ლუი დე ფიუნესის საიდუმლო რომანი და მიზეზი, რომელმაც სიყვარული დაათმობინა

სიყვარულის ისტორიები

17 დეკემბერი 12:00, 2016 წელი

მსოფლიოს უდიდესი კომიკოსი, რომლის დანახვაზე სიცილის შეკავება შეუძლებელია - ასე დაამახსოვრა ლუი დე ფიუნესმა თავი სამყაროს. მსახიობობა რომ არა, ლუი დე ფიუნესი ცნობილი ჯაზის პიანისტი იქნებოდა.

ვისაც მისთვის ერთხელ მაინც მოუსმენია, ამბობდა, რომ ის ნამდვილი ვირტუოზივით უკრავდა და დაკვრის დროს, სახის მიმიკა და გამომეტყველება გასაოცრად ეცვლებოდა.

ომის წლებში ლუი პარიზის ერთ-ერთ კაბარეში უკრავდა, სადაც გი დე მოპასანის შვილიშვილი ჟანა ბართელემი გაიცნო.
ის ფორტეპიანოზე ღმერთივით უკრავდა, - ასე იხსენებდა ჟანა მათი შეხვედრის პირველ დღეს.
ძალიან მალე ახალგაზრდები უერთმანეთოდ ვეღარ ძლებდნენ,
ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ამ დროს ლუი ცოლთან ოფიციალურად გაყრილი არ გახლდათ. მართალია, ცოლმა დიდი ხნის წინ მიატოვა და სხვა მამაკაცთან ცხოვრება არჩია, მაგრამ მათ საერთო შვილი, დანიელი ჰყავდათ. ცოლი განქორწინებას ერთადერთი პირობით დასთანხმდა: ლუის შვილთან კონტაქტი სამუდამოდ უნდა გაეწყვიტა და აღარასოდეს ენახა.
ხანგრძლივი ფიქრისა და უძილო ღამეების შემდეგ, კომიკოსი ცოლის ულტიმატუმს დასთანხმდა.. სწორედ ამის გამო მსახიობის უზარმაზარ ბიოგრაფიაში უფროსი შვილის შესახებ თითქმის არაფერია ნათქვამი. კომიკოსის ახლობლები კი ამბობენ, რომ მაშინ ლუი დე ფიუნესის გულმა პირველი სერიოზული დარტყმა მიიღო.


წინასგან განსხვავებით, ახალი ცოლი ერთგული, მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი აღმოჩნდა. მასთან კომიკოსმა ცხოვრების ოთხი ათწლეული გაატარა. ჟანა ქმარს პროფესიულ საქმიანობაში ეხმარებოდა და საყოფაცხოვრებო პრობლემებს თავიდან აცილებდა. სწორედ ცოლმა შეურჩია კომიკოსს მუდმივი კინოპარტნიორი - კლოდ ჟანსაკი.

