებრივი საშუალებებისგან დამზადებული საპონი კი პირიქით - კვებავს და ატენიანებს კანს.
„ნატურალე“ გთავაზობთ 100%-ით ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული საპნების სერიას. თქვენ შეგიძლიათ, საპონი თქვენი კანის ტიპისა და მისი პრობლემის გათვალისწინებით შეარჩიოთ:


 


შოკოლადის საპონი „რძე და შოკოლადი“ - მშრალი კანისთვის


კანს ორი მტერი ჰყავს - ცხიმისა და წყლის დეფიციტი, რის შედეგადაც გამომშრალ, გაღიზიანებულ, დაჭიმულ და აქერცლილ კანს ვიღებთ.
და რა შუაშია რძე და შოკოლადი?
ყველაფერი ძალიან მარტივია: შოკოლადის მთავარი კომპონენტია კაკაოს ცხიმი, რომლის ათას ერთი სასარგებლო თვისებიდან კანს განსაკუთრებით მოსწონს უნარი, აღადგინოს კანის ზედაპირული შრეები, დაიცვას კანი გამოშრობისგან და გარემოს მავნე ზეგავლენისგან, დაატენიანოს და კვებოს.
ნუშის ზეთი და ნუშის რძე, ვიტამინების მაღალი შემცველობის გამო, დამატებით კვებავს და ატენიანებს კანს, იცავს მას გამოშრობისა და გარემოს აგრესიული მოქმედებისგან.
„ნატურალეს“ ნატურალური შოკოლადის საპონი შეიცავს კაკაოს ცხიმს, ნუშის ზეთს, ნუშის რძესა და შავ შოკოლადს.




სოჭის საპონი „წიწვოვანი ტყე“ - ცხიმიანი კანისთვის


საპონი „წიწვოვანი ტყე“ მზადდება ყურძნის წიპწის, ბრინჯის ღივის და ავოკადოს ზეთებით და ემატება სოჭის ეთერზეთი. ეს ზეთები არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, ხელს უწყობს ფორების შევიწროებას, ამშვიდებს კანს და იცავს მას გარემოს მავნე გავლენისგან. და ყველაზე მნიშვნელოვანი - ცხიმიანი კანის მოვლის ნებისმიერი საშუალებისგან განსხვავებით, სოჭის საპონი კი არ აუწყლოვანებს კანს, არამედ ატენიანებს მას, რაც ისევე მნიშვნელოვანია ცხიმიანი კანისთვის, როგორც მშრალი კანისთვის. სოჭის ბუნებრივი საპონი იდეალურად ასუფთავებს ცხიმიან და კომბინირებულ კანს, ხელს უშლის ცხიმის ჭარბ გამოყოფას,  გლუვსა და ელასტიკურს გახდის კანის ზედაპირს.


 


ლავანდის საპონი „მთის ლავანდა“ - ნორმალური კანისთვის


ლავანდის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და რომში იყო ცნობილი. რომაელები ლავანდას ამატებდნენ აბაზანაში არა მარტო დამამშვიდებელი არომატისთვის, არამედ როგორც ჰიგიენურ და ანტისეპტიკურ საშუალებას. სწორედ სასიამოვნო არომატისა და სამკურნალო თვისებების გამო დაიწყეს ფრანგებმა ამ მცენარის გამოყენება სუნამოებსა და საპონში.
„ნატურალეს“ საპონი „მთის ლავანდა“ მზადდება მხოლოდ ბუნებრივი კოსმეტიკური ზეთებით და ემატება 100%-ით ნატურალური ლავანდის ეთერზეთი. ლავანდის საპონი ასევე შეიცავს: ქოქოსის ცხიმს, ზეითუნის ზეთს, პალმის ცხიმს, ბრინჯის ჩანასახის ზეთს, შის კარაქს, ნუშის ზეთს, ავოკადოს ზეთს.
ეს საპონი არბილებს და ატენიანებს კანს, ამშვიდებს, იცავს გარემოს მავნე ზეგავლენისგან. რეკომენდებულია მშრალი და ნორმალური კანისთვის. 


აღსანიშნავია, რომ შის კარაქს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ულტრაიისფერი ფილტრის ძლიერი ეფექტი. არბილებს კანს, იცავს გარემოს მავნე ზეგავლენისგან. იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის.
ავოკადოს ზეთი - ატენიანებს, კვებავს და არბილებს კანს, აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, აღადგენს კანის ელასტიკურობას, ებრძვის ცელულიტს.
ლავანდის ზეთი კი ხელს უშლის კანზე ბაქტერიების გამრავლებას, ხსნის კანის გაღიზიანებას და იდეალურია კანის ანთებითი გამონაყარის და კანის დაზიანების სამკურნალოდ.




