გურამ საღარაძე და ტანია ბუჰბინდერი - „მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ“

სიყვარულის ისტორიები

6 ივნისი 20:00, 2015 წელი

როცა მსახიობი გურამ საღარაძე შანდორ პეტეფის ლექსს „მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ“ კითხულობდა, ამ დროს თავის მეუღლეს სიყვარულს კიდევ ერთხელ უხსნიდა.

დღეს გიამბობთ სიყვარულზე, რომელსაც დრომ და სიკვდილმა  ვერაფერი დააკლო. 
საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი გურამ საღარაძე 1929 წელს დაიბადა. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა რუსთაველის თეატრის დასში დაიწყო. ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა რუსთაველის თეატრის სცენაზე და ამ ხნის განმავლობაში რობერტ სტურუას ყველა სპექტაკლის ერთ-ერთი წამყვანი გმირი იყო.
2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ  გურამ საღარაძის ვარსკვლავი გაიხსნა.
პროფესიაში წარმატებულს ადამიანს პირად ცხოვრებაშიც გაუმართლა - ბედმა შეახვედრა ქალს, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა.  
ტანია ბუბჰინდერი თბილისის ოპერის თეატრის დირიჟორის შვილი გახლდათ. მოსკოვის თეატარლური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გათხოვდა, თუმცა პირველი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა.
მეუღლესთან განქორწინების შემდეგ ტანია მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა და მუშაობა  თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო.  
აქედან იწყება გურამ საღარაძისა და ტანია ბუჰბინდერის დიდი სიყვარულის ისტორია.  
გურამ საღარაძის ყველა მეგობარმა იცოდა, რომ როცა მსახიობი შანდორ პეტეფის ლექსს „მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ“ კითხულობდა, ამ დროს თავის მეუღლეს სიყვარულს კიდევ ერთხელ უხსნიდა.
ტანიას გული აწუხებდა. იმ საბედისწერო დღეს მეუღლესთან დარეკვა და იმის თქმა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, მოასწრო, მაგრამ სახლში დაბრუნებულ გურამს ცოცხალი აღარ დახვედრია.

ტანიას გარდაცვალების შემდეგ გურამ საღარაძე მეუღლეს ასე იხსენებდა: 
ხომ ამბობენ, რომ დრო მკურნალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მკურნალობს. უბრალოდ, ყოველდღიურობა გაჩვევს ამ ტკივილს, თორემ ამისგან ვერასოდეს განიკურნები. თავსაც ვერ მოიკლავ. სასაფლაოზე რომ ვარ და მის საფლავს ვუყურებ, ხომ არ გგონიათ ავღელდე, ემოცია გამოვხატო... არა... საფლავი უცხოა ჩემთვის. 



ტანიას კარგად იცნობდნენ დასის წევრები და მსახიობის მეგობრები.
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე იხსენებს:
- გურამს და ტანიას სამაგალითო ურთიერთობა ჰქონდათ. თვითონ ტანია იყო არაჩვეულებრივი და ძალიან საინტერესო ადამიანი, უნიჭიერესი რეჟისორი, მუსიკოსი, დირიჟორი, კარგად აღზრდილი და, რაც მთავარია, ძალიან მოსიყვარულე და ერთგული. სადაც ტანია მივიდოდა, სიცოცხლე შეჰქონდა და ამით იყო ცნობილი. მე და გურამმა თეატრალური გასტროლებით თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარეთ.
ტანიას გარდაცვალების შემდეგაც ბევრჯერ მოიგვიწია გასტროლებზე წასვლა და პირველი, რასაც გურამი სასტუმროს ნომერში აკეთებდა, სამლოცველო კუთხეს აწყიბდა. გახსნიდა ჩემოდანს, ამოიღებდა ხატებს, სასანთლეს, სანთლებს და მეტყოდა - მოდი, ჯემალ, ტანიას კუთხე ავირჩიოთო. ავირჩევდით ხოლმე კუთხეს და იქ ყოველ საღამოს სანთელს უნთებდა.


