რატომ ადანაშაულებდა ბულატ ოკუჯავა ცოლ-შვილის სიკვდილში საკუთარ თავს?

სიყვარულის ისტორიები

15 ივლისი 12:00, 2017 წელი

ბარდი ჩახლეჩილი ხმითა და დიდი სათვალით - საბჭოეთა ეპოქაში მას ყველა იცნობდა. ბულატ ოკუჯავა გალაკტიონის ცოლის - ოლია ოკუჯავას ძმისშვილი გახლდათ. საკუთარ სამშობლოდ რუსეთს მიიჩნევდა, თუმცა ქართულ გვარსა და თბილისურ ბავშვობაზე უარი არასდროს უთქვამს. 

ხელოვანს მძიმე ბავშვობა ერგო წილად - 1937 წელს მამა ცრუ დასმენის გამო დაუხვრიტეს, ხოლო დედა ყარაგანდაში გადაუსახლეს. ამის შემდეგ, ბულატი რაღაც დროით, მოსკოვში ცხოვრობდა, შემდეგ კი თბილისში ჩამოვიდა და ნათესავებს მიეკედლა.


ომის დამთავრების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა და სწორედ საქართველოს დედაქალაქში წაუკითხა თავისი პირველი ლექსები ბორის პასტერნაკს.
ამბობენ, რომ საბჭოთა უშიშროება თვალს არ აშორებდა ინტელიგენტური იერისა და ლიბერალური ბუნების მქონე ხელოვანს, რომელსაც ჭირივით სძულდა ტყუილი და სიყალბე და თავისუფალი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ოკუჯავამ აღიარა: „მე მთელი ცხოვრება იმას ვაკეთებდი, რაც მსიამოვნებდა - პროზა, ლექსები, სიმღერები... ერთი პროცესი რომ მთავრდებოდა, მეორეზე გადავდიოდი და ა.შ.“

ასეთი იყო სიყვარულშიც - გულწრფელი ადამიანი, რომელიც სიყალბეს ვერ იტანდა და ტყუილის თქმა არ ეხერხებოდა.
მოწიფულობის ასაკში ბულატ ოკუჯავა ჩაკეტილი და თავშეკავებული ჩანდა, ახალგაზრდობაში კი ბობოქარი ბუნების, სიმპათიური ყმაწვილი იყო, რომელიც გოგონებს იზიდავდა.

პირველი სიყვარული ძალიან ადრე - 11 წლის ასაკში ეწვია. ამ გოგონას გამო 11 წლის ბიჭი ერთხელ გაკვეთილებიდანაც კი გაიპარა და სკოლიდან გამოსული შეყვარებული სახლამდე მიაცილა.
მათი მორიგი შეხვედრა 60 წლის შემდეგ, 1994 წელს შედგა, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალი ბულატის სურათს ინახავდა. თავის პირველ სიყვარულს პოეტი სიკვდილამდე წერილებს სწერდა და ლექსებს უძღვნიდა.

1942 წელს, 17 წლის ბულატ ოკუჯავა ომში მოხალისედ წავიდა, თუმცა არბატზე მცხოვრები ახალი შეყვარებული წუთითაც არ დავიწყებია. მისი ინიციალი ხელზეც კი ამოისვირინგა.
ომის დამთავრებისთანავე, ბულატი მოსკოვში დაბრუნდა და შეყვარებულის სანახავად გაქანდა, მაგრამ ლამაზი, სიფრიფანა გოგონას ნაცვლად, მსუქანი და გაწეწილი ქალი იხილა, რომელიც თოკებზე სარეცხს ფენდა. იმედგაცრუებული ყმაწვილი უკანმოუხედავად გამობრუნდა და მიხვდა, რომ სიყვარულში უკან დაბრუნება არ შეიძლება.


