იდეალური წვერი ZZ top-თან ერთად!

სილამაზე/ჯანმრთელობა

3 ნოემბერი 13:30, 2016 წელი

წვერი მამაკაცის ერთ-ერთი ყველაზე მოდური აქსესუარია, რომელიც მას განსაკუთრებულ შარმსა და მამაკაცურობას ანიჭებს. თუმცა მოუვლელი, უფორმო და უსიცოცხლო წვერი სიამაყის საგანს არ წარმოადგენს. საბედნიეროდ, მოვლილი წვერი არც ისე ძნელი მისაღწევია, როგორც თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, „ნატურალე“ გთავაზობთ წვერის მოვლის საშუალებებს - ZZ top, რომელიც თქვენი წვერის სილამაზესა და ჯანმრთელობაზე იზრუნებს.

ნატურალე და ZZ top-ის წვერის მოვლის ხაზი გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ მოუშვათ ლამაზი წვერი: 


1. იზრუნეთ წვერის სისუფთავეზე
- წვერის მოშვების პირველ ეტაპზე შეიძლება იგრძნოთ კანის გაღიზიანება და დისკომფორტი. კანის უჯრედების განახლების გამო, მკვდარი ზედაპირული უჯრედები იქერცლება, უხეში წვერი ხელს უშლის მის მოცილებას და ჩნდება ქავილის შეგრძნება. მაგრამ, თუ თქვენ ყოველდღიურად ისარგებლებთ ZZ top-ის ბუნებრივი საპნით, ეს პრობლემები აღარ შეგაწუხებთ, რადგან 100%-ით ბუნებრივ საშუალებებზე დამზადებული საპონი დელიკატურად გაასუფთავებს და დაარბილებს წვერს, ჩამორეცხს მკვდარ უჯრედებს და დაამშვიდებს კანს. 


ZZ top-ი გთავაზობთ ორი სახის საპონს: მშრალი,ნორმალური და ცხიმიანი კანისათვის.  საპონი შედგება ქოქოსის, აბუსალათინის, ბირკავას, ნუშის, ბრინჯის ღივის, ყურძნის წიპწის ზეთებს, კაკაოს ცხიმის, მუქ ლუდს, აბრეშუმის პროტეინს, გრეიფრუტის/როზმარინის/მიროლას/ხარისვარდას ეთერზეთებს.

2. დაატენიანეთ წვერი - თუ გსურთ, რომ წვერი სუფთად, ჯანმრთელად და მოვლილად გამოიყურებოდეს, ის უნდა დაატენიანოთ. ZZ top-ის დამატენიანებელ ზეთში შემავალი ძვირფასი კომპონენტები იდეალურად ატენიანებს და კვებავს წვერს ძირებიდან ბოლომდე, ანიჭებს სირბილესა და ბზინვარებას, შესაბამისად, ამ ზეთის გამოყენების შემდეგ, წვერი გაცილებით რბილი და დამყოლი ხდება. ZZ top-ის დამატენიანებელი ზეთი კანსაც ატენიანებს და რაც მთავარია, ძვირფასი პარფიუმის სურნელი (ციტრუსოვან - წიწვოვანი ან ორიენტალ-ეგზოტიკური) აქვს. ზეთის გამოყენება ადვილი და მოხერხებულია - პიპეტიანი ფლაკონი გეხმარებათ, განსაზღვროთ ზეთის რაოდენობა. საკმარისია, სულ რამდენიმე წვეთი ზეთი დაიტანოთ წვერზე, შეიზილოთ მის მთელ სიგრძეზე და ჩამოივარცხნოთ. ზეთი ადვილად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან ბზინვარებას.


ZZ top-ის დამატენიანებელი ზეთის შემადგენლობა: ჟოჟობას, მაკადამის, ყურძნის წიპწის, ბრინჯისა და ხორბლის ღივის, არგანის, ბირკავასა და ნუშის ზეთები, მელისას/ბერგამოტის/ღივის ეთერზეთი, ვიტ. A და E.


3. მიეცით
წვერს ლამაზი ფორმა - მაშინაც კი, თუ თქვენს წვერს პროფესიონალურ სალონში აძლევთ ულამაზეს ფორმას, ამ ფორმის შესანარჩუნებლად აუცილებელია სპეციალური ბალზამის გამოყენება. ZZ top-ის ბალზამის დახმარებით უმჯობესდება წვერის სტრუქტურა, წვერი უფრო დამყოლი ხდება და იოლდება მისთვის ფორმის მიცემა. შესაბამისად, წვერზე ბალზამის დატანის შემდეგ, მთელი დღე აღარ მოგიწევთ ფიქრი მის ფორმასა და მდგომარეობაზე. ამას გარდა, ბალზამი იცავს წვერს გარემოს მავნე ზეგავლენისგან, როგორიცაა ქარი, სიცივე, ულტრაიისფერი გამოსხივება, მზის სხივები და სხვა. მცირე რაოდენობით ZZ top-ის ბალზამი უკვე დატენიანებულ წვერში უნდა შეიზილოთ, გაანაწილოთ მთელ ზედაპირზე და ხელით მისცეთ წვერს თქვენთვის სასურველი ფორმა. 


ZZ top-ის ბალზამის შემადგენლობა: ქოქოსისა და შის ცხიმი, ფუტკრის ცვილი, არგანის, ხორბლის ღივის, ნუშის, ყურძნის წიპწის, ავოკადოს ზეთები, სოჭის/მირას/სანდალის ეთერზეთი.

მაშ ასე, გსურთ იდეალური ფორმის, მოვლილი და ლამაზი წვერი?
ისარგებლეთ ბუნებრივ კოსმეტიკურ ზეთებზე დამზადებული ZZ top-ის წვერის მოვლის საშუალებებით და 2 კვირაში შეძლებთ, ლამაზი და მოვლილი წვერით იამაყოთ!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?