ხანის „მარილიანი ასული“ და ნიკოლოზ ბარათაშვილის ბურუსით მოცული სიკვდილი

სიყვარულის ისტორიები

6 თებერვალი 14:00, 2016 წელი

ჩვენ უკვე გიამბეთ პოეტის ცნობილ სასიყვარულო ურთიერთობებზე, თუმცა არსებობს კიდევ ერთი, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სატრფიალო ეპიზოდი, რომელსაც შესაძლოა, ბარათაშვილის უეცარი გარდაცვალება უკავშირდება.


ქართულ ლიტერატურას 27 წლის ასაკში გარდაცვლილი  ნიკოლოზ ბარათაშვილის მხოლოდ 27 ნაწარმოები შემორჩა. პოეტის ფოტოც არ არსებობს, თუმცა მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა...
როგორც ცნობილია, 1844 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილი ნახიჩევანის მაზრის უფროსის თანაშემწედ დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ ის იმავე თანამდებობაზე განჯაში გადაიყვანეს, სადაც მალარიით დაავადდა და გარდაიცვალა.
პოეტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებობს მეორე, დაუდასტურებელი ვერსია, რომ პოეტს ნახიჩევანის ბეგის მეუღლესთან ჰქონდა რომანი, რასაც შეეწირა კიდეც - შეურაცხყოფილმა ბეგმა პოეტი მოაწამვლინა. ამ ვერსიას ქართველი მკვლევარები ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ, თუმცა ის, რომ პოეტი განჯაში ახალგაზრდა ქალით იყო გატაცებული, დადასტურებული ფაქტია.
ფილოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ შარაბიძე წიგნში „რომანული ეპიზოდები“ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრების სწორედ ამ პერიოდს მიმოიხილავს.


„ოთხი თვე - 1844 წლის ნოემბრის ბოლოდან 1845 წლის მარტის დასასრულამდე - ნიკოლოზ ბარათაშვილმა უცხოეთში, ნახჭევანის მაზრაში, გაატარა. ეს იყო სამშობლოდან პირველი მოშორება, განპირობებული ოჯახის რჩენის მიზნით. ბარათაშვილი, ერთი შეხედვით, მხიარული, ცოტა ცინიკურიც და დროსტარებისმოყვარე, ოჯახისთვისაც ისეთივე თავდადებულია, როგორც სიყვარულისთვის. არაპოეტური სერიოზულობით ეძებს სახელმწიფო სამსახურს, თანახმაა თითქმის ყველაფერზე, რადგან სახლში უიმედობით ლოგინად ჩავარდნილი, დამბლადაცემული მამა ჰყავს, დარდით შეპყრობილი, არცთუ ისე მოხუცებული, სულ 50 წლისა და სიღატაკეში მყოფი ოჯახის წევრები, უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილნი. ამ დროს ნახჭევანის მაზრის მმართველად ლევან მელიქიშვილი ინიშნება. ნაცნობ-მეგობრები ბარათაშვილის ოჯახს შუამდგომლობენ და ნიკოლოზსაც მაზრის მმართველის მოადგილედ ნიშნავენ. პოეტმა მიყრუებულ პროვინციაში აუტანელ პირობებსა და გაუსაძლის გარემოში იმსახურა ოთხი თვე და მხოლოდ მაშინ, როცა ლევან მელიქიშვილი ნახჭევანიდან წამოვიდა, გაირკვა, რომ ბარათაშვილი ამ თანამდებობაზე არცკი დაუნიშნავთ და იგი უკან გამოიწვიეს თბილისში“.


