მე-20 საუკუნის სასიყვარულო სამკუთხედები

სიყვარულის ისტორიები

10 ივნისი 12:00, 2017 წელი

ისტორიები, რომლებიც ერთი საუკუნის შემდეგაც გაგაოცებთ.

ვლადიმერ მაიაკოვსკი, ოსიპ ბრიკი, ლილია ბრიკი


რუსი პოეტი, დრამატურგი და რუსული ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვლადიმერ მაიაკოვსკი საქართველოში, სოფელ ბაღდათში დაიბადა.
1906 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ ვლადიმერი, დებთან ერთად, მოსკოვში წაიყვანა, სადაც მალევე, მომავალი პოეტი რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება.
პოეტმა თავისი უცნაური სიყვარულის ობიექტი შემთხვევით გაიცნო, როცა მეგობარმა ქალმა ელზა კაგანმა ლექსების წასაკითხად პოეტი ბრიკების ოჯახში მიიწვია. სწორედ მაშინ ნახა მაიაკოვსკიმ პირველად ოსიპ ბრიკის მეუღლე ლილია და თავდავიწყებით შეუყვარდა. ყველა თავისი ლექსი და პოემა პოეტმა სწორედ თავის ახალ სიყვარულს მიუძღვნა.
მალე პოეტმა ბრიკების ოჯახში სტუმრობას მოუხშირა. საყვარელ ქალთან მეტი დრო რომ გაეტარებინა, ხშირად მის ოჯახში რამდენიმე დღე რჩებოდა, საბოლოოდ კი მთლიანად ოსიპ ბრიკის ოჯახში გადასახლდა. ყველა ხელსაყრელ მომენტში ვლადიმერი ლილიას თავის ცოლად ასაღებდა, ხოლო სიკვდილის წინ დატოვებულ ბარათში დაწერა: „ჩემი ოჯახი ლილია ბრიკია“.
ლილიას მხრიდან ეს უფრო თამაშს ჰგავდა, ვიდრე ნამდვილ გრძნობას. თავის დღიურში ის აღიარებდა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ნამდვილი სიყვარულით მხოლოდ ოსიპი უყვარდა, ამიტომ არ შეეძლო, მიეცა მაიაკოვსკისთვის ის გრძნობა და ერთგულება, რომელსაც მისგან ელოდნენ.


ივანე ბუნინი, ვერა მურომცევა, გალინა კუზნეცოვა, მარგა ავგუსტოვა


ახალგაზრდობაში რუსი მწერლის ივანე ბუნინის პირადი ცხოვრება არცთუ ისე წარმატებული გახლდათ: საყვარელმა ქალმა მდიდარ მემამულეზე გაცვალა, ხოლო  ქორწინება ცოლის მხრიდან სიყვარულის არქონისა და განსხვავებული მსოფლმხედველობის გამო დაირღვა.
1906 წელს ბუნინმა ვერა მურომცევა გაიცნო, რომელიც მისი მეორე ცოლი  და ნამდვილი მეგობარი გახდა. ცოლ-ქმარმა ერთად 46 წელი გაატარეს, თუმცა სწორედ ამ პერიოდში მწერალმა, რომელიც მეუღლესთან სრულიად ბედნიერი გახლდათ,  დამწყებ პოეტ ქალთან, 30 წლით უმცროს გალინა კუზნეცოვასთან რომანი გააბა.
ეს გრძნობა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მწერალს გალინას გარეშე ხანგრძლივად ყოფნა არ შეეძლო. ბოლოს ბუნინმა ქალი თავის სახლში საცხოვრებლად მიიპატიჟა და ცოლს დამწყებ მასწავლებლად წარუდგინა.
ვერა მურომცევას, რომელიც ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ სახლში ქმრის ახალგაზრდა საყვარლის ყოფნას შეგუებოდა.
ასე თითქმის ათი წელი იცხოვრეს, სანამ მათ სახლში ფილოსოფოს ფიოდორ სტეპუნის ახალგაზრდა და, მარგარიტა ავგუსტოვა არ გამოჩნდა. მარგასა და გალინას ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. ისინი აშშ-ში გაემგზავრნენ და სიკვდილამდე ერთად ცხოვრობდნენ. ერთნაირსქესიანი სიყვარულით გალინას გატაცება ბუნინისთვის იმდენად დიდი დარტყმა აღმოჩნდა, რომ მან დიდხანს ვერ შეძლო გონზე მოსვლა, სასმელს მიეძალა და თვითმკვლელობაც კი სცადა. თუმცა ამ ამბიდან 19 წელი იცოცხლა და საბოლოოდ ვერა მურომცევას ხელებში დალია სული.


