„ცოლად არ მოგიყვან“ - ქალების კერპი მამაკაცები, რომლებსაც დაქორწინება არ სურთ

სიყვარულის ისტორიები

18 ნოემბერი 12:00, 2017 წელი

ზოგიერთი მამაკაცისთვის თავისუფლება იმდენად ძვირფასია, რომ სიბერეს ბერბიჭად ხვდება. რატომ ვერ წყვეტენ მამაკაცები დაოჯახებას? მიზეზი ყველას თავისი აქვს, თუმცა ამ მიზეზებზე გულახდილად იშვიათად საუბრობენ. დღეს მოგიყვებით ქალების კერპ მამაკაცებზე, რომლებიც არასოდეს ყოფილან დაქორწინებული.

ლეონარდო დი კაპრიო (43 წლის)



ჯეიმს კამერონის „ტიტანიკის“ ეკრანებზე გამოსვლისთანავე, შეუდარებელმა ლეომ მილიონობით ქალის გული დაიპყრო. ოსკაროსანი მსახიობი, მილიონერი და ქველმოქმედი, იდეალური საქმროა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 40 წელს გადასცდა, ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობის გაბმას არ ჩქარობს. ლეონარდო, როგორც ტიპური ბერბიჭა, თავისუფალ დროს ისეთი ქალების გარემოცვაში ატარებს, რომლებთანაც ვალდებულებები არ აკავშირებს.
ერთ ქალთან ლეოს ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა ხუთ წელს ითვლის - 2000-დან 2005 წლამდე ის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მოდელს ჟიზელ ბიუნდჰენს ხვდებოდა. გრძელფეხება ბრაზილიელი ლამაზმანი დარწმუნებული იყო, რომ ლეოს საკურთხეველთან მიიყვანდა, თუმცა ასე არ მოხდა.
ჟიზელთან დაშორების შემდეგ ლეომ სხვა, არანაკლებ ეფექტურ მოდელ ბარ რაფაელთან გააბა რომანი.
მას შემდეგ მოდელების მოყვარული ბერბიჭა პარტნიორს ყოველწლიურად იცვლის და ამბობს, რომ ოდესმე შეიძლება დაქორწინდეს კიდეც.
„ყველაფერს თავისი დრო აქვს. შეუძლებელია, წინასწარ დაგეგმო ქორწინება. თუ მოსახდენია, მოხდება“, - განაცხადა დი კაპრიომ შარშან ჟურნალი Parade-თან ინტერვიუში. ლეოს თქმით, მისთვის ქალის გარეგნობა მეორეხარისხოვანია. „მე მომწონს თავმდაბალი ქალები, რომლებსაც იუმორის გრძნობა აქვთ და ისტერიკებს არ აწყობენ“, - განაცხადა მსახიობმა.


დევიდ განდი (38 წლის)



ბერძნული ღვთაების ფიგურის მქონე ბრიტანელი სამოდელო ბიზნესის ცოცხალი ლეგენდაა და, ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი. არის პროფესიონალი მრბოლელი, წერს საავტორო სვეტებს მოდის შესახებ მსოფლიო გამოცემებში. ამასთანავე, დიდ დროსა და ფულს უთმობს ქველმოქმედებას... და ის ჯერ კიდევ უცოლოა. შარშან განდიმ საზოგადოებას თავისი ახალი რჩეული, ადვოკატი სტეფანი მენდორსი წარუდგინა, თუმცა დაქორწინებას ჯერჯერობით არ ჩქარობს. „ქორწინებას აუცილებლობად არ ვთვლი, თუმცა ბავშვები ძალიან მინდა. ყველაფერს თავისი დრო აქვს. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ ძნელია მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება, როცა გამუდმებით გზაში ხარ“, - განაცხადა დევიდ განდიმ Irish Times-თან ინტერვიუში.


კიანუ რივზი (54 წლის)




მარად ახალგაზრდა და მარად ბერბიჭა კიანუ რივზი ნამდვილი მარტოხელა მგელია. მსახიობმა დღემდე ვერ შეძლო ტრაგიკულად დაღუპული შეყვარებულის ჯენიფერ საიმის დავიწყება. კიანუს ცდუნება და დეპრესიიდან გამოყვანა ულამაზესმა შარლიზ ტერონმაც კი ვერ მოახერხა. „ძალიან მინდა დაქორწინება და შვილების ყოლა, თუმცა ეს მწვერვალია, რომელზე ასვლაც მომიწევს. აუცილებლად განვახორციელებ ჩანაფიქრს, უბრალოდ, ამისთვის დრო მჭირდება“, - ამბობდა მსახიობი 2006 წელს People-თან ინტერვიუში. როგორც ჩანს, ჩანაფიქრის განხორციელების დრო 11 წლის შემდეგაც არ დამდგარა და არავინ იცის, ოდესმე დადგება თუ არა.


