გიორგი გურიელი და თამარ მუხრანბატონი - მეფის ქორწინება სიდედრთან და „ხელიდან ხელში“ გარდამავალ დედოფალთან

სიყვარულის ისტორიები

27 თებერვალი 14:00, 2016 წელი

საქართველოს ისტორიას, ბრწყინვალე და დიდებული პერიოდების გარდა, სამარცხვინო დაცემის პერიოდებიც ახსოვს. სწორედ ასეთად მიიჩნევა მეჩვიდმეტე საუკუნის 60-70-იანი წლები, როცა პოლიტიკური კრიზისისა და შინაომების ფონზე ქრისტიანული და ადამიანური ფასეულობების ნგრევა დაიწყო. ამ პერიოდს უკავშირდება ვახტანგ V-ის ძმის კონსტანტინეს ასულის, პირმშვენიერი თამარ დედოფლის დრამატული ისტორია.

თამარის შესახებ ვიცით, რომ 1661 წელს ლევან III დადიანს გააყოლეს ცოლად.
იმერეთში გამეფებული შინაფეოდალური ბრძოლების დროს, მას შემდეგ, რაც ბაგრატ IV მეორედ ავიდა სამეფო ტახტზე, იგი გააშორეს ლევან III-ს და ბაგრატს შერთეს ცოლად.
1678 წელს იმერეთის სამეფო ტახტს ბაგრატ IV-ის ნაცვლად იკავებს არჩილ II, რომელსაც სკანდის ციხეში მეფისგან საგანგებოდ გამოკეტილი თამარი გამოჰყავს და თავის პირველ ქმარს, ლევან III დადიანს უბრუნებს.
1679 წელს ბაგრატ IV სამეფო ტახტსა და თამარსაც ერთდროულად დაიბრუნებს. 
1681 წელს ბაგრატ IV-ის გარდაცვალების შემდეგ, იმერეთის ტახტზე უზურპატორი გიორგი III გურიელი ავიდა, რომელმაც თავისი ცოლი დარეჯანი (ბაგრატ IV-ისა და თამარის ასული) გაუშვა და სიდედრი, თამარ მუხრანბატონი შეირთო ცოლად.
დედოფალზე, რომელიც დასავლეთ საქართველოს მთავართათვის „განხეთქილების ვაშლად“ იქცა, ვახუშტი ბატონიშვილი მოგვითხრობს:
„თამარი იყო ფრიად კეკლუცი და აღმატებული სიმშვენიერითა“ .

თამარ დედოფლის სილამაზით აღფრთოვანებას ვერ მალავს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენიც:
„ბევრი ლამაზი ქალი ვნახე ამ ქვეყანაში, მაგრამ მისი მსგავსი სილამაზისა არავინ მინახავს. მას, რა თქმა უნდა, ბრალი მიუძღოდა იმ გრძნობების აღძვრაში, რომელსაც მნახველში იწვევდა. იგი ვნებიანი, ნაზი, მიბნედილი თვალებით თითქოს მოითხოვდა კიდეც ტრფიალს და იმედსაც გაძლევდა“.


ბედმა ამ მშვენიერ და მაცდურ ქალბატონს სამი მამაკაცის და მათ შორის, საკუთარი ქალიშვილის ქმრის ცოლობა არგუნა. ამ დროს კი სასიყვარულო მარათონში ჩაბმულ მმართველთა სამთავროები და მოსახლეობა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში სულს ღაფავდა...


ვაჟა კიკნაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი: პირველ რიგში, გეტყვით, რომ საქართველოს ისტორიაში ეს არის ყველაზე ტრაგიკული საუკუნე. ამიტომაა, რომ ამ დროს სიყვარულიც არანორმალურია, ქორწინებაც და განშორებაც. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ერთმანეთს მეფობას ეცილებიან ქართლის მეფე ვახტანგ V (შაჰ-ნავაზი), იმერეთის მეფე ბაგრატ IV, არჩილ II შაჰ-ნაზარად წოდებული, თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე I ნაზარალი ხანად წოდებული და გიორგი XI, რომელიც მერე ავღანეთში გაგზავნეს.
აი, ამ ფონზე ვითარდება თამარ დედოფალთან დაკავშირებული დრამატული ისტორია.
იმერეთის მეფემ ბაგრატ IV-მ თავისი დედინაცვლის დარეჯანის (ბაგრატ მეფის დედინაცვალიც ერთ-ერთი მძიმე შემთხვევაა მე-17 საუკუნის საქართველოს ისტორიაში) მითითებით, 1660 წელს ცოლად შეირთო დარეჯანის ძმისშვილი ქეთევანი. როგორც ჩანს, ეს ქორწინება ძალდატანებით მოხდა, ბაგრატს ქეთევანის ცოლად შერთვა არ სურდა. მალევე, დედინაცვლის ბრძანებით, ბაგრატი დააბრმავეს და სამეფო ტახტიდან ჩამოაგდეს.
ბაგრატმა 1663 წელს ტახტი დაიბრუნა.
სწორედ ამ პერიოდში მას თავს დაესხა სამეგრელოს მთავარი ლევან III დადიანი. 
ამ ბრძოლაში ლევანი დამარცხდა. ბაგრატმა მას მშვენიერი ცოლი თამარი წაართვა და ცოლად თავისი და თინათინი შერთო.
სანამ ლევან III დადიანი და უსინათლო ბაგრატ IV ერთმანეთს ებრძოდნენ, ახალი მეტოქე გამოუჩნდათ – თამარზე შეყვარებული გურიის მთავარი გიორგი გურიელი.


