დიოდური ლაზერული ეპილაცია - ჭარბთმიანობასთან ბრძოლის ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი მეთოდი

სილამაზე/ჯანმრთელობა

8 დეკემბერი 22:00, 2016 წელი

ლაზერული ეპილაცია ჭარბთმიანობასთან ბრძოლის უმტკივნეულო, უსაფრთხო და სწრაფი მეთოდია, რომელზეც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებული მოთხოვნაა. თუმცა ვიდრე ამ პროცედურას ჩავიტარებთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ რა ტიპის ლაზერული აპარატები არსებობს, რომელია უფრო ეფექტური და რა შემთხვევაში, რა ასაკიდან შეიძლება ლაზერული ეპილაციის ჩატარება ან როდის არ არის რეკომენდებული?! 


ამ თემებზე კლინიკა „ელიტის“ ექიმი - ლაზეროთერაპევტი მაკა იობიძე გვესაუბრება.

რა იწვევს ჭარბთმიანობას?
ჭარბთმიანობა უმეტესად მხოლოდ კოსმეტიკური და ფსიქოლოგიური პრობლემაა, მაგრამ არსებობს ისეთი მდგომარეობებიც, როცა მძიმე ჰორმონულ დარღვევასთან გვაქვს საქმე.
ჭარბთმიანობის გამომწვევი მიზეზებია:


გენეტიკური ფაქტორი;
ჰორმონული ბალანსის დარღვევა;
ორსულობა;
სტრესი;
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები;
ზოგიერთი მედიკამენტის მიღება
(ანაბოლური სტეროიდები, დანაზოლი, ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები პროგესტერონის მაღალი შემცველობით);
თმიანობის ოჯახური ხასიათი
(რაც ხშირია ხმელთაშუა ზღვისპირეთში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში) და სხვ.

სანამ ლაზერული ეპილაციის პროცედურას ჩაიტარებენ, პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ ჭარბთმიანობა, აუცილებლად უნდა მიმართონ შესაბამის სპეციალისტს სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად, რათა დადგინდეს ჭარბთმიანობის მიზეზი და, ეპილაციის პარალელურად, დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.


რა არის ლაზერული ეპილაცია და რა ტიპის ლაზერული აპარატები არსებობს?
ლაზერული ეპილაცია უმტკივნეულო, უსაფრთხო და სწრაფი მეთოდია, რომელიც დღესდღეობით არასასურველი თმის მოცილების ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა.
ლაზერული ეპილაციის ტიპებია:
Ruby რუბი ლაზერი;
ნეოდიუმის ლაზერი;
ალექსანდრიტის ლაზერი;
დიოდის ლაზერი.

ჩამოთვლილთაგან ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურებია ალექსანდრიტის ლაზერი (ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლაზერული ეპილაციის მეთოდია, რომლის ტალღის სიგრძეა 755 ნმ.) და დიოდის ლაზერი (რომელიც ეპილაციის მეთოდებს შორის ამ ეტაპზე მოწინავე პოზიციაზეა, მისი ტალღის სიგრძეა 810 ნმ.).

დიოდური ლაზერის უპირატესობები
დიოდის ლაზერული ეპილაციისას არასასურველი თმის მოსაშორებლად და ზრდის შენელებისთვის გამოიყენება მონოქრომატული სინათლე.
ამ სხივის ენერგია შთაინთქმება თმის ღერის მიერ, ხოლო ფოლიკულში ჩაღწევისას, ფოლიკულის სტრუქტურა ირღვევა და რამდენიმე ხნის შემდეგ თმა ცვივა.
გასათვალისწინებელია, რომ ლაზერის ზემოქმედება ვრცელდება მხოლოდ აქტიურ, მზარდი თმის ღერის ფოლიკულებზე, ხოლო ლაზერის სხივისთვის უხილავი - მიძინებული ფოლიკულები ბოლომდე არ ირღვევა. დროის რაღაც მონაკვეთში ისინი იღვიძებს და ზრდას იწყებს.
აქედან გამომდინარე, პროცედურის შემდგომ აქტიურ ფაზაში მყოფი თმები იწყებს ცვენას 2 კვირის განმავლობაში, თუმცა პირველი 3 პროცედურის შემდეგ შესაძლოა, თმა სრულად არ დაცვივდეს, რაც იმას არ ნიშნავს იმას, რომ მკურნალობის პროცესი უშედეგოა.
სრული შედეგის მისაღწევად საჭიროა ეპილაციის სრული კურსის ჩატარება - პროცედურებს შორის ინტერვალია 21 დღე (საწყის ეტაპზე).
ხოლო რაც შეეხება დიოდური ეპილაციის სავარაუდო შედეგებს - პირველი 3 პროცედურის შემდეგ თმა მცირდება 25 - 35%-მდე, მე-4, მე-5 პროცედურაზე თმა მცირდება 75%-მდე, ხოლო სრული ეფექტი, დაახლოებით, მე-6, მე-8 პროცედურაზე მიიღწევა.

რა ასაკიდან შეიძლება ლაზერული ეპილაციის გაკეთება?
მიუხედავად იმისა, რომ ლაზერული ეპილაცია უსაფრთხოა და ჯანმრთელობისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, მისი გაკეთება რეკომენდებულია მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ .


როდის არ შეიძლება ლაზერული ეპილაციის გაკეთება?
ლაზერული ეპილაციის გაკეთება არ შეიძლება მენსტრუაციული ციკლის დროს, კანის დაავადებების დროს, ორსულობისა და ლაქტაციის დროს.


განგვიმარტეთ დაწვრილებით, რუჯისა და ეპილაციის არასასურველი თანხვედრა ერთმანეთთან?
რუჯი ხელს არ უშლის დიოდურ ლაზერულ ეპილაციას. დიოდური ეპილაცია კეთდება როგორც ღია და მუქი შეფერილობის კანზე, ასევე გარუჯულ კანზეც. სასურველია რუჯი არ გვქონდეს მიღებული ეპილაციის პროცედურამდე ორი, სამი დღით ადრე, ხოლო რუჯის მისაღებად გავეშუროთ ეპილაციიდან ორი, სამი დღის შემდეგ.


როგორ მოვემზადოთ ეპილაციისთვის?
დიოდური ლაზერული ეპილაცია კეთდება გაპარსულ კანზე, თმა მაქსიმალურად უნდა იყოს დადაბლებული, რათა სხივმა შეაღწიოს ფოლეკულამდე და სწორად წარიმართოს პროცედურის მსვლელობა. მხოლოდ ასე მიიღწევა სასურველი შედეგი.



რა ტიპის ლაზერული ეპილაცია ტარდება კლინიკა „ელიტში“?

კლინიკა „ელიტი“ პაციენტებს სთავაზობს, უახლესი 2016 წლის Lumier Millenium- ის დიოდურ ლაზერულ აპარატს, რომელიც არის:
სრულიად უმტკივნეულოა!
ყველაზე სწრაფი!
გარანტირებული შედეგით - იგი 100%-ით აქრობს თმას!


წინასაახალწლოდ,  კლინიკა „ელიტი“ გთავაზობთ გრანდიოზულ 75% ფასდაკლებას დიდოურ ეპილაციაზე.


კლინიკაელიტი
მაღალკვალიფიციური გუნდი!
თანამედროვე ტექნოლოგიები!
გარანტირებული სტერილიზაცია!


ტელ: +995 322 77 22 02
დაგვიმეგობრდით Facebook-ზე -  Clinic Elite / კლინიკაელიტი


 


 


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?