მეგობარ მაიკო ორბელიანისთვის გაგზავნილ წერილში ბარათაშვილი წერს:
„სამი თვეა აქა ვარ და ძაღლად არავინ მახსენა“. ეჰ! მაგის დარდსაც გაუძლებ! აღარც მე მცალიან ვისთვისმე. ახლა მე ჩემი თავი ხელმწიფობას და საზოგადოობას შევსძღვენ, სულ ხომ ყმაწვილობა არ იქნება, დრო არის რიგიანის სამსახურისა, თქვენც გეყოფათ ბუზების ხოცვა...“


როგორც ირკვევა, ბარათაშვილის მიერ ნახიჩევანსა და განჯაში დაწერილი ლექსები არ შემონახულა, გარდა ორი ლექსისა - ერთია 1845 წლის 10 იანვრით დათარიღებული „მადლი შენს გამჩენს“ და მეორე „დამქროლა ქარმან სასტიკმან“, რომელიც პოეტმა მაიკო ორბელიანს 1845 წლის 9 თებერვალს გაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ ორივე ლექსში იდუმალი სატრფო ფიგურირებს.


მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო, / დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო! / შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანსვსცემ შენსა სახელსა; / დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა! / ღარიბი ვინმე მოვსულვარ, სოფლისა მუშა საწყალი, / ამხანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად - ბასრი ხანჯალი, / მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის, / მის ფასი კიდე საუნჯე ცას ქვეშეთ განა იმყოფის?


ბუნებრივია, ჩნდება კითხვები: ვინ არის შავთვალა ქალი, რომელსაც უცხოობაში გადახვეწილმა პოეტმა ეს სტრიქონები უძღვნა, რამდენად ძლიერია პოეტის გრძნობა მისდამი და განსხვავდება თუ არა მხატვრული თვალსაზრისით ეს ლექსები ადრეული სატრფიალო ნიმუშებისგან?
ნახიჩევანიდან მაიკო ორბელიანისთვის გამოგზავნილ წერილებში იკვეთება 18 წლის „ლამაზი და მარილიანი“ ხანის ასულის სახე.
თამარ შარაბიძის ვარაუდით, 1845 წლით დათარიღებული ლექსების მუზა სწორედ ეს გოგონა უნდა ყოფილიყო.


„ნახჭევანიდან მაიკო ორბელიანთან გამოგზავნილ წერილებში გამოკრთის ერთი იქაური ქალის სახე. პოეტი მის შესახებ წერს: „ახლა ნახეჩევანში ერთი ახალი ლექსია, თვრამეტის წლის ქალის ნათქვამი, რომელსაც სახელად გონჩა-ბეგუმ ჰქვიან. ხანის ქალია, ძალიან ლამაზი და მარილიანია. ბევრში წარმოგიდგენთ ორლოვის ცოლს. საცოდავი დამწვარია თავის ქმრისაგან და ახლა იმასთან აღარ არის და ცდილობს, რომ გაუშოს. საწყალი თორმეტის წლისა ყოფილა, რომ ძალად გაუთხოვებიათ. ამათი ამბავი რომ იცოდეთ, ერთი კარგი რომანია, - ამ ლექსში თავის თავს სტირის. ერთს ადგილას ამბობს: ჩემო მშვენიერო ბახჩაო, მინდა მოვიდე, ვიმუსაიბო შენს შადრევანთან, შენს ყვავილებთან, მაგრამ მეშინიან, რომ ჩემი ქმარი იქ არ იყოსო. ამ ლექსს დავაწერინებ და თავის თარგმანით გამოგიგზავნით“.  
წერილის მესამე გვერდის არშიაზე მიწერილია ლევან მელიქიშვილის ხელით:
„ტატო დღე და ღამე იხვეწება, თუ ღმერთი გწამს გააშვებინე ქმარიო, მე, როგორც დამჯდარი კაცი, არა ვშვრები“.
მაზრის უფროსის ეს მინაწერი გონჩა-ბეგუმს ეხება. ჩანს, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაინტერესება ამ ქალბატონით საკმაოდ სერიოზულია და, თუნდაც წარწერა სახუმარო ყოფილიყო, პოეტის დამოკიდებულება სცილდება ხანის „ლამაზი და მარილიანი“ ასულის პოეზიით გამოწვეულ ხიბლს.