- როგორც ვიცი, გურამ საღარაძის მეუღლე, თეატრის დასთან ერთად, გასტროლებზეც ბევრჯერ ყოფილა და  მეუღლის მეგობრებთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა.
- ნამდვილად ასეა და ბევრი თავგადასავალიც გადაგვხდენია. ერთხელ კიევში გურამის მანქანით ვიყავით წასულები - გურამი, ტანია, მე და კახი თავის ბელასთან ერთად. იქიდან რომ მოვდიოდით, საშინელ ავარიაში მოვყევით და ჩვენთვის სრულიად უცხო ხალხმა გვიშველა. ტანიამ იმდენი გააკეთა, რომ ის ხალხი თბილისში ჩამოიყვანა. რა თქმა უნდა, დიდი პატივი ვეცით იმ ხალხს და ზარ-ზეიმით გავაცილეთ.
ტანია საოცრად კაცთმოყვარე და თბილი ადამიანი იყო. გადასარევი ურთიერთობა ჰქონდა გურამის შვილთან მარინასთან. დებივით ჩახუტებულები იყვნენ და ერთმანეთის ძალიან ბევრი საიდუმლო იცოდნენ. ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით: ტანია, გურამი, ნატაშა, რამაზი... და ტანია ყველას „შემკვრელი“ იყო.
მახსენდება 90-იანი წლების ძალიან ცუდი პერიოდი -  უშუქობა და უწყლობა რომ იყო. ტანიამ პირველ მარტს დიდი სუფრა გაშალა და გურამის მთელი საძმაკაცო შეგვკრიბა. რა იყო, რამ გაგაგიჟა მეთქი, ვკითხე. რა იყო და ამ ოხერ ზამთარს გადავურჩით, გაზაფხული მოვიდა და გაზაფხულის სადღეგრძელო არ უნდა დავლიოთო? იმ დღიდან ტანიას გაზაფხულის დედოფალი შევარქვით. ტანია ჩვენიანი იყო და ყველას ძალიან გვიყვარდა. გურამის სიცოცხლეშიც ასე იყო და მისი სიკვდილის მერეც. ეს საოცარი ქალი 19 აგვისტოს არის დაბადებული. ამ დროს ჩვენი საძმაკაცო ყოველთვის ბათუმში იმყოფებოდა და გურამი თავის მეუღლეს ყოველწლიურად დაბადების დღეს უხდიდა.


- ამბობენ, რომ ქალბატონ ტანიას განსაკუთრებულად უყვარდა ცხოველები...
- ეს ცნობილი ამბავია. სახლში ქუჩიდან აყვანილი ძაღლები ჰყავდა - ოთხი თუ ხუთი... იმ დღეს, როცა გარდაიცვალა, გურამი სახლში მივიდა, ზარი რეკა და არავინ რომ არ გაუღო, ფანჯრიდან გადავიდა.
ამ დროს ტანია უკვე გარდაცვლილი იყო და ფეხებთან ძაღლი ეწვა. მარტო ძაღლმა იცის, როგორ დალია სული ამ დიდებულმა ქალბატონმა... საძმაკაცოში გვყავს ჩვენ ასეთი ადამიანი - დავით სურგულაძე. არ არსებობს სუფრა და შეკრება, ვის სახელზეც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს, რომ ამ ადამიანმა ტანიას და გურამის მოგონების სადღეგრძელო არ შესვას. აი, ასეთი სიყვარული დატოვა ამ საოცარმა წყვილმა.


გურამ საღარაძე ტანია ბუჰბინდერისთვის მიძღვნილ წიგნში წერდა: 
„ტანია ჩემი მეგობარი, მრჩეველი და შემფასებელი იყო. მისგან გამომდინარეობდა ყოველი კეთილი საქმე. თავის სტუდენტებთანაც კი, სადაც ასაკობრივი სხვაობა იყო, საუცხოო გარემოს ქმნიდა... ამიტომაც ბავშვებიც უზომოდ შეყვარებული იყვნენ მასზე. ზოგჯერ ტანია მირეკავდა და ლექსის წაკითხვას მთხოვდა ხოლმე ტელეფონით. ბევრჯერ წავუკითხე, მაგრამ მერე „ჭკუა ვისწავლე“ და მაგნიტოფონზე ჩაწერილს ვუკითხავდი... რა თქმა უნდა, ხვდებოდა, მაგრამ საოცარია, არასოდეს უთქვამს, რომ ვცრუობდი.
ძნელია მარტოობა... ტანია 10 წლით უმცროსი იყო ჩემზე. ჩვენ თეატრალური ინსტიტუტიდან ერთად მოვდივართ, ბევრი თაობა აღვზარდეთ... მტკიცე კავშირი გვქონდა და დღესაც ვაგრძელებ მასთან ურთიერთობას. ყველაფერი ისევ ისეა ჩემს ოჯახში, როგორც ტანიას სიცოცხლეში იყო.“

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?