აბრეშუმის საპონი „აბრეშუმის შეხება“ - ხანდაზმული კანისთვის


აბრეშუმის საპონი ყველაზე მდიდრული და დახვეწილია. ის გლუვია, ნაზი და დაბანის დროს თითქოს აბრეშუმის შეხებას გრძნობთ. აბრეშუმის საპნის ეს დელიკატური თვისება მასში შემავალი აბრეშუმის პროტეინის დამსახურებაა - ის საპონს დამატენიანებელ, დამარბილებელ, მაკონდეცირებელ თვისებებს  ანიჭებს და კანი გლუვი და აბრეშუმივით რბილი ხდება. 
„ნატურალეს“ საპონი „აბრეშუმის შეხება“ დამატებით შეიცავს ჟოჟობას ზეთს, რომელიც აძლიერებს დამატენიანებელ და დამარბილებელ ეფექტს; ძლიერი ანტიოქსიდანტია, აქვს გამაახალგაზრდავებელი მოქმედება. იცავს კანს გარემოს მავნე ზეგავლენისგან.
ვარდის ეთერზეთი კი, რომელიც ასევე ემატება აბრეშუმის საპონს, ძლიერი ანტიდეპრესანტია, ხსნის გადაღლილობისა და სტრესის სიმპტომებს.
თუ თქვენ ერთხელ მაინც ისარგებლებთ აბრეშუმის ბუნებრივი საპნით, არასოდეს დაგავიწყდებათ მისი აბრეშუმივით ნაზი შეხება.


 


სახის კანის დასუფთავების კიდევ ერთი ეტაპია პილინგი...
პილინგის სიხშირე ასაკსა და კანის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, ახალგაზრდა კანს რეგენერაციის სწრაფი უნარი აქვს, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად უჯრედების სასიცოცხლო ციკლი და, შესაბამისად, მკვდარი უჯრედების მოცილების ხარისხიც მცირდება. ამიტომ პილინგის სიხშირე ასაკთან ერთად იმატებს: 30 წლამდე კანს პილინგი კვირაში ერთხელ სჭირდება, 30 წლის ზემოთ - კვირაში 2-ჯერ, ხოლო 40 წლის ზემოთ - კვირაში 3-ჯერ.


„ნატურალე“ გთავაზობთ სკრაბების სერიას, რომლებიც შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ კოსმეტიკურ ზეთებს და ბუნებრივ დანამატებს.
სახის სკრაბი მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის: შეიცავს არარაფინირებული ქოქოსის, გარგრისა და ბრინჯის ღივის ზეთებს, თეთრ თიხას, გარგრის კურკის ფქვილს. ის დელიკატურად ასუფთავებს კანს, აცილებს მკვდარ უჯრედებს, ამცირებს აქერცვლას, ატენიანებს და კვებავს.
სახის სკრაბი ცხიმიანი კანისთვის: შეიცავს ქოქოსის, ყურძნის წიპწის, ნუშის ზეთს, ცისფერ თიხას და გარგრის კურკის ფქვილს. სკრაბი ღრმად ასუფთავებს კანის ფორებს, აცილებს შავ წერტილებს და აღადგენს კანის ცხიმოვან ბალანსს. 



სახის კანის მოვლის შემდეგი ნაბიჯი - დატენიანება და კვება!


დატენიანება, ისევე როგორც ყოველდღიური გაწმენდა, კანს ნებისმიერ ასაკში სჭირდება, თუმცა აქტიური მზის, არასახარბიელო ეკოლოგიის, კონდიციონერითა და გამათბობლით გამომშრალი ჰაერის პირობებში კანის დატენიანების პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგება.
ბუნებრივი კოსმეტიკური ზეთები, რომლებიც შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების, აქტიური დანამატებისა და ვიტამინების კოქტეილს წარმოადგენს, იდეალურად ატენიანებს და კვებავს კანს.
„ნატურალე“ გთავაზობთ დამატენიანებელ და მკვებავ კრემებს სხვადასხვა ტიპის კანისთვის. აღნიშნულ კრემებში კოსმეტიკური ზეთების კომბინირება კანის ტიპის და ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით ხდება, ამას ემატება ვიტამინები, ეთერზეთები და აქტიური დანამატები, რომლებიც მართლაც იდეალურად ატენიანებს და კვებავს კანს.