- გამოდის, რომ დასავლეთ საქართველოს სამივე პოლიტიკური ერთეულის ლიდერი თამარის ხელში ჩასაგდებად იბრძოდა...
- დიახ, ასე იყო. გიორგი გურიელი ძალიან ამბიციური პიროვნება გახლდათ, რომელსაც სამეგრელოსა და იმერეთის მეფობაზეც ჰქონდა პრეტენზია. ამასთანავე, შეყვარებული იყო ბაგრატის ცოლზე და გადაწყვეტილი ჰქონდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ქმრისთვის წაერთმია. ამისთვის უამრავ საშუალებას მიმართა.
მათ შორის, ახალციხის ფაშას გაურიგდა და ძალიან დიდი ფული გადაუხადა, რომ ამ საქმეში დახმარებოდა. როცა ბაგრატის ყურამდე მივიდა, როგორი მონდომებით იბრძოდა გურიელი თამარის დასაუფლებლად, მოვლენებს დაასწრო და თვითონ გაილაშქრა გურიაში. შემდეგ კი გიორგი გურიელს თავისი და თამარის საერთო ქალიშვილი - დარეჯანი მიათხოვა. ბაგრატი ფიქრობდა, რომ ამით გურიელს დააშოშმინებდა და ის სიდედრის ცოლად მოყვანას აღარ მოინდომებდა.


- მაგრამ შეცდა...
- დიახ. იმერეთში ვახტანგ მეხუთის ვაჟის არჩილის გამეფების შემდეგ ბაგრატი იძულებული გახდა, ქუთაისიდან გაქცეულიყო და გიორგი გურიელთან შეეფარებინა თავი. ამ დროს თამარ დედოფალი სკანდის ციხეს აფარებდა თავს. არჩილმა ეს ციხე აიღო, თამარი კი პირველ ქმარს, ლევან მესამე დადიანს დაუბრუნა. 1679 წელს ბაგრატმა კვლავ გააძევა არჩილი და ქუთაისში მეფედ დაბრუნდა. ამის შემდეგ ისევ დაესხა თავს დადიანს, წაართვა თამარი და ცოლად დაისვა. 1681 წელს იმერეთის მეფე ბაგრატი გარდაიცვალა და იმერეთის ტახტი გიორგი გურიელმა ჩაიგდო ხელში. პირველივე, რაც გურიელმა გამეფებისას გააკეთა, ის იყო, რომ  ცოლი – დარეჯანი გაუშვა და საკუთარ სიდედრზე – თამარზე იქორწინა. 


- ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ისტორია ქართველ დიდებულებს გადახდათ...
- სწორედ ამიტომ თქვა ვახუშტი ბატონიშვილმა, რომ გურიელმა ღმერთი განარისხა: „გურიელმან სწვალა ღმერთი და ჰგმო თავისი რჯული და ნაქორწილევი ცოლი გაუშვა და თავისი სიდედრი ცოლად შეირთო“. 1683 წელს გიორგი გურიელი იძულებული გახდა, ტახტი დაეთმო. მის ნაცვლად ტახტზე ბაგრატისა და თამარის ძე ალექსანდრე IV ავიდა, რომელიც მანამდე ქართლში გიორგი მეფეს ჰყავდა მძევლად.
როგორც ვახუშტი ამბობს, თამარი გურიელის სასარგებლოდ, თავისივე შვილის საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა თამარის გარდაცვალება. დედოფალი 1683 წელს მშობიარობას გადაჰყვა (თავად გიორგი გურიელი 1684 წელს დაიღუპა ალექსანდრე IV-სთან ბრძოლაში).


- ამის შესახებ ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი წერს: თამარი სიძისგან დაფეხმძიმდა, ცეცხლი შვა და მოკვდაო...
- როგორც გითხარით, მე-17 საუკუნე კრიტიკული პერიოდია ქართველების ისტორიაში. შინაომებისგან დაუძლურებულ ქვეყანაში ყველაფერი და, მათ შორის, მორალიც მოშლილია და ადამიანები სიდედრის ცოლად მოყვანაზეც კი არ იხევენ უკან. ბუნებრივია, შექმნილი სიტუაციით კარგად ისარგებლა ირანმა და ოსმალეთმა. სამწუხაროდ, მეჩვიდმეტე საუკუნის ანარქიამ და განუკითხაობამ ძალიან მძიმე კვალი დატოვა ჩვენს ისტორიაში.


თამარ დედოფალზე გამიჯნურებულთა ისტორიას დავით გურამიშვილის სიტყვებით დავამთავრებთ, რომელიც სრულიად შეესაბამება მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოში შექმნილ ვითარებას:
„ვით მამალი სხვის მამალსა დაჰმტერდეს და წაეკიდოს, მას სცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს, რა ორნივე დაღალულნი ძაღლმან ნახოს, პირი ჰკიდოს, ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა, ლეკთა, დიდოს“

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?