ფრანსისკო გოია და მარია ტერესა - ვნება და სიყვარული ესპანურად

სიყვარულის ისტორიები

22 ივლისი 12:00, 2017 წელი

მათ სასწაულ სიყვარულზე ლეგენდებს ჰყვებიან, წიგნებს წერენ და ფილმებს იღებენ. მისი დასტური არ არსებობს, თუმცა არსებობს ესპანელი გენიოსის შედევრები და ყველა მათგანი ძლიერი ვნებითაა დამუხტული.

უდიდესი ესპანელი მხატვარი და ნოვატორი ფრანსისკო ხოსე დე გოია ი ლუსიენტესი 1746 წელს დაიბადა. ხატვა და ფუნჯი ბავშვობიდან იზიდავდა, ამიტომ, როგორც კი 17 წლის გახდა, მამამ სასწავლებლად მადრიდში გაგზავნა.
მოგვიანებით, გოია იტალიაში გადავიდა, სადაც მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და პარმის სამხატვრო აკადემიის პრემია მიანიჭეს, თუმცა იტალიაში მისი ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა -  ქალების მოყვარული მხატვარი ღამით დედათა მონასტერში მყოფ შეყვარებულთან შეიპარა, სადაც დანაშაულზე წაასწრეს და რომი დაატოვებინეს.

სარაგოსაში დაბრუნებული გოია თავდაპირველად, ფრესკების მოხატვას შეუდგა, 1773 წელს კი მადრიდში გადავიდა და მეგობრის - ფრანსისკო ბაიუას სახელოსნოში მუშაობა დაიწყო. ბაიუამ მეგობარს თავისი ლამაზი და - ხოსეფა გააცნო, რაც გოგონას დაფეხმძიმებით დასრულდა.
მხატვარი, რომელიც დაქორწინებას არ აპირებდა, იძულებული გახდა, ფეხმძიმე ხოსეფა ცოლად შეერთო. ქალმა ხუთი შვილი გააჩინა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი - ხავიერი გაიზარდა და მამის მსგავსად, მხატვარი გახდა. დანარჩენები პატარა ასაკში გარდაიცვალნენ.

1776-1780 წლებში გოიამ ცოლისძმის პროტექციით, სამეფო შპალერისთვის 45 პანო დაამზადა, რომლებმაც სახელი გაუთქვეს.
1780 წელს მეფის პორტრეტი და „ჯვარცმა“ დახატა და სამეფო აკადემიის წევრად აირჩიეს.
1785-1786 წლებში ამავე აკადემიის ფერწერის განყოფილების ჯერ ვიცე-დირექტორი და შემდეგ დირექტორი და სამეფო კარის მხატვარი გახდა.


1792 წელს გოიას უმძიმესი სენი შეეყარა, რომელმაც თვალის ჩინი წაართვა და ლოგინს მიაჯაჭვა.ზოგი ფიქრობს, რომ ეს იმ დროს გავრცელებული ვენერიული დაავადება იყო, ზოგის აზრით კი, გოიას შიზოფრენია სჭირდა. მხატვრის თანამედროვეები აღნიშნავდნენ, რომ მას დევნისა და თვალთვალის პანიკური შიში ჰქონდა.

გოია, დაახლოებით, ორი თვე ლოგინში გაუნძრევლად იწვა. შემდეგ თანდათან აღუდგა მხედველობა და ფეხზე დადგომა შეძლო, თუმცა სმენა სამუდამოდ დაკარგა.
გოია ყრუ მხატვრად იქცა, თუმცა ქალები ძველებურად ხიბლავდა. მდიდარი ქალბატონები და უბრალო გლეხის ქალები, მზეთუნახავები და არაფრით გამორჩეული გოგონები... ვის არ შეხვდებოდით მის „ჰარამხანაში“ და ერთხელაც, მას შეხვდა...
 
მე-18 საუკუნის ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი არისტოკრატიული ოჯახის ქალიშვილი მარია დელ პილარ ტერესა კაეტანა დე სილვა ი ალვადორეს დე როლედო, ჰერცოგინია ალბა ღამე დაიბადა. შეშინებულმა მშობლებმა მაშინვე მონათლეს, რადგან ახალშობილს სქელი და ხუჭუჭა შავი თმა ჰქონდა და ინკვიზიციას თავისუფლად შეეძლო მისი ჯადოქრად შერაცხვა. თუმცა, მოგვიანებით, ისედაც ჯადოქრად მოიხსენიებდნენ...

მარია ტერესა 8 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა და აღსაზრდელად ბაბუამ, ალბას მე-12 ჰერცოგმა წაიყვანა. სწორედ ბაბუამ შეასწავლა არისტოკრატიული მანერები და 12 წლის ასაკში ცოლად ხოსე ალვარესს გააყოლა. ალვარესი არ დაელოდა, სანამ ბავშვი ფიზიკურად მომწიფდებოდა და მასთან ინტიმური ურთიერთობა დაამყარა. ნორჩ ჰერცოგინიას სამი წელი დასჭირდა, რომ მიღებული ტრავმისგან განკურნებულიყო, თუმცა წლების შემდეგ ის ულამაზეს ქალად იქცა.