მაიკო ორბელიანისთვის გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ პოეტი ძალიან განიცდის უსიყვარულოდ გათხოვილი გოგონას ბედს, მისმა ლექსებმა კი იმდენად დააინტერესა, რომ მათ თარგმნას მიჰყო ხელი. სამწუხაროდ, ორბელიანის პასუხი ტატოსადმი არ არის შემორჩენილი. ბარათაშვილის არქივი მისი სიკვდილის შემდეგ, სანამ პოეტის დედა და ილია ორბელიანი ჩავიდოდნენ განჯაში, განადგურდა; 1844-1845 წლების ნაწარმოებებიცა და წერილებიც - გრიგოლ ორბელიანის, ეკატერინესი, მაიკო ორბელიანის და სხვათა - გაიბნა და დაიკარგა. თუ რა რეაქცია ჰქონდა მაიკო ორბელიანს პოეტის აღიარებაზე, ეს შეგვიძლია ვივარაუდოთ ბარათაშვილის შემდეგი წერილიდან, რომელიც კვლავ ნახჭევანიდან არის გამოგზავნილი.
მაიკო დაინტერესებულა ამ ამბით და გონჩა-ბეგუმი თავისი ძმობილის სატრფოდ თუ არა, გატაცებად მაინც მიუჩნევია. ამის უარყოფას ცდილობს ბარათაშვილი, როდესაც წერს:

„საყვარელო დაო, მაიკო! დიდად ვწუხვარ, რომ ვერ გამოიცან ჩვენი მოქმედება. მე კიდეც შევარიგე ცოლ-ქმარი“.
1844 წლის 10 იანვრიდან, ანუ „მადლი შენს გამჩენს“ დაწერის თარიღად მიჩნეული დროიდან, ამავე წლის 9 თებერვლამდე - მაიკო ორბელიანის წერილზე მითითებულ თარიღამდე - ერთი თვეც არ არის გასული და მკვეთრად იცვლება პოეტის განწყობა. აღარ ჩანს სილაღე, რომელსაც ლამაზი ქალის ხილვა იწვევს და სახეზეა სატრფოს დაკარგვით გამოწვეული უიმედობა. 
ძნელი სათქმელია, ჰქონდა თუ არა ბარათაშვილს გრძნობა გონჩა-ბეგუმისადმი და მიუძღვნა თუ არა მას „მადლი შენს გამჩენს, ლამაზო“, მაგრამ ერთი კი ცხადია, ნახჭევანში დაწერილ მეორე ლექსში „დამქროლა ქარმან სასტიკმან“, კვლავ ჩნდება დიდი სიმძიმილი და უიმედობის განცდა.  ლექსი თავისი განწყობითა და მსოფლმხედველობით გვახსენებს ბარათაშვილისავე ნაწარმოებს - „ვპოვე ტაძარი“, დაწერილს 1841 წელს, როცა პოეტს საბოლოოდ გადაეწურა ეკატერინე ჭავჭავაძისგან საპასუხო სიყვარულის იმედი.


დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი, / მაცხოვლებელი სიცოცხლის, სუნნელებითა აღვსილი. / იგი ნიადაგ ციურთა ცვართაგან იყო ნამილი; / დრომ უჟამურმან აწ ცრემლით შესვარა მისი ადგილი. / აწცა თუ სადმე ვიხილავ მისს ფურცელს, მისსა დანაჭკნობს, / მოძულებული სიცოცხლე მყისვე კვალადცა დამატკბობს. / მაგრამ მსწრაფლადვე გახშირდნენ მწარენი ჭირნი გულისა, / რა ფიქრთა წარმოუდგებათ დაკარგვა სიხარულისა“.


არავინ იცის, ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების შემდეგ, რა ბედი ეწია გონჩა-ბეგუმის ლექსებს და თავად „ხანის მარილიან ასულს“.
თამარ შარაბიძის მონაყოლიდან ირკვევა, რომ არათუ ლექსები, არამედ გონჩა-ბეგუმის სახელიც კი გამქრალია და მას არავინ იცნობს ნახჭევანშიც. არავინ იცნობს ქალს, რომლის შემოქმედებით ქართველთა „პირველი“ პოეტი დაინტერესდა და მისი ლექსების თარგმნა ინება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?