დაბოლოს...
ნუ ეცდებით გამოიგონოთ ველოსიპედი! არც უახლეს ტექნოლოგიებში ეძებოთ სასწაულმოქმედი ქიმიური პანაცეა!
ყველაფერი გაცილებით მარტივია - 100%-ით ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული „ნატურალეს“ კოსმეტიკური საშუალებებით თქვენი კანი დიდხანს შეინარჩუნებს ბუნებრივ მშვენიერებას!
ისარგებლეთ „ნატურალეს“ კანის მოვლის ბუნებრივი საშუალებებით და იგრძენით განსხვავება პირველივე გამოყენებიდან! 


დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 555 505199 ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს. 

დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

რატომ არ თვრებიან დაზვერვის აგენტები? - სპეცსამსახურების დიდი საიდუმლო, რომელზეც ლეგენდები დადის

სპეცსამსახურის თანამშრომლისთვის ჩვეული ვითარებაა, როცა სუფრასთან სასმელის დალევა უწევს და ამასთანავე, რა თქმა უნდა, ფხიზლად უნდა დარჩეს. თურმე, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებიც, როგორც ამბობენ, სპეცსამსახურების გატესტილი და შემუშავებულია.
საკნატუნო ამბები

ჩვენი პლანეტა ფოტოშოპის გარეშეც მშვენიერია

ინტერნეტში მილიონობით ფოტოს აღმოაჩენთ, რომელიც საგულდაგულოდ დამუშავებული და გაუმჯობესებულია, მაგრამ გარწმუნებთ, დედამიწის პეიზაჟები ყოველგვარი დამუშავების გარეშეც ულამაზესია...
საკნატუნო ამბები

რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?

მოძრაობის წესების საგამოცდო ბილეთებსა და სახელმძღვანელოებში ყველა ნიუანსი აღწერილი არ არის და მათ საჭიროებას პრაქტიკა გვკარნახობს. მძღოლებო და მგზავრებო, თქვენ იცით, რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?
იცით თუ არა...

უცნაური ამბავი, როგორ იქცა ღარიბი სოფლის ყველა მცხოვრები ერთ დღეში მილიონერად

ერთ ღარიბ ესპანურ სოფელში მცხოვრები ფერნანდესების მრავალშვილიან ოჯახში ბიჭი დაიბადა, სახელად ანტონიო. მშობლებს იმდენად უჭირდათ, რომ ბიჭუნამ სკოლის დამთავრება ვერ შეძლო, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა...
თემატური ჰოროსკოპი

რომელია თქვენი ზოდიაქოს თილისმა-მცენარე?

როცა თილისმებზეა საუბარი, ყველა რატომღაც ქვებზე იწყებს ფიქრს, მაგრამ დაცვა მცენარესაც შეუძლია - ზოგი მათგანი ადამიანის გვერდით ყვავის და სურნელს აფრქვევს, ზოგიც ხმება. ჩვენ გიკარნახებთ თქვენი მფარველი მცენარეების სახელებს.
FUN-ტესტი

აირჩიეთ სამკაული და გაიგეთ, რა არის თქვენი ქალური ძალა

იცით, რომ საყვარელ სამკაულს თქვენი პიროვნების შესახებ ბევრი რამეს მოყოლა შეუძლია? 
თავსატეხი

რაც უფრო სწრაფად იპოვით ღია ბოქლომს, მით მაღალია თქვენი IQ

გთავაზობთ ამოცანას ყურადღების სიმარჯვეზე! თანაც - მხედველობასაც გაივარჯიშებთ. კარგად დააკვირდით ნახატს და შეეცადეთ, ღია ბოქლომი აღმოაჩინოთ.
საკნატუნო ამბები

როგორ შევუხამოთ სამოსი დაბალყელიან ჩექმას? (10 ფოტო)

უკვე მერამდენე წელია, დაბალყელიანი ჩექმები საკმაოდ მოდურია და აქტუალობას არ კარგავს, თუმცა მისი შეხამება ტანსაცმელთან არცთუ ისე მარტივია.
საკნატუნო ამბები

ქალის სურნელი, ვნება, სიყვარული ერთ კადრში (15 ფოტო)

ფოტოგრაფ ალისა ვერნერის ნამუშევრები ქალის სილამაზით არის შთაგონებული, მისი საყვარელი ჟანრი კი ეროტიკაა...
საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ზეპირი ანკეტა

შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.