ჰაერში დაფერფლილი სიყვარული - რატომ ეძებდა ჰოლივუდელი „ქარწაღებული“ სიკვდილს?

სიყვარულის ისტორიები

30 სექტემბერი 12:00, 2017 წელი

ჰოლივუდის ცნობილი ლოველასი. „ქარწაღებულების“ გამოსვლის შემდეგ ყველაზე სასურველი მამაკაცი. ხუთჯერ ოფიციალურად იყო დაქორწინებული, ხანმოკლე საყვარლების რაოდენობა თავადაც არ ახსოვდა... კლარკ გეიბლის თაყვანისმცემლები ვერასდროს იფიქრებდნენ, რომ მსახიობს მთელი ცხოვრება ერთი ქალი უყვარდა - ქალი, რომელიც ტრაგიკულად დაკარგა...

კლარკ გეიბლს დედა 7 თვის ასაკში დაეღუპა. ამის შემდეგ  ბიჭუნას აღზრდაზე დედინაცვალი ზრუნავდა, თუმცა დიდხანს არც მას უცოცხლია.

ქალის გარდაცვალების შემდეგ, 17 წლის კლარკი სახლიდან გაიქცა და საბურავების ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა. იმხანად ბროდვეის მსახიობ ჟოზეფინა დილონთან ჰქონდა რომანი, რომელმაც სცენაზე მოძრაობა ასწავლა, დიქცია დაუხვეწა და სამსახიობო სკოლაში ჩარიცხვაში დაეხმარა.

ჟოზეფინა კლარკზე 14 წლით უფროსი გახლდათ, თუმცა ამას ხანმოკლე ქორწინებისთვის ხელი არ შეუშლია. განქორწინების შემდეგ, გეიბლმა ერთმანეთის მიყოლებით გააბა რომანები ბალზაკის ასაკის მსახიობ ქალებთან, შემდეგ კი ნავთობის მაგნატის ქალიშვილზე დაქორწინდა, რომელიც, ჟოზეფინას მსგავსად, მასზე გაცილებით უფროსი გახლდათ. მსახიობს არასოდეს დაუმალავს, რომ პირველი ორი ცოლი ანგარებით მოიყვანა და ამაში სამარცხვინოს ვერაფერს ხედავდა.

რაც შეეხება სამსახიობო კარიერას, კლარკ გეიბლს მიაჩნდა, რომ წარმატებისთვის ყველა მონაცემი ჰქონდა: ნიჭი, გარეგნობა და ქარიზმა, თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში, მეორეხარისხოვან როლებს ვერ გასცდა. ბოლოს და ბოლოს, მოახერხა, რომ რეჟისორების ყურადღება მიექცია და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული მსახიობი გამხდარიყო.

ცოლი ერთხანს ეგუებოდა მის მრავალრიცხოვან რომანებს, თუმცა ბოლოს მისი მოთმინების ფიალაც აივსო. ქალმა განქორწინებისთვის სასამართლოს მიმართა და მსახიობს ქონების ნახევარი წაართვა, თუმცა კლარკის „მწუხარება“ დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ თვეში ის პოპულარულ მსახიობზე კეროლ ლომბარდზე დაქორწინდა.
წლების შემდეგ კლარკმა აღიარა, რომ კეროლი მისი ერთადერთი სიყვარული იყო, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე ვერ დაივიწყა.

სიფრიფანა და მინიატურული კეროლი ძლიერი ნებისყოფის ქალი აღმოჩნდა. ვერავინ ხვდებოდა, როგორ მოახერხა მექალთანე ქმრის მოთოკვა, თუმცა ფაქტია, რომ ეს შეძლო.