ყველაფერი მშვენივრად იყო, სანამ 1970 წელს ლუი დე ფიუნესმა მაშა ბერანჟე არ გაიცნო. ქერა მზეთუნახავმა კომიკოსის მოხიბვლა შეძლო და მათ შორის მგზნებარე რომანიც გაჩაღდა, მაგრამ ამის იქით საქმე აღარ წასულა.  
ბოლოს და ბოლოს, ქმრის სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ ლუის ცოლმაც შეიტყო. ჟანა, როგორც ერთგული და მორჩილი ცოლი, მოვლენების ამგვარ განვითარებას თითქმის შეგუებული იყო, მაგრამ ლუის, როგორც მორწმუნე კათოლიკეს, ცოლთან და შვილებთან დაშორება არც სურდა და არც შეეძლო. მსახიობისთვის ოჯახი და შვილები ცხოვრების აზრს წარმოადგენდნენ, ამიტომ  დიდხანს არ უფიქრია, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიეღო.
2009 წელს მაშა ბერანჟე გარდაიცვალა და კომიკოსთან საიდუმლო რომანის ყველა დეტალი საფლავში წაიღო.
1964 წლიდან, „სენ ტროპელი „ჟანდარმის“, „ფანტომასის“ და „დიდი გასეირნების“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ფიუნესი საფრანგეთის ყველაზე ძვირად ღირებულ მსახიობად იქცა, არადა „ფანტომასში“ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა.  
ფილმის რეჟისორს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კომისარი ჟიუვეს როლი ბურვილს უნდა ეთამაშა, რომელსაც უკვე ნათამაშები ჰქონდა ჟან მარესთან ერთად ორ ფილმში, მაგრამ რატომღაც ბურვილმა „ფანტომასში“ თამაშზე უარი განაცხადა.
რეჟისორი იძულებული იყო, როლზე ლუი დე ფიუნესი მიეწვია, რომელსაც მანამდე კინოში მხოლოდ მცირე როლებს აძლევდნენ. შედეგი მოლოდინზე აღმატებული გამოდგა.
ჟან მარე, რომელიც ერთდროულად ჟურნალისტ ფანდორსა და ფანტომასს თამაშობდა, სამართლიანად მიიჩნევდა, რომ კომისარი გაცილებით კაშკაშა პერსონაჟი იყო, ვიდრე მისი გმირი.
შესაბამისად, თუ პირველ სერიაში მარე ფიუნესზე თითქმის ორჯერ მეტ ჰონორარს იღებდა, ტრილოგიის მესამე ფილმში - „ფანტომასი სკოტლანდ-იარდის წინააღმდეგ“ - ვითარება საპირისპიროდ შეიცვალა.
მალე გადაწყდა, რომ „ფანტომასის“ მეოთხე ფილმს აღარ გადაიღებდნენ - ჟან მარე უკვე 54 წლის იყო, უჭირდა ტრიუკების შესრულება, მობეზრდა ფანტომასის რეზინის ნიღბის ტარება და ზოგადად, კინოში გადაღება.
ლუი დე ფიუნესი კი თავის პროფესიაში თავგანწირული იყო. 1957 წლის 25 ოქტომბერს მას დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს, მაგრამ მაყურებლის პატივისცემის გამო, სპექტაკლი არ შეცვალა და სცენაზე გამოვიდა.
„ფანტომასის“ გადაღებებზე, მსახიობს საათობით უწევდა ჰაერში ხელებზე დაკიდებული ყოფნა, რის შედეგადაც მხრის მყესები დაეჭიმა და რამდენიმეწლიანი მკურნალობა დასჭირდა.
თეატრში, ერთ-ერთი სპეკტაკლის მიმდინარეობის დროს, მსახიობმა მენისკი გაიწყვიტა, მაგრამ როლზე უარი არ უთქვამს. მისი დაჟინებული მოთხოვნით, სცენაზე ლოგინი დადგეს და გამოჯანმრთელებამდე, ლოგინზე მწოლიარე თამაშობდა.

