რომენ როლანი და მარია - სიყვარული თუ საბჭოთა უშიშროების პროექტი?

სიყვარულის ისტორიები

2 თებერვალი 20:00, 2017 წელი

„მე ახლა ცხოვრების საუკეთესო მეგზური მყავს, რომელიც იზიარებს ჩემს ხვედრს და მიცავს ყველა განსაცდელისგან“, -  ასე აღფრთოვანებით წერდა მარია კუდაშოვას შესახებ ფრანგი მწერალი, დრამატურგი, ისტორიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი რომენ როლანი თავის მეგობარს, ცნობილ ხელოვნებათმცოდნე ლუი ჟელეს.

60 წლის როლანისა და 30 წლის მარია კუდაშოვას შეხვედრა მწერლის ცნობილმა რომანმა „ჟან-კრისტოფმა“ განაპირობა. წიგნით მოხიბლულმა მარიამ ავტორს წერილი მისწერა. საპასუხო წერილმაც არ დააყოვნა და დაიწყო მიმოწერა, რომელიც უდიდეს გრძნობაში გადაიზარდა.
მოგვიანებით, იტყვიან, რომ მარია საბჭოთა აგენტი იყო, რომელსაც ფრანგი მწერლის გადაბირება დაევალა; იმასაც იტყვიან, რომ როლანისთვის გასაგზავნი წერილები საბჭოთა უშიშროების კაბინეტებში იწერებოდა, თუმცა დღეს ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ფრანგმა მწერალმა თავისი უკანასკნელი სიყვარული, მუზა და საიმედო დასაყრდენი იპოვა, რომელთანაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა და მთავარი, ალბათ, ესაა.

მარია კუდაშოვას დედა იზაბელ კუვილიე რუსი პოლკოვნიკის ოჯახში მომსახურე ფრანგი გუვერნანტი გახლდათ.
დაოჯახებული პოლკოვნიკისა და გუვერნანტის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მხოლოდ 1895 წელს, მარიას დაბადების შემდეგ გახდა ცნობილი. პოლკოვნიკის ოჯახმა, გუვერნანტი ქალის თავიდან მოსაშორებლად, გადაწყვიტა, ბავშვი საფრანგეთში, დეიდასთან გაეგზავნა. ამიტომ მარია ბავშვობიდან მშვენივრად ფლობდა როგორც რუსულ, ისე ფრანგული ენას.

მარია მამის სამშობლოში წლების შემდეგ დაბრუნდა. ამ დროს ის უკვე საკმაოდ განათლებული და ნიჭიერი ქალიშვილი იყო. ბევრს კითხულობდა, ლექსებს წერდა, ფრანგულიდან რუსულად და რუსულიდან ფრანგულად თარგმნიდა. მინიატურულ, მომხიბვლელ გოგონას, რომელიც იმდროინდელი რუსული ინტელიგენციის ნაწილად იქცა, ახლობლები მაიას ეძახდნენ.  მარინა ცვეტაევამ, რომელიც მარიასთან მეგობრობდა, მას ლექსი უძღვნა:
Макс Волошин первый был, / Нежно Маиньку любил. / Предприимчивый Бальмонт / Звал к себе за горизонт. / Вячеслав Иванов сам / Пел над люлькой по часам: / Баю-баюшки-баю, / Баю Маиньку мою.


მარია მალე ცოლად გაჰყვა ოფიცერ მაქსიმე კუდაშევს და 1917 წელს ვაჟი სერგეი შეეძინა, თუმცა ახალდაქორწინებულების ბედნიერ ცხოვრებას სამოქალაქო ომმა წერტილი დაუსვა. მარიას ქმარი ფრონტზე წავიდა, მარტოხელა დედა კი მაქსიმე ვოლოშინის ოჯახმა შეიფარა. მარიამ შვილთან ერთად, ყირიმში, ვოლოშინის სახლში თითქმის ორი წელი გაატარა, სადაც ქმრის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.