 


ჯერარდ ბატლერი (48 წლის)




ის ნამდვილად არის თანამედროვე, თავდაჯერებული და წარმატებული კაცის სახე და რა გასაკვირია, რომ ქალების განსაკუთრებული მოწონებით ყოველთვის სარგებლობს. შოტლანდიელი ლოველასის არაერთი კოლეგა ცდილობდა მასთან ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობის გაბმას, თუმცა მისი ტემპერამენტული ბუნება ერთფეროვნებას ვერ ეგუებოდა.
2014 წლიდან 2016 წლამდე ჯერარდი დიზაინერ მორგან ბრაუნს ხვდებოდა. მსახიობს თავისი რჩეულის ყველაფერი მოსწონდა, მაგრამ, როგორც კი ქალმა ქორწინებაზე სიტყვა ჩამოუგდო, მისი ცხოვრებიდან უკვალოდ გაქრა.
რამდენიმე წლის წინათ ერთ-ერთმა გამოცემამ მსახიობს ქორწინების შესახებ ჰკითხა, რითაც ძალიან გააბრაზა. ბატლერმა კატეგორიული უარი განაცხადა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე. როგორც ჩანს, მისის ბატლერად ქცევის შანსი მსოფლიოში არცერთ ქალს არ აქვს.


ჰიუ გრანტი (57 წლის)




ბრიტანელი ქალების გულთამპყრობელი 90-იანი წლების ბოლოს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად მიიჩნეოდა და ნამდვილი პლეიბოის რეპუტაცია ჰქონდა.
მსახიობის მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ჰიუ, ბოლოს და ბოლოს, ელიზაბეტ ჰარლიზე იქორწინებდა, რომელიც ყველაზე მძიმე წუთებშიც კი მსახიობის გვერდით იყო. თუმცა, გრანტისთვის თავისუფლება უფრო ძვირფასი აღმოჩნდა და 13-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, საყვარელ ქალს დაშორდა.
7 წლის წინათ მსახიობი პირველად გახდა მამა, თუმცა ბავშვის დედაზე, ჩინური რესტორნის თანამშრომელ ტინგლან ჰონგზე არ დაქორწინებულა.
2012 წელს ვარსკვლავს შვედმა პროდიუსერმა ანა ებერშტაინმა გაუჩინა შვილი.
მოგვიანებით, ტინგლანმაც და ანამაც გრანტი კიდევ თითო შვილით დაასაჩუქრეს, თუმცა უკვე მრავალშვილიანი მსახიობის საკურთხეველთან მისაყვანად ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი.
შარშან ჰიუ გრანტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მონოგამიური ურთიერთობების არ სჯერა. „ძალიან ცოტა ბედნიერ ოჯახს ვიცნობ, დანარჩენები საშინლად უბედურები ჩანან. არა მგონია, რომ ბედნიერებას კონკრეტული რეცეპტი აქვს, მაგრამ ის ნამდვილად არ არის ოფიციალური ქორწინება. საერთოდ, ყველაფერი ხანგრძლივი და მარადიული მაშინებს“, - აღიარა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.


ოუენ უილსონი (48 წლის)




ოუენ უილსონი ნიჭიერი, ქარიზმატული, კარგი გარეგნობით და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული მსახიობია. თუმცა, ღირსებების მიუხედავად, პირადი ცხოვრების მოწყობა ვერაფრით მოახერხა.
90-იანი წლების ბოლოს უილსონი მომღერალ შერილ კროუს ხვდებოდა. მასთან დაშორების შემდეგ კი რომანი კეიტ ჰადსონთან გააბა.
ყველაფერი მშვენივრად იყო, სანამ კეიტმა მსახიობ დექსი შეპარდთან არ უღალატა. ოუენმა საყვარელი ქალის ღალატი იმდენად განიცადა, რომ თვითმკვლელობა სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს, მან კი საყვარელ ქალთან ურთიერთობის აღდგენა ვეღარ მოახერხა.  
უილსონი იმდენად მიეჩვია ბერბიჭული ცხოვრების სტილს, რომ უკვე აღარაფრის შეცვლას არ აპირებს. ამჟამად ის ორ შვილს ზრდის, რომლებიც ორი სხვადასხვა ქალისგან ჰყავს, თუმცა არცერთ მათგანზე დაქორწინებას არ აპირებს.  