ჰოლივუდის ულამაზესი მსახიობები კლარკის მოხიბვლას უშედეგოდ ცდილობდნენ, რადგან მისი გული ერთადერთ ქალს ეკუთვნოდა. კეროლთან ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ეკრანებზე „ქარწაღებულები“ გამოვიდა და კლარკ გეიბლი ამერიკის ყველაზე სასურველ და სექსუალურ მამაკაცად აღიარეს.
მაყურებელი ამაოდ ელოდა ცნობას მთავარი გმირების შემსრულებელთა სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რადგან იმ დროს კლარკ გეიბლის ცხოვრებაში კეროლ ლომბარდი არსებობდა, ხოლო ვივიენ ლი ლოურენს ოლივიეზე გახლდათ შეყვარებული.
 
„მე სურვილები აღარ დამრჩა. მწვერვალზე ვდგავარ და ბედნიერი ვარ. ამაზე მეტი აღარაფერი არსებობს“, - განაცხადა ფილმის გამოსვლის შემდეგ გეიბლმა, თუმცა ბედი საშინელ გამოცდას უმზადებდა...  

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კეროლ ლომბარდი სამხედროებისთვის შემოწირულობების შეგროვების მიზნით წარმოებულ საქველმოქმედო პროგრამებში ჩაერთო. ქალი ქმრის დაინტერესებასაც ცდილობდა, თუმცა გეიბლს ჰოლივუდთან დადებული კონტრაქტი ასეთ აქტივობებს უკრძალავდა.
1942 წლის იანვარში კეროლი იძულებული გახდა, ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე მარტო წასულიყო. წასულიყო იმისთვის, რომ უკან აღარასოდეს დაბრუნებულიყო. კეროლის თვითმფრინავი მთას შეეჯახა და ყველა მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

კლარკ გეიბლისთვის ცოლის სიკვდილი მძიმე დარტყმა აღმოჩნდა, დიდხანს გონზე ვერ მოვიდა. სახლში ჩაიკეტა და სმას მიეძალა. შემდეგ ფრონტზე წასვლა გადაწყვიტა.

თავდაპირველად, მსახიობი პირველი კინემატოგრაფიული გაერთიანების ქვედანაყოფში მოხვდა, რომელიც ამერიკული არმიისთვის აგიტაციური შინაარსის დოკუმენტურ ფილმებს იღებდა. შემდეგ ოფიცერთა სკოლაში სწავლება გაიარა და ბომბდამშენის მსროლელის სპეციალობა აითვისა.

გეიბლი 351-ე საავიაციო დაჯგუფების რიგებში ჩარიცხეს და ბრიტანეთში გადაისროლეს, სადაც მისი ბომბდამშენი გერმანულ ქალაქებზე ავიადარტყმებს ახორციელებდა.
გეიბლის ანგარიშზე ოფიციალურად 5 საბრძოლო გაფრენა ირიცხება. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ მსახიობი ისეთი თავგანწირვით იბრძოდა, თითქოს, ცოლის მსგავსად, ჰაერში სიკვდილს ეძებდა.
გერმანულ ავიაგამანადგურებელთან შეტაკების შემდეგ, მის თვითმფრინავზე 15 ნატყვიარი დათვალეს, თუმცა „ქარწაღებული“ ომიდან უვნებლად დაბრუნდა და ისევ ალკოჰოლით სცადა მონატრების მტკივნეული გრძნობის ჩახშობა.

მოგვიანებით დაქორწინდა კიდეც, თუმცა თავადაც აღიარა, რომ სიმთვრალის გამო შეცდომა დაუშვა.
მსახიობმა სცადა, შვება მრავალრიცხოვან რომანებსა და მორიგ ქორწინებაში ეპოვა, თუმცა ამისგან არაფერი გამოვიდა. მისი უკანასკნელი ქორწინება ახალგაზრდა მსახიობთან შედგა, რომელიც გარეგნულად კეროლს წააგავდა, თუმცა იმ სხეულში სხვა სული იყო.

მსახიობი, რომელმაც სიყვარული და ბედნიერება ვეღარ იპოვა, 1960 წელს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, კლარკ გეიბლი თავისი ერთადერთი სიყვარულის, კეროლ ლომბარდის გვერდით არის დაკრძალული.

წყარო
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?