ჯერომ სელინჯერი - გარე სამყაროსგან დამალული პირადი ცხოვრება

სიყვარულის ისტორიები

3 ივნისი 12:00, 2017 წელი

მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მწერალს ჯერომ სელინჯერს სახელი და დიდება ერთადერთმა რომანმა „თამაში ჭვავის ყანაში“ მოუტანა, თუმცა რომანის თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ, როცა მთელი მსოფლიო 17 წლის მოზარდ ჰოლდენ კოლფილდის ამბავს კითხულობდა, მწერალი საკუთარ თავში ჩაიკეტა და განდეგილივით ცხოვრება არჩია.

სელინჯერმა ნიუ-ჰემფშირში, პროვინციულ ქალაქ კორნიშში პატარა სახლი იყიდა, რომელსაც მაღალი ღობე ჰქონდა შემოვლებული და გარე სამყაროსთან ურთიერთობაზე საბოლოოდ უარი თქვა. როგორც ჩანს, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მწერალს მშვენივრად ესმოდა, რომ ჯობდა, თავისი ნამდვილი სახე საზოგადოებისთვის არ ეჩვენებინა.

1965 წლიდან მოყოლებული, სელინჯერს არცერთი ნაწარმოები აღარ დაუბეჭდავს. ის მხოლოდ თავისთვის წერდა, ფილოსოფიურ ლიტერატურას კითხულობდა, სულს ბუდიზმით, ინდუიზმითა და იოგათი იწრთობდა და არატრადიციულ მედიცინას ეუფლებოდა, თუმცა სელინჯერის შვილმა მარგარეტმა მამის მყარად ჩაკეტილი კარის შეღება მაინც მოახერხა...

წიგნში „სიზმრების დამჭერი“ მარგარეტმა მკითხველს განდეგილივით მცხოვრები მამის რთული და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების შესახებ უამბო.

შესავალ ნაწილში მარგარეტმა აღიარა, რომ წიგნზე მუშაობის დაწყებისთანავე, მამასთან ურთიერთობა შეწყვიტა. როცა სელინჯერის ცხოვრებაზე მარგარეტის მონაყოლს კითხულობ, მიზეზი აშკარავდება - მწერალმა ვერ შეძლო, შვილებისთვის მშობლების მიმართ პატივისცემა და სიყვარული ესწავლებინა.

ჯერომ სელინჯერი ნიუ-იორკში დაიბადა. მამა სოლომონ სელინჯერი ებრაელი იყო ლიტვური ფესვებით, დედა მერი ჯილიკი შვილისგანაც კი მალავდა თავის შოტლანდიურ წარმომავლობას და ებრაელობას იჩემებდა.
მამას, რომელიც წარმატებული ვაჭარი იყო, სურდა, შვილისთვის კარგი განათლება მიეცა.
1936 წელს ჯერომმა პენსილვანიის შტატში სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. იქვე დაიწერა მწერლის პირველი მოთხრობები.
შემდეგ სწავლობდა ნიუ-იორკის, პენსილვანიისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში, თუმცა არცერთი მათგანი არ დაუსრულებია და არც განსაკუთრებული წარმატებებით გამოუჩენია თავი, რითაც მამა გაანაწყენა.



საბოლოოდ, მხოლოდ საოფიცრე-სერჟანტული სკოლა დაამთავრა და სერჟანტის რანგში კონტრდაზვერვაში დაიწყო მუშაობა.
1943 წელს ჯარში გაიწვიეს. 1944 წელს სერჟანტი სელინჯერი ნორმანდიაში დესანტის გადასხმასა და საკონცენტრაციო ბანაკიდან ტყვეების განთავისუფლებაში მონაწილეობდა.
მეორე მსოფლიო ომმა დიდი კვალი დაატყო სელინჯერის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

ერთხელ მწერალს, რომელსაც ნაციზმი მთელი არსებით სძულდა, ამ პარტიის ფუნქციონერის ქალიშვილის - სილვიას დაკავება მოუხდა. მალე სილვია უელტერი მწერლის პირველი მეუღლე გახდა, თუმცა ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. წყვილი 8 თვეში დაშორდა. როგორც მარგარეტი თავის წიგნში წერს, „სილვიას ისევე სძულდა ებრაელები, როგორც მამაჩემს ნაცისტები“.




სელინჯერმა მეორე ცოლი 1955 წელს, 31 წლის ასაკში მოიყვანა. მისი რჩეული იყო Radcliffe-ის კოლეჯის მოსწავლე, ბრიტანელი კრიტიკოსის რობერტ დუგლასის 19 წლის ქალიშვილი კლერ დუგლასი. კლერმა მწერალს ორი შვილი - გოგონა მარგარეტი და ბიჭი მეთიუ გაუჩინა.