ედრიან ბროუდი (45 წლის)




უნიჭიერესი ამერიკელი მსახიობი, რომელმაც ყველაზე ახალგაზრდა ასაკში, 29 წლისამ მიიღო ოსკარი, 2006-დან 2009 წლამდე ედრიან ბროუდი ესპანელ მსახიობს ელზა პატაკის ხვდებოდა. საყვარელი ქალისთვის მსახიობმა ულამაზესი ციხე-კოშკი იყიდა. ბროუდი ოცნებობდა, რომ ოდესმე პატაკი მისი ცოლი გახდებოდა და უამრავ შვილს გაუჩენდა, თუმცა მის ოცნებებს ასრულება არ ეწერა - ქალმა ოლივიე მარტინესი არჩია. რამდენიმე წელია „პიანისტის“ მთავარი როლის შემსრულებელი ახალგაზრდა მოდელს ლარა ლეიტოს ხვდება, თუმცა მის ცოლად მოყვანას არ აპირებს.


ალ პაჩინო (78 წლის)




მეგა ვარსკვლავს სამი შვილი ჰყავს, თუმცა დაქორწინებული არასოდეს ყოფილა. სოლიდურ ასაკშიც კი მსახიობი იმდენად უფრთხილდება საკუთარ თავისუფლებას, რომ ქორწინების გაგონება არ სურს. ბოლო რვა წელია, ალ პაჩინო 38 წლის არგენტინელ მსახიობ ლუსილა სოლთან ერთად ცხოვრობს. სავარაუდოდ, ლუსილას მსახიობის ყოფილი ქალების მსგავსად, თავისი მდგომარეობა სრულიად აკმაყოფილებს. 
ალ პაჩინოს ერთ-ერთმა მეგობარმა მწერალმა ლოურენს გრობელმა ჟურნალი People-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსახიობი ოჯახს არასოდეს შექმნის. „მამამ რომ მიატოვა, ალი სულ პატარა იყო, ამიტომ მას არ სურს, რომ მის ცხოვრებაშიც იგივე განმეორდეს. ამასთანავე, ალს ძალიან რთული ხასიათი აქვს, მასთან ცხოვრება მარტივი არ არის“.

დღის ჰოროსკოპი

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - ჯანსაღი კვების ორი „დედოფალი“. დანარჩენი კომპონენტები კი მათ ნაზ სტრუქტურასა და დიდებულ გემოს უსვამს ხაზს.
საკნატუნო ამბები

GoPro პენისისთვის - ინტიმური ვიდეოკამერა (+18)

ლაივის ჩართვის ფუნქცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა, მსგავსი ფუნქცია იგეგმება. დაველოდოთ...  
დღის ჰოროსკოპი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ლეგენდარული ფილმები, რომლებიც ქალებმა გადაიღეს

რეჟისორობა დიდი ხანია აღარ მიიჩნევა მამაკაცურ პროფესიად. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უკვე საუკუნეა, გადაღებების პროცესს ხელმძღვანელობენ და საკულტო ფილმებს იღებენ.
ამბები

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.
დღის ჰოროსკოპი

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა

ვარსკვლავებს ყოველდღიურად ასობით, იქნებ ათასობითაც, ფოტოს უღებენ, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ხვდება საზოგადოების yuradRebis centrSi.
საკნატუნო ამბები

კომბოსტო-ვაშლი-ფორთოხალი - საგაზაფხულო დიეტა

ზამთარში დაგროვილი კილოგრამების მოშორების სეზონი დაიწყო - დაიწყეთ გაზაფხული ახალი წონითა და შესანიშნავი ფორმებით.
საკნატუნო ამბები

6 პოზა მათთვის, ვისაც ძალიან ეზარება, მაგრამ სექსი უნდა

სექსის სურვილი ცეცხლს გიკიდებთ, მაგრამ ცოტა მაინც გეზარებათ, რადგან ხვალ ადრე უნდა ადგეთ. ლტოლვა კი არ გეშვებათ - ნაცნობი სიტუაციაა? ჰოდა, სპეციალურად თქვენთვის - 6 პოზა, პირობითი სახელით: „მინდა, მაგრამ მეზარება“.  
დღის ჰოროსკოპი

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?