ალექსანდრე ბლოკი, ლიუბოვ მენდელეევა და ანდრეი ბელი



მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასიყვარულო სამკუთხედის მონაწილეები ორი რუსი მწერალი და ცნობილი ქიმიკოსის დიმიტრი მენდელეევის ქალიშვილი გახლდნენ.
1903 წელს ალექსანდრე ბლოკი ლიუბოვ მენდელეევაზე დაქორწინდა. ქორწინების პირველივე ღამეს მწერალმა ახლად შერთულ მეუღლეს განუცხადა: „გეცოდინება, რომ ცოლ-ქმარს შორის ფიზიკური სიახლოვე უნდა არსებობდეს, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ ჩვენ შორის ეს სიახლოვე არასდროს იქნება. მე არ შემიძლია, მიგიჩნევდე მარადიული და იდეალური ქალწულის განსახიერებად და თან ისე მოგექცე, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებს ექცევიან. ამიტომ იცოდე, მე ყველა შემთხვევაში სხვა ქალებთან მექნება ურთიერთობა. ვიცი, შენც სხვა მამაკაცში გამცვლი; ჩვენ ხომ ისე თავისუფლები ვართ, როგორც ჩიტები, მაგრამ მინდა იცოდე, შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ“.
საქმე ის გახლავთ, რომ ბლოკი გატაცებული იყო მარადიული ქალწულობისა და მსოფლიოს სულის თემატიკაზე შექმნილი ვლადიმერ სოლოვიოვის ნამუშევრებით, ამიტომ ცოლის მიმართ პლატონური სიყვარულის გარდა, ვერავითარი გრძნობა ვერ ექნებოდა. ხორციელი სიყვარულისთვის პოეტი საროსკიპოებში დადიოდა, ცოლს კი ლექსებს უძღვნიდა, რითაც საგონებელში აგდებდა, რაც მალე სასოწარკვეთაში გადაიზარდა.
ამ სიტუაციით ისარგებლა მეორე რუსმა მწერალმა ანდრეი ბელიმ და ერთ-ერთი სტუმრობის დროს ლიუბოვ მენდელეევას სასიყვარულო ბარათი დაუტოვა. ბელისა და მენდელეევას რომანი ერთი წელი გაგრძელდა, თუმცა მალე ყველაფერი შეიცვალა. ბლოკი დეპრესიაში იყო, ბელი თვითმკვლელობით იმუქრებოდა. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ქალი საბოლოოდ ქმარს დაუბრუნდა, თუმცა, ხვდებოდა, რომ ეს მათ ქორწინებას ვერ გადაარჩენდა. როგორც კი ეს ორივემ გააცნობიერა, ისევ ერთმანეთის ღალატით განაგრძეს ცხოვრება.


ანა ახმატოვა, არტურ ლურიე, ოლგა გლებოვა-სუდეიკინა



გენიალურ პოეტ ანა ახმატოვას ბედმა ტრაგიზმით სავსე ცხოვრება არგუნა, რომელსაც გამუდმებით ახლობელი ადამიანების რეპრესიები და პატიმრობა ახლდა.
1919 წელს ანა ახმატოვა მეორე ქმარს გასცილდა და საცხოვრებლად უახლოესი მეგობრის, მსახიობ ოლგა გლებოვა-სუდეიკინას ბინაში გადავიდა. ოლგა კომპოზიტორ არტურ ლურიესთან ერთად ცხოვრობდა. 
აღსანიშნავია, რომ მანამდე ახმატოვასა და ლურიეს რომანი ჰქონდათ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დასრულდა. მეგობრის სახლში გადასვლის შემდეგ მიძინებულმა გრძნობებმა ახალი ძალით იფეთქა. სამი წლის განმავლობაში ანა, ოლგა და არტური ერთად ჭამდნენ, სვამდნენ და... ერთ ლოგინში ეძინათ.
1922 წელს ლურიე პარიზში, მივლინებაში წავიდა, საიდანაც აღარასოდეს დაბრუნებულა. წერილებში ის ახმატოვას პარიზში ჩასვლას სთხოვდა, მაგრამ ქალისგან მტკიცე უარი მიიღო. ცნობილია, რომ ლურიე პარიზში ჩასვლას გლებოვასაც სთხოვდა, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, დაითანხმა, თუმცა მათი ურთიერთობების აღდგენა უკვე შეუძლებელი იყო.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - ჯანსაღი კვების ორი „დედოფალი“. დანარჩენი კომპონენტები კი მათ ნაზ სტრუქტურასა და დიდებულ გემოს უსვამს ხაზს.
საკნატუნო ამბები

GoPro პენისისთვის - ინტიმური ვიდეოკამერა (+18)

ლაივის ჩართვის ფუნქცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა, მსგავსი ფუნქცია იგეგმება. დაველოდოთ...  
დღის ჰოროსკოპი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ლეგენდარული ფილმები, რომლებიც ქალებმა გადაიღეს

რეჟისორობა დიდი ხანია აღარ მიიჩნევა მამაკაცურ პროფესიად. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უკვე საუკუნეა, გადაღებების პროცესს ხელმძღვანელობენ და საკულტო ფილმებს იღებენ.
ამბები

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.
დღის ჰოროსკოპი

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა

ვარსკვლავებს ყოველდღიურად ასობით, იქნებ ათასობითაც, ფოტოს უღებენ, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ხვდება საზოგადოების yuradRebis centrSi.
საკნატუნო ამბები

კომბოსტო-ვაშლი-ფორთოხალი - საგაზაფხულო დიეტა

ზამთარში დაგროვილი კილოგრამების მოშორების სეზონი დაიწყო - დაიწყეთ გაზაფხული ახალი წონითა და შესანიშნავი ფორმებით.
საკნატუნო ამბები

6 პოზა მათთვის, ვისაც ძალიან ეზარება, მაგრამ სექსი უნდა

სექსის სურვილი ცეცხლს გიკიდებთ, მაგრამ ცოტა მაინც გეზარებათ, რადგან ხვალ ადრე უნდა ადგეთ. ლტოლვა კი არ გეშვებათ - ნაცნობი სიტუაციაა? ჰოდა, სპეციალურად თქვენთვის - 6 პოზა, პირობითი სახელით: „მინდა, მაგრამ მეზარება“.  
დღის ჰოროსკოპი

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?