ჩემი მეწყვილე, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი ცოლი და ჩემი გმირი...

სიყვარულის ისტორიები

23 სექტემბერი 12:00, 2017 წელი

ზოგჯერ ამბობენ, რომ სიყვარული „მოდიდან გადავიდა“ და ადამიანების გრძნობებს მხოლოდ ვნება და ანგარება განსაზღვრავს, თუმცა ამ თანამედროვე ახალგაზრდების სიყვარულის ამბავი საპირისპიროზე მეტყველებს... 

ჯეიკ კოატსი და ემი კოლეტი ზუსტად ერთი წლის წინათ, 2016 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. სამწუხაროდ, ემიმ ქორწინების წლისთავამდე ვერ იცოცხლა და 31 წლის ასაკში, სიცოცხლისთვის ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა...

ერთმანეთი 11 წლის ასაკში გაიცნეს და განუყრელ მეგობრებად იქცნენ. თავიდან ვერ აცნობიერებდნენ, როგორ გადაიზარდა ბავშვური მიჯაჭვულობა დიდ გრძნობაში, თუმცა ხვდებოდნენ, რომ უერთმანეთოდ არ შეეძლოთ. ჯეიკ კოატსი და ემი კოლეტი 16 წლის მოზარდები იყვნენ, როცა ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ.
მათი სიყვარული მარადიული ჩანდა, თუმცა, სასტიკმა დიაგნოზმა ყველაფერი შეცვალა...

თავის დღიურში ემი წერდა, რომ ჯეიკმა დანახვისთანავე მიიპყრო ყურადღება და მის გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. „ჩვენ სწრაფად დავმეგობრდით. 13 წლის ვიყავი, როცა ჯეიკმა „ჩემი კიბორჩხალა“  შემარქვა, 16 წლისას კი, როგორც იქნა, სიყვარულში გამომიტყდა. ჩვენ შეხვედრები დავიწყეთ და ასე სამი წელი გაგრძელდა, სანამ ორივემ უნივერსიტეტში ჩავაბარეთ“.

შეყვარებულებისთვის სწავლის პერიოდი რთული აღმოჩნდა, რადგან ერთმანეთს ათასობით კილომეტრი აშორებდათ. სწავლის დასრულების შემდეგ, ჯეიკმა სიდნეის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმად დაიწყო მუშაობა, ხოლო ემი ლონდონის სკოლაში ასწავლიდა.

წყვილი ერთმანეთს 10-წლიანი განშორების შემდეგ შეხვდა, 2015 წლიდან კონტაქტები გაახშირეს - ყოველდღე ტელეფონით საუბრობდნენ და ნახევარ დედამიწას კვეთდნენ, რათა ერთმანეთი ენახათ. საბოლოოდ, გადაწყვიტეს, რომ შვებულება ერთად გაეტარებინათ და ფილიპინებზე გაემგზავრნენ.

ინგლისში დაბრუნებისთანავე გოგონამ თავი შეუძლოდ იგრძნო და გამოკვლევის ჩასატარებლად კლინიკაში დაწვა. ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

როგორც კი თავზარდამცემი ამბავი შეიტყო, ჯეიკი ლონდონში ჩაფრინდა და საყვარელ ქალს გვერდიდან აღარ მოშორებია.
რამდენიმე კვირის შემდეგ, მან ემის ხელი შესთავაზა, თუმცა დაქორწინება მხოლოდ გოგონას საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ შეძლეს.
„ერთი წლის წინათ, ამ ღამეს ვერაფრით დავიძინე. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, რადგან დილას იმ ადამიანზე უნდა მექორწინა, ვინც მთელი ცხოვრება მიყვარდა. ხშირად ვერ ვიჯერებდი, რომ ისეთ გოგონას, როგორიც ემი იყო, ისეთი ბიჭი შეუყვარდა, როგორიც მე ვარ, და ამისთვის მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვიქნები. ჩვენ შესანიშნავი წყვილი ვიყავით და ახლა ჩემი მშვენიერი ემი ისე მენატრება, როგორც არასდროს“, -  ასე იხსენებს ჯეიკი შარშანდელ სექტემბერს.

ემა გამუდმებულ დაღლილობასა და სისუსტეს უჩიოდა და სწრაფად კარგავდა წონას. ექიმების თქმით, ცოტა ადრე მისი გადარჩენა შესაძლებელი იყო, თუმცა როცა მან კლინიკას მიმართა, მეტასტაზები მთელ ორგანიზმში იყო მოდებული.

როგორც კი მიხვდა, რომ ვეღარაფერს შეცვლიდნენ, ემიმ ჯეიკს შესთავაზა, თაფლობის თვეს, მოგზაურობის ნაცვლად, რამე სასიკეთო საქმე ეკეთებინათ. წყვილმა გადაწყვიტა, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია დაეწყო და ემის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დახმარებოდა.
ხალხის ყურადღება რომ მიექციათ, ემიმ და ჯეიკმა ლონდონიდან კოპენჰაგენის მიმართულებით ველოსიპედით მოგზაურობა და შეწირულობების შეგროვება დაგეგმეს. წყვილმა ჩრდილოეთის ზღვის ნაპირი ველოსიპედით მოიარა და გზად ბრიუგესა და ამსტერდამშიც შეიარა. საბოლოოდ, 130 000 ფუნტი სტერლინგი შეაგროვეს და კიბოთი დაავადებულთა დახმარების ფონდში ჩარიცხეს.



ემი ივნისში გარდაიცვალა. ჯეიკი საყვარელ ქალს ბოლო წუთამდე არ მოსცილებია და მისი სიკვდილის შემდეგ „ფეისბუკის“ გვერდზე ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:
„მის გარეშე თავს დაკარგულად ვგრძნობ. ავტომანქანის მართვისას, გვერდით მოხედვისა და ცარიელი სავარძლის დანახვის მეშინია. არ არსებობს წუთი, რომ მასზე არ ვფიქრობდე. ის ჩემი ჩრდილოეთი, სამხრეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი იყო. ის იყო ადამიანი, ვისთვისაც ყოველ დილას ვიღვიძებდი და ვცდილობდი, უკეთესი გავმხდარიყავი. ჩემი მეწყვილე, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი ცოლი და ჩემი გმირი...“

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?