ვოლოშინების სახლიდან წამოსვლის შემდეგ, მარია პეტერბურგში დაბრუნდა და მეცნიერებათა აკადემიაში მდივნად დაიწყო მუშაობა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო რომენ როლანთან ეპისტოლარული ურთიერთობა. მაშა მას გულახდილ წერილებს უგზავნიდა, უყვებოდა ყველაფერზე, მათ შორის, საკუთარ რომანებზეც კი. სასიყვარულო მუხტის მატარებელმა წერილებმა როლანი თანდათან თავისი მკითხველის ტყვეობაში მოაქცია. ბოლოს და ბოლოს, მწერალმა ფარ-ხმალი დაყარა და მარია გასაცნობად შვეიცარიაში მიიწვია.

ეპისტოლარულ ურთიერთობას ხანმოკლე პაემნებისა და განშორებების პერიოდი მოჰყვა. მწერლის და ამ ურთიერთობის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, ამიტომ კუდაშოვამ მხოლოდ 34 წლის ასაკში მოახერხა, რომენ როლანის ცოლი გამხდარიყო.

ასაკში 30-წლიანი სხვაობა ბევრი მითქმა-მოთქმის საფუძველს იძლეოდა. მარია ფულიან მამაკაცებზე მონადირე ავანტიურისტად შერაცხეს, თუმცა როლანი პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლებას არავის აძლევდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, საფრანგეთსა და რუსეთს შორის ყველა კავშირი გაწყდა. მარიამ რუსეთში დარჩენილი შვილის შესახებ არაფერი იცოდა, სანამ 1941 წელს მოსკოვის მისადგომებთან უმცროსი ლეიტენანტი სერგეი კუდაშოვის გმირულად დაღუპვის ამბავმა საფრანგეთამდე არ ჩააღწია.

გერმანელების საფრანგეთში შესვლისას, პროგრესული იდეებით ცნობილი მწერალი და მისი რუსი ცოლი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, თუმცა გერმანელებმა მათთან მიმართებით ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს. ჯერ ერთი, იცოდნენ, რომ „ჟან კრისტოფსა“ და „ბეთჰოვენში“ როლანი გერმანელებზე დიდი სიმპათიებით წერდა და ისიც იცოდნენ, რომ მწერალს ვერსალის ზავი სამარცხვინოდ მიაჩნდა.

ომის  შემდეგ რომენ როლანმა, ცოლთან ერთად, საბჭოთა კავშირის დედაქალაქი მოინახულა. ფრანგმა მწერალმა საბჭოეთში მოგზაურობა ისეთი აღფრთოვანებით აღწერა, რომ ყველაზე პროგრესულ დასავლელ მწერლად აღიარეს. მოსკოვში ისინი თავად სტალინმა მიიღო, რამაც უფრო გაამყარა ეჭვები, რომ კუდაშევა თავიდანვე უშიშროების ჩანერგილი აგენტი იყო და ფრანგი მწერლის გადმობირება ჰქონდა დავალებული, თუმცა ვერავინ უარყოფდა, რომ ის იდეალური ცოლი, მდივანი და დამხმარე იყო - აწარმოებდა მიმოწერას, არჩევდა სამუშაო დოკუმენტებს და სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა მწერალზე.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, როლანი ჟან რიშარ ბლოკს  სწერდა:
„მე თუ გიყვარვართ, ჩემი მეუღლეც უნდა შეიყვაროთ, რადგან მხოლოდ მისი დამსახურებით ვცოცხლობ. მისი დაუღალავი დახმარებისა და მზრუნველობის გარეშე სულიერი დაცემისა და ავადმყოფობის დაუსრულებელ წლებს ვერაფრით გავუძლებდი“.

რომენ როლანი 1944 წელს გარდაიცვალა. მარიამ კი კიდევ 41 წელი იცოცხლა. ის გამოსცემდა წიგნებს, ინახავდა ქმრის შემოქმედებით მემკვიდრეობას და აქვეყნებდა მიმოწერას. მარია პავლოვნა ფრანგი მწერლისა და ჰუმანისტის ერთგული და თავდადებული ცხოვრების მეგზური აღმოჩნდა.
ვიღაცას უთქვამს, კარგ ქალზე კი არა, კარგ ქვრივზე უნდა დაქორწინდეო. რომენ როლანმა ერთიც მოახერხა და მეორეც, ამიტომ დღეს უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მარია კუდაშოვას სასიყვარულო წერილები უშიშროების ჯურღმულებში იწერებოდა თუ არა...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?