შურისძიება უპასუხო სიყვარულისთვის - როგორ იქცეოდნენ ცნობილები?

სიყვარულის ისტორიები

3 მარტი 12:00, 2018 წელი

უპასუხო სიყვარული ზოგ ადამიანში დეპრესიას იწვევს, ზოგი კი ამას პირად შეურაცხყოფად აღიქვამს და „დამნაშავის“ სასტიკად დასჯაზე ფიქრობს...

1. ცნობილია, რომ ინგლისელი ფერმწერი და ლონდონის სამხატვრო აკადემიის პირველი პრეზიდენტი ჯოშუა რეინოლდსი 20 წლით უმცროს გერმანელ მხატვარზე ანგელიკა კაუფმანზე იყო შეყვარებული.




სიყვარული ცალმხრივი გახლდათ, რადგან ანგელიკას მეორეხარისხოვანი როლები არ იზიდავდა და ჯოშუას ჩრდილად ყოფნა არ სურდა.
შეურაცხყოფილმა მხატვარმა შურისძიება გადაწყვიტა და მზაკვრული გეგმა შეიმუშავა. მან მოახერხა და ულამაზეს ანგელიკას გრაფი გორნის უკანონო შვილი და ცნობილი თაღლითი ფრედერიკ ბრანდტი დაახლოვა. მოვლენები გეგმის მიხედვით განვითარდა - ანგელიკას არამზადა შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა. ქალიშვილმა ქმრის შესახებ სრული სიმართლე მხოლოდ ქორწინების მეორე დღეს შეიტყო და ბრანდტს დაუყოვნებლივ გასცილდა. წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, კაუფმანი, რეინოლდსის მსგავსად, სიცოცხლის ბოლომდე მარტო დარჩა.

2. ბავარიის მეფე ლუდვიგ მეორე ლამაზი და რომანტიკული ახალგაზრდა იყო. მას ყოველთვის უამრავი მშვენიერი ქალი ეხვია გარს, თუმცა თვალი რატომღაც საკუთარ გათხოვილ ბიძაშვილს, 8 წლით უფროს ელიზავეტას დაადგა.




ლუდვიგი მალე მიხვდა, რომ ავსტრია-უნგრეთის პრინცის, ფრანც-იოსების ერთგული მეუღლე ქმრის ღალატს და ბიძაშვილთან სარეცელის გაზიარებას არ აპირებდა და უარყოფილმა, შურისძიების მიზნით, ხელი ელიზაბეტის უმცროს დას სთხოვა. სამეფო კარზე ქორწილისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად, მეფემ ნიშნობა გააუქმა. ის სიკვდილამდე ელიზავეტას ერთგული დარჩა, რის გამოც ზოგი შეშლილად, ზოგი კი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანად მიიჩნევდა.



3. დანიის პრინც-კონსორტმა (კონსორტი - დედოფლის ქმარი, რომელიც მონარქი არ არის), გრაფმა დე ლაბორდ დე მონპეზამ თავის მეუღლეზე - დანიის დედოფალ მარგარიტა მეორეზე ძალიან ორიგინალურად იძია შური.


დავის მიზეზი ტიტული გახდა. 50-წლიანი ქორწინების მანძილზე, გრაფმა დედოფალს რამდენჯერმე სთხოვა, მეფე-კონსორტის ტიტული ებოძებინა, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ეს გახდა სამეფო ოჯახში განხეთქილების მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ დედოფალმა პრინც-კონსორტს ორი მშვენიერი ვაჟი აჩუქა, ცოლზე გაბრაზებული პრინცი მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნდა. მან ანდერძი დაწერა, სადაც სიკვდილის შემდეგ, მეუღლის გვერდით დამარხვაზე  კატეგორიული უარი განაცხადა. „დამმარხეთ, სადაც გსურთ, ოღონდ მარგარიტას გვერდით არა!“ - წერია ანდერძში.


4. „სევილიელი დალაქისა“ და ფიგაროს ქორწინების“ ავტორმა და დრამატურგმა პიერ ბომარშემ თავისი ნიჭის წყალობით, საფრანგეთის სამეფო კართან დაახლოება და უამრავი გავლენიანი ადამიანის გაცნობა მოახერხა, რომლებიც მოგვიანებით, დაეხმარნენ, რომ დის შებღალული ღირსებისთვის შური ეძია.



