რატომ დაქორწინდა მამაკაცი ქალზე, რომელსაც ღვიძლი გადაუნერგა?

სიყვარულის ისტორიები

2 დეკემბერი 12:00, 2017 წელი

კანადელი კრის დემპსი თავის მეუღლეს, ჰიზერ კრიუგერს სამი წლის წინათ შეხვდა. როცა ერთმანეთი გაიცნეს, გოგონა სიკვდილს ებრძოდა. ექიმების პროგნოზით, ღვიძლის გადანერგვის გარეშე, ჰიზერს მხოლოდ ორი თვის სიცოცხლე ჰქონდა. სასოწარკვეთილი მშობლები შვილის გადასარჩენად დონორს ეძებდნენ. ეს ურთულესი ამოცანა აღმოჩნდა, რადგან ღვიძლის გადანერგვის მსურველთა რიგში 119 000-ზე მეტი ადამიანი იდგა. გოგონას კი ლოდინის დრო აღარ ჰქონდა...

კრის დემპსიმ სრულიად შემთხვევით მოჰკრა ყური, როგორ ყვებოდა მისი კოლეგა, რომ მის ნათესავს სასწრაფოდ ღვიძლის დონორი ესაჭიროება. „ასეთ სიტუაციაში საკუთარი თავი ან ჩემი ოჯახის წევრი წარმოვიდგინე და მივხვდი, როგორ სჭირდებოდა ადამიანს დახმარება“, - ამბობს კრისი.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მამაკაცს შეეძლო, 27 წლის ჰიზერის დონორი გამხდარიყო. წყვილი ერთმანეთს პირველად 2015 წლის თებერვალში შეხვდა. მოგვიანებით, გოგონამ აღიარა, რომ დედასთან ერთად, სიხარულისგან ხმამაღლა ტიროდა, როცა გაიგო, რომ სიცოცხლის გაგრძელების შანსი ჰქონდა.
ერთმანეთი პირველივე შეხვედრისას მოეწონათ. თავადაც ვერ შენიშნეს, რომ მალე ერთმანეთის ნახვა მოთხოვნილებად ექცათ. კრისმა გოგონა რესტორანში სავახშმოდ დაპატიჟა, შემდეგ კი მასთან ერთად დაიწყო მოტოციკლეტისტების კლუბში სიარული, რომელიც ჰიზერის გადასარჩენად საქველმოქმედო კომპანიას აწარმოებდა.

პირველი შეხვედრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ილინოისის უნივერსიტეტის კლინიკაში ღვიძლის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია ჩატარდა.
„რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, რადგან ყოველთვის არსებობს შანსი, რაღაც ისე არ მოხდეს, როგორც დაგეგმილია, თუმცა გადაწყვეტილების შეცვლაზე არასოდეს მიფიქრია“, - აღიარა მოგვიანებით კრისმა. ოპერაციიდან 8 თვის შემდეგ კრისი და ჰიზერი ჩიკაგოში სამოგზაუროდ წავიდნენ. 19 თვის შემდეგ როცა მიხვდნენ, რომ იმაზე მეტი რამ აკავშირებდათ, ვიდრე უბრალო სიმპათიაა, წყვილი დაქორწინდა.

„ვფიქრობ, ეს გაცილებით ემოციური იყო, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება. განსაკუთრებით, ჰიზერის მშობლებისთვის, რომლებმაც კარგად იციან, რა გადავიტანეთ. როცა დონორობაზე დავთანხმდი, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ეს ადამიანი შემიყვარდებოდა, მაგრამ ასე მოხდა და ამით უზომოდ ბედნიერი ვარ“, - განაცხადა კრისმა.

წყარო
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?