პოეტის მორიგი სიყვარული მოსკოვის სამხატვრო თეატრის სკოლა-სტუდიის სტუდენტი გოგონა, სახელად ვალია იყო. ბულატი მას საოცარ ლექსებს უძღვნიდა, თუმცა მათი გზები მალე გაიყარა - ერთი ლენინგრადში წავიდა, მეორე კი ტამბოვის თეატრში გაგზავნეს.
მორიგი შეხვედრის დროს, ვალია უკვე სახელგანთქმული ტელეწამყვანი ვალენტინა ლეონტიევა გახლდათ, ხოლო ბულატი თავისი თაობის სიმბოლო იყო.
ლეონტიევამ მას დაურეკა და თავის გადაცემაში მონაწილეობა შესთავაზა. თავიდან ხელოვანი უარზე იყო, მაგრამ ტელეწამყვანმა მისთვის მიძღვნილი, ძალიან პირადული ხასიათის ლექსი წაუკითხა, რომელიც არსად გამოქვეყნებულა. „ჩვენ 50 წლის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს და საშინლად ვნანობ, რომ ეს დრო ერთმანეთის გარეშე გავატარეთ. შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო“, - დაუწერა თავის უკანასკნელ წიგნზე ბულატ ოკუჯავამ ვალენტინა ლეონტიევას.


ბავშვობაში დაობლებულ პოეტს მთელი ცხოვრება ოჯახური სითბო ენატრებოდა, ამიტომ ადრეულ ასაკში დაქორწინდა. მომავალი მეუღლე - გალინა სმოლიანინოვა უნივერსიტეტში გაიცნო და სწავლის დასრულების შემდეგ ცოლად შეირთო.
გალინას ქმარი თავდავიწყებით უყვარდა, თუმცა წყვილის ურთიერთობაში ბზარი მალე გაჩნდა, როცა პირველი შვილი დაბადებისთანავე დაიღუპა.
50-იანი წლების ბოლოს ისინი ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები იყვნენ, თუმცა ცოლის ერთგულებისა და მეორე შვილის - იგორის ფაქტორის გამო, მწერალი დიდხანს ვერ ბედავდა განქორწინებას.

მალე ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. სწორედ აქ გაიცნო ხელოვანმა თავისი სიმღერების მორიგი მუზა, 14 წლით უმცროსი ქალი ოლგა ბატრაკოვა. ბულატმა მას თავისთან, „ლიტერატურულ გაზეთში“ დააწყებინა მუშაობა. დაჰყავდა შეხვედრებსა და ექსკურსიებზე, თუმცა ცოლად მოყვანას არ აპირებდა. საბოლოოდ, ოლგა ცოლად სხვას გაჰყვა, მაგრამ ბულატთან რომანი კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდა...
1989 წელს ოკუჯავა ოლგას შემთხვევით შეხვდა და გაიგო, რომ ქალი მეუღლეს დაშორდა. მალე ბატრაკოვამ მისგან ამანათი მიიღო, რომელშიც იდო ლექსების კრებული წარწერით: „ოცდაათწლიანი სიყვარულის სახსოვრად“.


1960 წელს ოკუჯავა კიდევ ერთხელ გაეხვია სიყვარულის ბადეში. ამჯერად მისი რჩეული მსახიობი ჟანა ბოლოტოლა გახდა, რომელსაც სიმღერა „სმოლენსკის გზაზე“ მიუძღვნა, მაგრამ მაშინვე მეორე მსახიობთან, ლარისა ლუჟინასთან გააბა ურთიერთობა.
ამას მოჰყვა ფიზიკოს პეტრე კაპიცას ნათესავი ოლგა არციმოვიჩი, რომელიც პოეტთან შეხვედრის დროისთვის გათხოვილი გახლდათ, თუმცა ამ ფაქტორს წყვილის ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია. ისინი ერთმანეთს ლიტერატორების სახლში შეხვდნენ და სამი საათი ისაუბრეს. მოგვიანებით, არციმოვიჩმა აღიარა, რომ მანამდე ასე კომფორტულად არავისთან ყოფილა და ასეთი სულიერი სიახლოვე არავისთან განუცდია. ლიტერატორების სახლიდან ღამის 12 საათზე გამოვიდნენ. ოკუჯავამ ქალი ფრთხილად მიიზიდა და ჩუმად ჰკითხა: ცოლად გამომყვებით? ოლგა დასთანხმდა და სახლში მისვლისთანავე მეუღლეს განქორწინების შესახებ აცნობა.
რამდენიმე დღეში, ოკუჯავა ოლგასთან ლენინგრადში ჩავიდა და მის სახლსა და გულში დაიდო ბინა.