იგი ხიბლავდა და ატყვევებდა მამაკაცებს, ფეხქვეშ თელავდა მათ თავმოყვარეობას, თითქოს ამით დაკარგული ბავშვობისთვის შურს იძიებდა.
ესპანეთის მეფის კარზე არავინ ბრწყინავდა ისე, როგორც ეს შავთმიანი, ტანადი მზეთუნახავი. ამბობდნენ, რომ ის ავი, უხეში და სასტიკი იყო, თუმცა ვერც იმას უარყოფენ, რომ, ყველაფერთან ერთად, საოცრად მომხიბვლელიც ბრძანდებოდა.

მარია ტერესას ქცევას სასახლეში გამომწვევს ეძახდნენ. ქალი გამუდმებით ექიშპებოდა დედოფალ მარია ლუიზას. ერთხელ, დედოფლის დამცირებაც კი მოახერხა - გაიგო, როგორი კაბები შეუკვეთა მისმა მეტოქემ და ასეთივე კაბებში გამოწყობილი თავისი მოახლეები ღია ეკიპაჟით სასახლის ფანჯრებთან სასეირნოდ გაგზავნა.

გოიას სახელოსნოში ალბა სასახლის დიდებულების გამო მოხვდა, რომლებმაც ახალგაზრდა ქალს მხატვრის ნიჭიერებაზე ლაპარაკით „ყურები გამოუჭედეს“. ამასთანავე, მარია ტერესას გაგონილი ჰქონდა, რომ გოია ყრუ იყო და ცნობისმოყვარეობამ მისი ნახვა აიძულა.  

ამ დროს ჰერცოგინია 20 წლის ლამაზი, ჭკვიანი და მგრძნობიარე ქალი გახლდათ და რა თქმა უნდა, მხატვარი პირველივე ნახვისას მოხიბლა.

1796 წელს ჰერცოგინია ალბას მეუღლე გარდაიცვალა. „მგლოვიარე“ ქვრივმა ქმრის დატირება თავის ანდალუზიაში მდებარე სასახლეში გადაწყვიტა, სადაც გოიასთან ერთად, წელიწადზე მეტი დრო გაატარა.
მათი რომანი შვიდი წელი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, მხატვრისთვის მუზად ქცეული ჰერცოგინიას გარდა, სხვა ქალი არ არსებობდა.

სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა გოიას ცნობილი ორმაგი სურათი „შიშველი მახა“ და „ჩაცმული მახა“. სურათზე გამოსახული ქალის ჰერცოგინია ალბასთან მსგავსება იმდენად აშკარა იყო, რომ სკანდალის მიზეზი გახდა, რადგან იმდროინდელი ინკვიზიცია შიშველი ნატურის ხატვას სასტიკად კრძალავდა.





ჰერცოგინია ალბას უბრალო ხალხი აღმერთებდა, რადგან ქალს ისინი არისტოკრატებზე წესიერ ადამიანებად მიაჩნდა. მარია ტერესა ხალხს ეხმარებოდა, რაც გოიას აღაფრთოვანებდა... მას მშვენივრად ახსოვდა სოფელში გატარებული, ღარიბი ბავშვობა.
 
1790-იან წლებში მხატვრის შემოქმედებამ ტონალობა იცვალა. ნათელი ფერები ტრაგიზმმა ჩაანაცვლა. გოიას ნახატებში ღამის წყვდიადში ჩაძირული ფიგურები გაჩნდა...

ჰერცოგინია ალბა 1802 წელს, საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში გარდაიცვალა. ვარაუდობენ, რომ რომელიმე არაკეთილმოსურნემ ან დედოფალმა მოწამლა. საყვარლის გარდაცვალების შემდეგ, გოიამ „მახები აივანზე“ დახატა. მარია ტერესამ სიცოცხლეში იზრუნა საყვარელ მხატვარსა და მის ოჯახზე და ანდერძით გოიას ვაჟს ხავიერს ყოველთვიურად 3500 რეალი დაუნიშნა.

ჰერცოგინიას გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ, 1812 წელს მხატვრის მეუღლე ხოსეფა გარდაიცვალა. გენიოს ესპანელს მისი მხოლოდ ერთი პორტრეტი აქვს დახატული.

1808 წელს ესპანეთი ნაპოლეონმა დაიპყრო. ნაპოლეონის არმიის ჯარისკაცებმა ესპანეთის უმდიდრესი ჰერცოგის ალბას მეუღლის მარია ტერესას საფლავის გაძარცვა მოინდომეს და წასაღები რომ ვერაფერი ნახეს, მიცვალებულის ძვლები აქეთ-იქით მიმოფანტეს.

ესპანეთში ალბას ჰერცოგის მეუღლისა და გენიოსი მხატვრის რომანის შესახებ ბავშვმაც კი იცოდა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ „მახას“ მენატურე ულამაზესი მარია ტერესა იყო... ყველა - ალბების საგვარეულოს გარდა. რომანტიკული ლეგენდის გასაქარწყლებლად, მათ მე-20 საუკუნეში მარია ტერესას გვამის ექსჰუმაციაც მოინდომეს, რათა დაემტკიცებინათ, რომ მარია ტერესას ძვლების სიგრძე მახას პროპორციებს არ შეესაბამებოდა, მაგრამ ჯარისკაცების მაროდიორობის წყალობით, ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი გახდა და სიყვარულის ლეგენდამ გაიმარჯვა...
 
რაც შეეხება გოიას, სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გაატარა, სადაც 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. 
გენიოსი მხატვარი 1828 წლის 16 აპრილს მადრიდის სან ანტონიო დე ლა ფლორიდის ეკლესიაში დაკრძალეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?