34 წლის ლიზეტ ბომარშე მადრიდში, დასთან ერთად ცხოვრობდა და თავს ქალის მოდური ქუდებისა და აქსესუარების შექმნით ირჩენდა. მისი რჩეული სამეფო არქივარიუსი ხოსე კლავიჰო-ფაჰარდა გახლდათ, რომელიც გამუდმებით ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა, მაგრამ, როგორც კი საქმე პირობის შესრულებამდე მივიდოდა, უგზო-უკვლოდ ქრებოდა. სასიძოს მორიგი გაუჩინარების შემდეგ ლიზეტას უფროსმა დამ მომხდარის შესახებ პიერს ამცნო.
დრამატურგი დაუყოვნებლივ სამეფო კარისკენ გაეშურა, მხარდამჭერებთან მოლაპარაკების შემდეგ, ესპანეთში გაემგზავრა. სწორედ აქ იპოვა „გაქცეული სასიძო“ და წერილობითი პირობა დადებინა, რომ მის დაზე იქორწინებდა.  
სანამ დრამატურგის ოჯახი ქორწილისთვის ემზადებოდა, სასიძომ მოასწრო მეფისთვის წერილის გაგზავნა, რომ დაქორწინებას მოკვლის მუქარით აიძულებდნენ და ისევ გაუჩინარდა. ესპანეთის მეფემ ბომარშეს დაუყოვნებლივ დაპატიმრების ბრძანება გასცა, თუმცა, სანამ დააპატიმრებდნენ, მოხერხებულმა დრამატურგმა გავლენიანი ნაცნობების დახმარებით, მეფესთან შეხვედრა მოახერხა. ტემპერამენტიანმა ფრანგმა საბრალო ლიზეტას თავგადასავალი ისე ხატოვნად აღწერა, რომ სულით ხორცამდე შეძრულმა მეფემ კლავიჰოს თანამდებობიდან გათავისუფლება და დაპატიმრება ბრძანა. საბოლოოდ, მატყუარა სასიძომ ბომარშეს პატიება სთხოვა და მის დაზე იქორწინა.


5. ფრანგი მწერლის ონორე დე ბალზაკის ყველაზე დიდი სისუსტე ქალები იყო. მას დიდხანს შეეძლო ლოდინი - წელიწადი ან მეტიც კი, სანამ „აუღებელი ციხესიმაგრე“ დანებდებოდა. თუმცა მარკიზა დე კასტის მოხიბვლის ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.


ქალის გული რომ დაეპყრო, მწერალი მარკიზასთან ერთად, ევროპაში სამოგზაუროდ გაემგზავრა, მაგრამ ამანაც არ გაჭრა. ქალი თითქოს ეთამაშებოდა და დანებებას არაფრით აპირებდა. შეურაცხყოფილმა მწერალმა მარკიზაზე შური ლამაზად და დახვეწილად იძია. თავის ნაწარმოების „ჰერცოგინია ლანჟეს“ სიუჟეტში  თავისი უიღბლო სიყვარული ჩააქსოვა და მარკიზა არცთუ ისე სასიამოვნოდ აღწერა. ყველაფრის მიუხედავად, მარკიზა იმდენად ჭკვიანი ქალი გახლდათ, რომ წყენა არ შეიმჩნია და მწერალთან ძველებურად, მეგობრობა  გააგრძელა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - ჯანსაღი კვების ორი „დედოფალი“. დანარჩენი კომპონენტები კი მათ ნაზ სტრუქტურასა და დიდებულ გემოს უსვამს ხაზს.
საკნატუნო ამბები

GoPro პენისისთვის - ინტიმური ვიდეოკამერა (+18)

ლაივის ჩართვის ფუნქცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა, მსგავსი ფუნქცია იგეგმება. დაველოდოთ...  
დღის ჰოროსკოპი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ლეგენდარული ფილმები, რომლებიც ქალებმა გადაიღეს

რეჟისორობა დიდი ხანია აღარ მიიჩნევა მამაკაცურ პროფესიად. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უკვე საუკუნეა, გადაღებების პროცესს ხელმძღვანელობენ და საკულტო ფილმებს იღებენ.
ამბები

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.
დღის ჰოროსკოპი

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა

ვარსკვლავებს ყოველდღიურად ასობით, იქნებ ათასობითაც, ფოტოს უღებენ, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ხვდება საზოგადოების yuradRebis centrSi.
საკნატუნო ამბები

კომბოსტო-ვაშლი-ფორთოხალი - საგაზაფხულო დიეტა

ზამთარში დაგროვილი კილოგრამების მოშორების სეზონი დაიწყო - დაიწყეთ გაზაფხული ახალი წონითა და შესანიშნავი ფორმებით.
საკნატუნო ამბები

6 პოზა მათთვის, ვისაც ძალიან ეზარება, მაგრამ სექსი უნდა

სექსის სურვილი ცეცხლს გიკიდებთ, მაგრამ ცოტა მაინც გეზარებათ, რადგან ხვალ ადრე უნდა ადგეთ. ლტოლვა კი არ გეშვებათ - ნაცნობი სიტუაციაა? ჰოდა, სპეციალურად თქვენთვის - 6 პოზა, პირობითი სახელით: „მინდა, მაგრამ მეზარება“.  
დღის ჰოროსკოპი

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?