1975 წელს ლუი დე ფიუნესს ავანტიურულ კომედიაში „ნიანგი“ სამხრეთ ამერიკელი დიქტატორის როლი შესთავაზეს. როლი ფიზიკურ დატვირთვას ითხოვდა, ამიტომ მსახიობი ყოველი შემთხვევისთვის, ექიმთან კონსულტაციაზე წავიდა. გასინჯვის შემდეგ ექიმმა უთხრა, ახალგაზრდა ყმაწვილის გული გაქვთ და არაფრის არ უნდა გეშინოდეთო.
ზუსტად სამი დღის შემდეგ კი კომიკოსს ინფარქტმა დაარტყა. მკურნალობამ თითქოს შედეგი გამოიღო, მაგრამ საავადმყოფოში მსახიობს ინფარქტი გაუმეორდა. ლუი დე ფიუნესი სასწაულებრივად გადარჩა, მაგრამ მკაცრი დიეტა დაუნიშნეს და კინოში გადაღება სამუდამოდ აუკრძალეს, თუმცა მან მაინც მოახერხა გადასაღებ მოედანზე მოხვედრა და რამდენიმე, მათ შორის, თავისი ოცნების როლის შესრულება მოლიერის „ძუნწში“.
ამ ფილმის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ლუი დე ფიუნესის ჯანმრთელობა უარესდებოდა. ეკრანზე ის გაცილებით ხანდაზმულად გამოიყურებოდა, ვიდრე იყო.
თავისი გმირების მსგავსად, ფიუნესი საკმაოდ ეჭვიანი ადამიანი იყო.
შვილების - ოლივიესა და პატრიკის პატარაობისას გამუდმებით ეჩვენებოდა, რომ ბავშვებს გაიტაცებდნენ. რომ ისინი ჩანთის სიმძიმეს ვერ გაუძლებდნენ და ხერხემალი დაუზიანდებოდათ და ა.შ.
ის გამუდმებით ამოწმებდა, დაკეტილია თუ არა, სახლში კარი და ფანჯრები, სუფთაა თუ არა ბავშვის საწოვარა, უსაფრთხოა თუ არა დენის წყაროები. ტელეფონის ყოველი აპარატის გვერდით მიკრული იყო სასწრაფო დახმარების, სახანძროსა და პოლიციის ტელეფონის ნომრები.
კომიკოსის შიში 1969 წელს ნაწილობრივ გამართლდა - მსახიობს დაურეკეს და უთხრეს, რომ ხუთ მილიონს თუ არ გადაიხდიდა, შვილებს ვეღარასოდეს იხილავდა. ამ დროს მსახიობის ვაჟები დიდები იყვნენ და სატელეფონო ზარისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, კომიკოსს კი საშინლად შეშინდა და პოლიციაში დარეკა. საბოლოოდ შანტაჟისტი დაიჭირეს და რამდენიმე თვით ციხეში ჩასვეს. სხვათა შორის, გამოსვლისთანავე მან თვითმფრინავი გაიტაცა და სტიუარდესა მოკლა.
მანიაკების გარდა, კომიკოსს თაყვანისმცემლებისა და პაპარაცების არმია აწუხებდა. მათგან თავის დასაცავად, ფიუნესი მდინარე ლუარას მახლობლად, დე კლარმონის უზარმაზარ ციხესიმაგრეში დასახლდა, სადაც მთლიანად იზოლირებული იყო გარე სამყაროდან. სუპერმარკეტებს ის მხოლოდ ტელევიზორში ხედავდა, მხოლოდ ელიტარულ რესტორნებში მიირთმევდა და სადმე თვითმფრინავით გაფრენა თუ უწევდა, შავი სათვალითა და გრძელი ლაბადით მიდიოდა, რათა არავის ეცნო.
თავის ციხე-კოშკში კი საყვარელი საქმიანობით - 90 ჰექტარის ნაკვეთზე გაშენებული 600 ვარდის ბუჩქის მოვლით იყო დაკავებული.

ზოგადად, კომიკოსი ბუნებასა და ცხოველებზე უზმოდ შეყვარებული გახლდათ. შვილიშვილ ჟულის დაბადების შემდეგ, საქათმის გადიდება და კურდღლებისთვის გალიების ჩადგმა გადაწყვიტა, რათა გოგონას ცხოველებთან ეთამაშა და ეკოლოგიურად სუფთა კვერცხი მიერთვა.
კომიკოსი შვილიშვილისთვის უამრავ ისტორიას იგონებდა და არწმუნებდა, რომ ბაჭიები მას ელაპარაკებიან.  

ლუი დე ფიუნესის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი უზარმაზარი დიამეტრის, ნარინჯისფერ ვარდს დაარქვეს.
ექიმების აკრძალვის მიუხედავად, მსახიობი ინფარქტის შემდეგ გადასაღებ მოედანზე დაბრუნდა. 1982 წელს გამოვიდა უკანასკნელი კომედია მისი მონაწილეობით. ერთი წლის შემდეგ კი ლუი დე ფიუნესი აღარ იყო..
„ჩემი ყველაზე წარმატებული ხუმრობა ჩემი გასვენება იქნება და ამას ისე გავაკეთებ, რომ შეუჩერებლად იცინონ“, - ამბობდა მსახიობი.
ლუი დე ფიუნესი 1983 წლის 27 იანვარს, ცხოვრების 69-ე წელს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი საფლავი მდინარე ლუარას ნაპირზე, იმ ადგილთან ახლოს მდებარეობს, სადაც უკანასკნელი წლები გაატარა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?