სიყვარულიდან სიძულვილამდე - რატომ დაგეგმა ავმა ქვრივმა საყვარლის მკვლელობა?

სიყვარულის ისტორიები

23 დეკემბერი 12:00, 2017 წელი

დარია სალტიკოვა ისტორიაში მწამებლის სახელით შევიდა. არადა, ვინ იფიქრებდა, რომ დიდგვაროვანთა ოჯახში გაზრდილი ლამაზი გოგონა სადისტად ჩამოყალიბდებოდა?!

ბავშვობაში დარია, თანატოლების მსგავსად, ლამაზ სიყვარულსა და თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე ოცნებობდა. მომხიბვლელი გარეგნობისა და მიმზიდველი მანერების ქალიშვილს პრინცის ლოდინი დიდხანს არ მოუხდა და მდიდარ ოფიცერს გლებ სალტიკოვს ცოლად გაჰყვა.

ქორწინების შემდეგ ახალგაზრდა ქალმა ქმარს ერთმანეთის მიყოლებით, ორი ვაჟი აჩუქა, მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. სალტიკოვი მალე გარდაიცვალა და ახალგაზრდა ქვრივს დიდძალი ქონება დაუტოვა.

დარიამ ხელმეორედ გათხოვება გადაწყვიტა და საქმროების ძებნას შეუდგა, მაგრამ ამჯერად, დარიას ქმრობის მსურველი პრინცი არსად ჩანდა. დრო გადიოდა, მარტო დარჩენილ ქალს აგრესია ეუფლებოდა და ბრაზს საკუთარ მოახლეებსა და გლეხის ქალებზე იყრიდა.
მალე ჭორები დაირხა, რომ დარია თავის გლეხებს სასტიკად აწამებდა. ბევრი ტანჯვას ვერ უძლებდა და იღუპებოდა. მათ გაავებული ქვრივი ღამით, ჩუმად ამარხვინებდა.

მემამულე ქალის ბოროტი და გაუწონასწორებელი ხასიათით მარტო ყმა გლეხები კი არა, მეზობლებიც ზარალდებოდნენ.
ქვრივის მეზობლად ოფიცერი ნიკოლაი ტიუტჩევი ცხოვრობდა. ახალგაზრდა კაცი ნადირობის ტრფიალი გახლდათ და გარეული ცხოველის დევნაში გართული ზოგჯერ ავი მეზობლის ტყეებშიც ხვდებოდა.

ერთხელ, თავის მამულებში სასეირნოდ გასულმა დარიამ გასროლის ხმა გაიგონა. ქალი სასტიკად განრისხდა და მის მიწაზე შემოპარული მონადირის შეპყრობა ბრძანა. ქვრივი არ ელოდა, რომ „წესრიგის დამრღვევი“ ახალგაზრდა და სიმპათიური ოფიცერი იქნებოდა, თუმცა უკან არ დაიხია და მისი სარდაფში ჩაგდება ბრძანა.

დარიას ტიუტჩევი რამდენიმე დღე ჰყავდა დატყვევებული და ამ ხნის მანძილზე ყოველდღიურად ნახულობდა, რათა დაემცირებინა და წყობიდან გამოეყვანა.
ტიუტჩევი მშვიდი და განათლებული კაცი იყო, მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა და პროფესიის წყალობით, კონფლიქტების მოგვარება ეხერხებოდა, მაგრამ გაავებულ ქვრივთან ვერაფერი გააწყო. ერთხელ, ოფიცერი იმდენად გამოვიდა მდგომარეობიდან, რომ გაცოფებულ ქალს ხელი დაარტყა და მისდა გასაოცრად, ამ მეთოდმა გაამართლა!
როგორც კი მამაკაცის ძლიერი ხელი იგრძნო, სალტიკოვა დამშვიდდა, ოფიცერი თავის საძინებელში შეიყვანა და დილამდე აღარ გამოუშა. მალე ყველამ გაიგო, რომ ქვრივის პირადი ტყვე მისი საყვარელი გახდა და ყმა გლეხებმა დროებით ამოისუნთქეს... მათთვის ჯერჯერობით არავის ეცალა.
 
თავიდან ტიუტჩევი უცნაური და იდუმალებით მოსილი ქვრივის პერსონით დაინტერესდა და რომანის გაგრძელება გადაწყვიტა. როგორც კი თავისუფალ დროს იხელთებდნენ, წყვილი მგზნებარე სასიყვარულო პაემნებს აწყობდა და რამდენიმე დღით იკარგებოდა. დარია მოუთმენლად ელოდა, როდის მიიღებდა ოფიცრისგან ხელისა და გულის შეთავაზებას, თუმცა ტიუტჩევი არ ჩქარობდა და ექვსი წლის მანძილზე ჯიუტად ამბობდა უარს მდიდარი ქვრივის ცოლად მოყვანაზე.

როგორც ჩანს, მთელი ამ დროის მანძილზე, ოფიცერი ქვრივის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ დარია უამრავი გლეხის სიკვდილში იყო დამნაშავე.
ამის შემდეგ მან სასტიკ ქალთან ურთიერთობის დამთავრება გადაწყვიტა და ამის შესახებ, პირდაპირ უთხრა. ამის გაგებაზე დარია თითქოს გაცოფდა - მან საყვარლის ცივ სარდაფში ჩაგდება ბრძანა.

ოფიცერი სიკვდილისგან ახალგაზრდა გლეხმა ქალმა იხსნა, რომელმაც სარდაფის კარი გაუღო და გაქცევაში დაეხმარა.
1762 წელს ოფიცერმა ვინმე პელაგია პანიუტინაზე დაქორწინება გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი დარია სალტიკოვას ყურამდეც მივიდა და საღად განსჯის უნარი საბოლოოდ დააკარგვინა.
ქვრივმა გადაწყვიტა, ყოფილ საყვარელს და მის საცოლეს ისევე მოქცეოდა, როგორც საკუთარ ყმებს და ორივე დაეხოცა. დარიამ თავის ორ ყმას საყვარლისა და მისი საცოლის მოკვლა და მათი სახლების გადაწვა უბრძანა. შეყვარებულები იმან იხსნა, რომ გლეხებს დიდგვაროვნების მოკვლის შეეშინდათ და საფრთხის შესახებ გააფრთხილეს.

ამის შემდეგ, დარიამ ბრიანსკის მამულში მიმავალი წყვილისთვის ჩასაფრების მოწყობა და მკვლელობა გადაწყვიტა, მაგრამ წინდახედულმა ტიუტჩევმა საცოლე სხვა გზით წაიყვანა და მომხდარის შესახებ ხელისუფლებას შეატყობინა.

განუხორციელებელი შურისძიების გამო ქალი კიდევ უფრო გაბოროტდა და გლეხების წამებასა და ხოცვას გაორმაგებული ტემპებით მიჰყო ხელი, მაგრამ აღარ დასცალდა - ის შეიპყრეს და სასამართლოს გადასცეს, რომელმაც მიწისქვეშა კამერებში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ნიკოლაი ტიუტჩევი პელაგია პანიუტინაზე დაქორწინდა და მყარი ოჯახი შექმნა. მოგვიანებით, მან თავის მამულთან მიმდებარე მიწები, მათ შორის, დარიას მამულებიც შეისყიდა.
წლების შემდეგ, ოფიცერს შვილიშვილი თევდორე შეეძინა - მომავალი რუსი პოეტი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?