რატომ აღმერთებენ ქალები დენი დევიტოს?

სიყვარულის ისტორიები

21 ოქტომბერი 12:00, 2017 წელი

მას იცნობენ, როგორც „ქალების მუსუსს“, თუმცა ყოველი მორიგი რომანის შემდეგ ცოლთან ბრუნდება, თანაც კიდევ უფრო ძლიერი გრძნობით... 

„რა თქმა უნდა, მე და შენ იდეალური აღნაგობა და ლამაზი სახის ნაკვთები არ გვაქვს, მაგრამ ეს წარმატებაში ხელს არ შეგვიშლის“, - უთხრა დენი დევიტოს ცოლმა რეა პელერმანმა კარიერის დასაწყისში და სრულიად მართალი იყო...

17 ნოემბერს ჰოლივუდის ცნობილ კომიკოსს 73 წელი შეუსრულდება. არცთუ იდეალური გარეგნობის მიუხედავად, დევიტოს ქალების ყურადღება არასოდეს აკლდა. „ქალების მუსუსი“ არც თავად აკლებდა ქალებს ყურადღებას, თუმცა ყოველი რომანის შემდეგ, რომელიც, ძირითადად, ფილმის გადაღებასთან იყო დაკავშირებული, გულმოკლულ სატრფოს სინანულის გარეშე ტოვებდა და მეუღლეს უბრუნდებოდა.

ვინ არის რვა ქალი, რომლებსაც ცნობილი კომიკოსის მუზებად მიიჩნევენ?

რეა პელერმანი


დენი დევიტოს მეუღლე და საყვარელი ქალი, კომედიური ჟანრის მსახიობი, 67 წლის ქალბატონი და სამი შვილის დედა გახლავთ. დენიმ და რეამ ერთმანეთი 1970 წელს გაიცნეს. რეას ტანდაბალი კომიკოსი დანახვისთანავე შეუყვარდა და მის სპექტაკლებზე ყოველთვის წინა რიგებში იჯდა. ერთხელ გაბედა და სპექტაკლის შემდეგ ყუთით ნამცხვრები მიართვა, რითაც ტკბილეულის მოყვარული მსახიობის გული მოინადირა. გაცნობიდან ორი კვირის შემდეგ რეა საცხოვრებლად მანჰეტენზე დენის ბინაში გადავიდა. დევიტო ხშირად ხუმრობდა, რომ მასზე მეტად რეას მისი სახლის მისამართი მოეწონა. ისინი მხოლოდ 12 წლის შემდეგ, 1992 წელს დაქორწინდნენ და დღემდე ჰოლივუდის ყველაზე მეგობრულ წყვილად მიიჩნევიან.
10 წლის შემდეგ მათ კინოკომპანია „ჯერსი ფილმი“ დააფუძნეს, რომელიც ისეთი ფილმების შექმნაში მონაწილეობდა, როგორიცაა „მაკულატურა“, „ერინ ბროკოვიჩი“ და სხვ. დენი და რეა ერთად გადაიღეს ფილმში „მატილდა“, სადაც, რეალური ცხოვრების მსგავსად, ცოლ-ქმარი განასახიერეს.

დენი და რეა ერთმანეთს მხოლოდ იუმორის გრძნობით არ ჰგავდნენ. ისინი სიმაღლითაც ერთნაირები იყვნენ (154 სმ), რეასთვის დენი მხიარული და სექსუალური მამაკაცი იყო, დენის კი ის მოწონდა, რომ საყვარელი ქალის თვალებში ჩასახედად თავის მაღლა აწევა არ უწევდა.

2012 წლის ოქტომბერში დენი დევიტომ და რეა პელერმანმა განაცხადეს, რომ მათი 30-წლიანი ქორწინება დასასრულს მიუახლოვდა...
რენი და რეა განქორწინებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებიდან 5 თვის შემდეგ შერიგდნენ. დენიმ ყველაფერი გააკეთა მეუღლის დასაბრუნებლად. რაც შეეხება კომიკოსის მრავალრიცხოვან რომანებს, დევიტოს თქმით, მას უბრალოდ, იმის ცოდნა სჭირდებოდა, რომ მეუღლეს უყვარს და ეჭვიანობს.
დენისა და რეის სამი შვილი ჰყავთ: 32 წლის ლუსი, 30 წლის გრეის ფენ დე ვიტო და 27 წლის დენიელ დე ვიტო.

იზაბელა ჰოფმანი


დენი დევიტომ ამ მსახიობთან რომანი 1994 წელს, კომედიური ფილმის „აღორძინების ეპოქის ადამიანი“ გადაღებისას გააბა. მათი რომანის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როცა დილაუთენია, ერთ-ერთი სასტუმროდან ჩახუტებულები გამოვიდნენ. დევიტოს მეუღლეს სკანდალები არ მოუწყვია. სამაგიეროდ, იზაბელას ქმარი, მსახიობი სტივენ მემელი სასტიკად განრისხდა და მაშინვე ცოლთან განქორწინების შესახებ განცხადება გააკეთა.

ტყუპი დები კელი და საბრინა ოლდრიჯები


2006 წელს, კანადაში ფილმის „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ანუ მეზობლებისთვის შემოსვლა აკრძალულია“ გადაღებების დროს, დევიტოს ნომერში ხშირად იმართებოდა აღვირახსნილი ორგიები. ერთ-ერთი ასეთი ბობოქარი ღამის შემდეგ სრულიად შიშველი დები მსახიობის ნომერში ჯაკუზიში იპოვეს. ამ დროს, სკანდალზე, რომელმაც ტყუპი დების წარმატებულ კინოკარიერას წერტილი დაუსვა, კანადის ყველა გაზეთი წერდა.

სტეფანი კაცი


ამ მსახიობთან დევიტომ რომანი 2008 წელს, „დაშლილი სახლის“ გადაღებების დროს გააბა, თუმცა ფილმის დასრულებისთანავე, ქალიც დაავიწყდა და მისთვის მიცემული ყველა პირობაც.  

ლილა ურდა


სრულიად ნორჩ მსახიობთან კომიკოსმა რომანი 2009 წელს ფილმ „სექსოჰოლიკის“ გადაღებებზე გააბა, თუმცა, წინა შემთხვევის მსგავსად, ის ფილმის დასრულების შემდეგ აღარც გახსენებია.

ჯენი სერმონია




აზიელი ლამაზმანი და ჯგუფ „ჯოჯოხეთური კატების“ მოცეკვავე, რომელიც 2011 წელს ფილმში „სასტუმრო „ნუარი“ ეპიზოდურ როლში გადაიღეს. სწორედ აქ შენიშნა კომიკოსმა. მოქმედების სქემა იგივე იყო, რაც წინა შემთხვევებში: შამპანური - სასტუმრო - ლოგინი - დამშვიდობება.

იუტოპია ესექსი




ეს მსახიობი დევიტოს ცხოვრების მთავარი შეცდომაა, რომელიც კინაღამ ოჯახის დანგრევად დაუჯდა.
2012 წლის შემოდგომაზე რეამ შემთხვევით თვალი მოჰკრა ქმარს, რომელიც ფერადკანიან გოგონას ყურთან ნაზად კოცნიდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ დევიტო გოგონას თავის ფილმში „წმინდა სებასტიანი“ იღებდა.

სწორედ ამ ისტორიების შემდეგ შეარქვეს დენი დევიტოს წარუმატებელი დონ ჟუანი, რომელიც ყოველი რომანის შემდეგ ცოლთან უფრო დიდი გრძნობით ბრუნდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?