ბულატის ოჯახიდან წასვლის ერთი წლის თავზე გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა პოეტის მეუღლე გალინა. ქალი, რომელსაც ბავშვობიდან გულის მანკი აწუხებდა, თითქოს მშვიდად შეხვდა ქმართან განშორებას, მაგრამ გარეგნული სიმშვიდე ძვირად დაუჯდა.  
ბულატ ოკუჯავა ქალის ნაადრევ სიკვდილში, ისევე როგორც შვილის ტრაგედიაში, საკუთარ თავს ადანაშაულებდა.

ბულატის ვაჟი იგორი დედის გარდაცვალების შემდეგ დედის ნათესავებთან იზრდებოდა. ოკუჯავას შვილის წამოყვანა სურდა, მაგრამ ოლგას ნათესავების წინააღმდეგობას წააწყდა და დანებება არჩია.
მოგვიანებით იგორი ხშირად ნახულობდა მამას. ის მორჩილი ხასიათის, კეთილი ბავშვი იყო, მაგრამ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ვერ იპოვა. შემდეგ სმა და ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო.
კრიმინალურ ისტორიაშიც გაეხვია, რაც მისთვის ფეხის მოკვეთით დასრულდა.
იგორი 1981 წლის 3 აპრილს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა და მამის მოუშუშებელ ტკივილად იქცა.


რამდენიმე წლის შემდეგ ბულატ ოკუჯავა საბჭოთა კანონის ინსტიტუტში მიიწვიეს. აქ გაიცნო 26 წლის ნატაშა გორლენკო. ქალიშვილი, რომელიც ოკუჯავას სიმღერებს ბავშვობიდან აღმერთებდა. კონცერტის დასრულების შემდეგ მათ ტელეფონები გაცვალეს და ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
ქალიშვილი ამ დროს ფეხმძიმედ იყო და ბავშვს ელოდებოდა, მაგრამ მშობიარობა ტრაგედიით დასრულდა - ახალშობილი გარდაიცვალა.  
მეუღლესთან დაშორების შემდეგ გორლენკომ თავად დაურეკა ოკუჯავას და დაიწყო მათი საიდუმლო რომანი, რომელზეც მალე მთელი ქალაქი ჭორაობდა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჭორებმა ოლგას ყურამდე მიაღწია და მან ბულატს ოჯახიდან წასვლა მოსთხოვა.
ბარდი აღიარებდა, რომ ორმაგი ცხოვრება უჭირდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უფრო ეძნელებოდა. 1997 წლის მაისში ოლგა და ბულატი უკანასკნელად წავიდნენ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ. ჯერ გერმანიაში, სადაც ბულატმა მკურნალობის კურსი გაიარა და შემდეგ პარიზში. სწორედ პარიზში ყოფნის დროს გაუსკდა ოკუჯავას კუჭის წყლული. ექიმებმა სისხლდენა ვერ შეაჩერეს და ხელოვანი რეანიმაციაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.  

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბულატ ოკუჯავა მონათლეს და სახელად იოანე უწოდეს. ხელოვანი 1997 წლის 12 ივნისს, 73 წლის ასაკში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მისი იუბილე 2001 წელს ნიუ-იორკში გრანდიოზულად აღინიშნა. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?