ის გარეგნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ, როგორც ჰყვებიან, „მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავდა“

სიყვარულის ისტორიები

3 თებერვალი 12:00, 2018 წელი

მან კარიერის მანძილზე 300-ზე მეტი როლი შეასრულა. ეს ტანდაბალი, ბავშვური იერის მსახიობი მრავალმილიონიანმა საბჭოთა მაყურებელმა ელდარ რიაზანოვის „სამსახურებრივი რომანით“ (1977 წ.), რომელშიც მდივანი ვეროჩკა ითამაშა, განსაკუთრებულად შეიყვარა. ლია ახეჯაკოვას, როგორც ქალს, ასევე, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა ნამდვილ სიყვარულს 63 წლის ასაკში შეხვდა! 


ლია ახეჯაკოვა 1938 წელს დნეპროპეტროვსკში (უკრაინა), თეატრალურ ოჯახში დაიბადა. მამინაცვალი თეატრის მთავარი რეჟისორი იყო, დედა - მსახიობი. გოგონა, ფაქტობრივად, თეატრში გაიზარდა, რამაც მისი მომავალი განაპირობა.


ომის შემდგომ წლებში მსახიობის შრომა ერთ-ერთი ყველაზე მცირედ ანაზღაურებადი გახლდათ, ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ, მსახიობობაზე მეოცნებე გოგონამ, მშობლების თხოვნით, საბუთები, თეატრალურის ნაცვლად, ფერადი მეტალების ინსტიტუტში შეიტანა. წელიწად-ნახევრის შემდეგ მიხვდა, რომ თეატრის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში (ГИТИС) ჩააბარა, რომელიც 1962 წელს წარმატებით დაამთავრა.
როცა მამინაცვალმა ლიას გადაწყვეტილების შესახებ გაიგო, საშინლად გაბრაზდა და გოგონა გააფრთხილა, რომ ოჯახი თავისი პრობლემებით არ შეეწუხებინა, თუმცა ლია სირთულეებისთვის მზად იყო...
ინსტიტუტში სწავლის პარალელურად, გოგონამ ქარხანაში მუშაობა დაიწყო.


ლიას პირველი სიყვარული იმ დროისთვის ცნობილი მსახიობი ვალერი ნოსიკი გახდა.



მიუხედავად იმისა, რომ მათ ურთიერთობაში განსაკუთრებული რომანტიკა არ იგრძნობოდა, წყვილი მალე დაქორწინდა.
ლიამ საკუთარი თავი მთლიანად ქმარს მიუძღვნა და ცდილობდა, მისი ბოჰემური ცხოვრების სტილისთვის ყურადღება არ მიექცია, თუმცა ნოსიკი „ემოციურ განტვირთვას“ ალკოჰოლსა და ქალებში ეძებდა და ცოლის თავგანწირვა საერთოდ არ აღელვებდა.
როგორც კი ქმრის რომანის შესახებ შეიტყო, ლიამ უხმოდ ჩაალაგა ჩემოდანი და ქმრის სახლი სამუდამოდ დატოვა.

მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა. საინტერესო მსახიობმა მალე მხატვარ ბორის ყოჩეიშვილის ყურადღება მიიქცია. იმ დროისთვის ლია უკვე ცნობილი მსახიობი და ახლად შექმნილი ოჯახის ძირითადი მარჩენალი გახლდათ, ხოლო ბორისის ნახატები ცუდად იყიდებოდა.




მხატვარი წარუმატებლობას იმდენად განიცდიდა, რომ ლიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა და საფრანგეთში ყოჩეიშვილის ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. ამის შემდეგ, მხატვრის ცხოვრებაში თავბრუდამხვევი წარმატების პერიოდი დაიწყო. მალე მხატვრის შემოსავალმა მსახიობის ხელფასს რამდენჯერმე გადააჭარბა და ნელ-ნელა  ყოჩეიშვილისთვის ლია უსარგებლო და უინტერესო ადამიანად იქცა.
ცოლ-ქმარი იმდენად გაუცხოვდა, რომ ლია ქმარს დასცილდა და მამაკაცებით გულგატეხილმა გადაწყვიტა, რომ აღარასოდეს გათხოვდებოდა.

მარტოობა 10 წელი გაგრძელდა, მაგრამ ბედისწერა მსახიობს კიდევ ერთ გამოცდას უმზადებდა.




2011 წელს წვეულებაზე სტუმრად მყოფმა 63 წლის ახეჯაკოვამ ფოტოკორესპონდენტი ვლადიმერ პერსიანინოვი გაიცნო... 
რამდენიმე თვის შემდეგ ვლადიმერმა მსახიობს ცოლობა სთხოვა. წყვილი ახლობლებისგან მალულად, ჩუმად შეუღლდა.
მიუხედავად ასაკში დიდი სხვაობისა, ლიამ, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილი სიყვარული და ოჯახური ბედნიერება იპოვა. ვლადიმერმა ქალს ის სითბო და მზრუნველობა აჩუქა, რომელსაც პირველ ორ ქორწინებაში მოკლებული იყო, თუმცა შვილი არც ერთი ქორწინებიდან არ დარჩენია...

ლია ახეჯაკოვა 2017 წელს, 79 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა.

წყარო
ამბები

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში დღეს, 24 აპრილს გაიმართა.
კინო

13 ვარსკვლავი, რომლებიც დროში მოგზაურობენ

იცოდით, რომ რეპერი Jay Z 1939 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში დასეირნობდა? ან ის, რომ XV საუკუნის ფრესკაზე სტალონე პროფილშია გამოსახული?
დღის ჰოროსკოპი

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

20 ფოტო, რომლებიც აღგაფრთოვანებთ

ზოგჯერ ერთი ფოტო მთელ ისტორიას ჰყვება და ემოციების კასკადს იწვევს. ამის მიზეზი ხან იღბალია, ხან - სწორად შერჩეული რაკურსი, ხან - ულამაზესი პეიზაჟი, ხან კი - უნიკალური მოვლენა...
საკნატუნო ამბები

ხუთი მიზეზი, რატომ არის კარგი სექსი დილით

დილაობით სექსი არაა მარტივი საქმე: ხან გამოფხიზლება გვიჭირს, ხან სამსახურში გვაგვიანდება, შესაძლოა, ბავშვებიც გვყავს მოსამზადებელი... მაგრამ სექსოლოგები ჯიუტად ცდილობენ აგვიხსნან, რატომ არის დილის სექსი შესანიშნავი.    
დღის ჰოროსკოპი

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მე-3 კორპუსი), 24 აპრილს, 14:00 საათზე, ასტრო-ენათმეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია-ლექცია ჩატარდება.
საკნატუნო ამბები

10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს

დაბერების შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეული მუდმივად იცვლება და წლების მატებასთან ერთად, ახლებურად გამოიყურება. ამიტომაც აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი ასაკობრივი ცვლილება მიიჩნევა ნორმად და რომელი - არა.
საკნატუნო ამბები

10 წვრილმანი, რაც კაცს აღაგზნებს

ეს წვრილმანები ერთი შეხედვით უცნაურებია, მაგრამ საკმაო ძალა აქვთ იმისთვის, რომ კაცის პულსის სიხშირე წუთში 70-დან 150-მდე აწიონ...  
დღის ჰოროსკოპი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც წარსულს სულ სხვა თვალით დაგანახვებთ

ეს ფოტოები გასულ საუკუნეში გამოგზაურებთ და საოცარ ამბებს აღმოგაჩენინებთ...