„ეს იყო სამყარო, რომელიც მერყეობდა სიზმარსა და ჩემი მშობლების მიერ შექმნილ კოშმარს შორის. სამყარო, სადაც არ არსებობდა მყარი ნიადაგი და იმედი, რომ დაცემის შემთხვევაში ხელს შეგაშველებენ. ჩემი მშობლები მშვენიერ სიზმრებს ხედავდნენ, მაგრამ ამ ჰაეროვანი ხილვების ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანა არ შეეძლოთ. როცა მე დავიბადე, დედაჩემი ჯერ ბავშვი იყო. ის, ლედი მაკბეტის მსგავსად, მთვარეული გახლდათ. მამა კი იყო ადამიანი, რომელსაც ფეხსაცმელზე თასმების შეკვრა და ბავშვისთვის თვალყურის დევნებაც კი არ შეეძლო, თუმცა წიგნებს წერდა და ოცნებობდა,“ - წერდა თავის წიგნში მარგარეტი.

მარგარეტს თუ დავუჯერებთ, სელინჯერს ახალგაზრდობიდან ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა. მან მეუღლეს სკოლის დატოვება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო და კლერმა ქმარი დაკარგა...
„მიტოვებულობის განცდა ისეთი ძლიერი იყო, რომ დედა მზად იყო, მასთან ყოფნის გამო ყველაფერს დასთანხმებოდა. კლერი ნერვიული აშლილობით საავადმყოფოში მოხვდა, გამოსვლის შემდეგ კი სახლში სრულიად სხვა ადამიანი დახვდა... როცა მამაჩემი მის ცხოვრებაში დაბრუნდა, დედა ყველაფერს აკეთებდა, რათა მისი კეთილგანწყობა დაემსახურებინა, მაგრამ რაც მეტად ცდილობდა, მით ნაკლებად გამოსდიოდა. დედა თავს ჯადოსნური ზღაპრის გმირივით გრძნობდა, რომელიც ერთი რთული დავალების შესრულებისთანავე, მეორე, უფრო რთულ დავალებას იღებდა და ასე დაუსრულებლად გრძელდებოდა...“ - იხსენებს მარგარეტი.


როგორც მარგარეტი წერს, ის და მისი ძმა ქვეყნიერებას შემთხვევით მოევლინენ, რადგან მამისთვის სასურველები არ ყოფილან, თუმცა მწერალი მაინც ხალისით თამაშობდა მათთან და სხვადასხვა ფანტასტიკურ ისტორიებს უამბობდა.

მარგარეტი იხსენებს, რომ სელინჯერმა უამრავი რელიგია შეისწავლა და მოსინჯა: ბუდიზმი, საენტოლოგია, ქრისტიანული სწავლებები... თავის მემუარებში მარგარეტი პროზაიკოსის სხვა უცნაურ გატაცებებზეც წერდა. მისი თქმით, ჯერომი გამუდმებით ახალ დიეტებს იგონებდა. ერთი კვირა მხოლოდ ბოსტნეულს მიირთმევდა, მეორე კვირას მარტო ცილოვან საკვებს გეახლებოდათ და შეუძლოდ გახდომისთანავე, შარდს სვამდა. „მას ნელ-ნელა კანი უმწვანდებოდა, სუნთქვას კი სიკვდილის სუნი ერეოდა,“ - ასე აღწერდა საშიში ექსპერიმენტების დროს მამის მდგომარეობას მარგარეტი.


მწერალს ასაკით ბევრად უმცროსი ქალების მიმართ ინტერესი მოხუცებულობამდე არ დაუკარგავს.
66 წლის ასაკში ის თავისი შვილების დედას გასცილდა და 18 წლის ჯოის მეინარდთან გააბა რომანი. ჯოისი, სულ რაღაც, 2 წლით უფროსი იყო ქალიშვილ მარგარეტზე.

უკანასკნელი ცოლი კოლინ ო'ნილი 50 წლით უმცროსი იყო. როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა ჩანდეს, ნორჩი მეუღლე მოხუც მამაკაცთან ერთად ქოხში, ტყვეობაში ცხოვრებას სიხარულით დასთანხმდა...




ამ ისტორიებიდან, როგორც მარგარეტი წერს, გასაკვირი არ არის, რომ პატარა გოგოებს ყურებამდე უყვარდათ სელინჯერი, ის უფრო საოცარია, როგორ თანხმდებოდნენ ცხოვრებას სახლში, 
სადაც არ იყო ელემენტარული პირობებიც კი - გათბობა, რეცხვისა და ბანაობის საშუალება, მაგრამ სელინჯერი პატარა ცოლებისგან გემრიელად მომზადებულ სადილს და კვირაში ორჯერ ლოგინის ახალ თეთრეულს ითხოვდა. 

ჯერომ სელინჯერი 2010 წლის 27 იანვარს, 92 წლის ასაკში, ნიუ-ჰემფშირში, ქალაქ კორნიშში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა, სადაც უზარმაზარი გალავანს მიღმა 44 წელი იცხოვრა ეს ამბავი საზოგადოებას მწერლის შვილმა სოლომონ სელინჯერმა ამცნო.

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?