პეტრე ბაგრატიონი და ორი ეკატერინე - რატომ ტოვებდნენ ქალები მხედართმთავარს, რომელსაც ჯარისკაცები აღმერთებდნენ?

სიყვარულის ისტორიები

19 მარტი 14:00, 2016 წელი

ბაგრატიონმა საკუთარ ოჯახში იმაზე მეტი ჭრილობა მიიღო, ვიდრე ომებში, - ამბობდა რუსი მხედართმთავარი ალექსანდრე სუვოროვი რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალზე, რუსეთ-საფრანგეთის ომის გმირსა და ბაგრატიონთა სახელოვანი გვარის წარმომადგენელზე, რომელიც ბედმა უცხო ქვეყნის სამსახურში გაამწესა...


პეტრე ბაგრატიონის შესახებ მდიდარი ბიოგრაფიული ცნობები არ მოიპოვება, თუმცა ცნობილია, რომ ის 1765 წელს ყიზლარში (ახლანდელი დაღესტანი) დაიბადა. პეტრეს ბაბუა - ალექსანდრე ბაგრატიონი ქართლის მეფის შვილი გახლდათ. მე-18 საუკუნეში ჯერ ალექსანდრემ, შემდეგ კი მისმა შვილმა ივანემ (პეტრეს მამამ) საცხოვრებლად რუსეთს, კერძოდ ყიზლარს მიაშურეს. სწორედ აქ დაიბადა მომავალი გენერალი. ცნობილია, რომ პეტრეს ჰყავდა უმცროსი ძმები - ალექსანდრე და რევაზი, რომლებმაც, სახელოვანი ძმის მსგავსად, სამხედრო კარიერა აირჩიეს.


ყიზლარის ცხოვრება ერთდროულად მოსაწყენიც იყო და სახიფათოც. შესაძლოა, ამან განაპირობა ბაგრატიონების სამხედრო საქმით გატაცება. 1782 წელს პეტრე სერჟანტად მიიღეს ასტრახანის პოლკში. საბრძოლო ნათლობა ჩეჩნეთის კამპანიის დროს მიიღო და აქედან დაიწყო მისი დიდებული სამხედრო კარიერა.
გენერლის თანამედროვეები წერენ, რომ ბაგრატიონი, რომელიც თავიდან არ იშორებდა კავკასიურ ფაფახს, თავისი ჯარისკაცების მსგავსად, თივაზე იძინებდა და მათი ჯამიდან მიირთმევდა.
საყოველთაოდ ცნობილი ყოფილა მისი უკიდურესი წესიერება - მაშინ, როცა ბევრი რუსი ოფიცერი ჯარისკაცებს ხელფასს ჰპარავდა, ბაგრატიონი თავის ჯამაგირს ჯარისკაცებს ახმარდა.
ჯარისკაცებს იმდენად უყვარდათ ქართველი გენერალი, რომ მისი გულისთვის სიკვდილზე უყოყმანოდ მიდიოდნენ და მის შესახებ ამბობდნენ „Бог рати он“, ანუ ღმერთიაო.

პეტრე ბაგრატიონმა უბადლო საბრძოლო ხელოვნებით გამოიჩინა თავი 1787-1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. 1793-1794 წლებში იბრძოდა პოლონეთში, ხოლო 1799 წელს მონაწილეობდა ალექსანდრე სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში.
ცნობილია, რომ სახელოვანი გენერალი იმპერატორის ოჯახთან დაახლოებული პიროვნება იყო და მეთაურობდა ეგერთა გვარდიის ბატალიონს, რომელსაც იმპერატორის დაცვა ევალებოდა. შესაბამისად, პეტრე იმპერატორს თან ახლდა აგარაკსა და სასახლის ვახშმებზე. 

1800 წლის გაზაფხულზე, ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე პეტერბურგის ცნობილმა ლამაზმანმა, 18 წლის ეკატერინე სკავრონსკაიამ, გენერალთან გახუმრების მიზნით, მისი გაცნობა მოინდომა და შუამავლობა გრაფ ბალაშოვს სთხოვა. ბაგრატიონმა შორს დაიჭირა მაცდური ლამაზმანის წინადადება და იქაურობის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა ვერ მოახერხა. ეკატერინე პეტრეს წამოეწია და უთხრა, მამაც გენერალს არ შეჰფერის, სუსტ ქალიშვილს ზურგი უჩვენოს და გაექცესო. პეტრე ბაგრატიონი ქალიშვილის სითამამემ და პირდაპირობამ მოხიბლა და მალე თავდავიწყებით შეუყვარდა.
ეკატერინე ხშირად აეჭვიანებდა ქართველ გენერალს თაყვანისმცემლებთან გათამაშებული ვერაგული ფანდებით. სკავრონსკაია იმპერატორს შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა, ამიტომ გენერლისა და ეკატერინეს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ რომ გაიგო, პავლე I-მა მათი დაქორწინება გადაწყვიტა. ქარაფშუტა ლამაზმანი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ხუმრობა ასე ძვირად დაუჯდებოდა და ამ ამბავში თავად იმპერატორი ჩაერეოდა.
ეკატერინე და დედამისი, გრაფინია ლიტე ხვდებოდნენ, რომ სახელისა და სახელმწიფო ხელფასის გარდა, თავადს არაფერი ჰქონდა, თუმცა შეწინააღმდეგება ვერ გაბედეს, რადგან ბევრისთვის ეს ცუდად დამთავრებულა.
1800 წლის 2 სექტემბერს გატჩინის სამეფო კარის ეკლესიაში შედგა ნიშნობა, რომელმაც ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი გააერთიანა. 
ბაგრატიონის მეჯვარე თავად იმპერატორი პავლე I იყო.


მე-18 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-19 საუკუნის რუსეთში სამხედრო პირები გვიან ან საერთოდ არ ქორწინდებოდნენ. მათ კი, ვინც დაქორწინებას მაინც გადაწყვეტდა, მშვენივრად იცოდნენ, რომ ომების დროს ხანგრძლივი განშორება ოჯახურ ბედნიერებას ვერ მოუტანდათ.
პეტრე ბაგრატიონის ოჯახური ცხოვრებაც თავიდანვე წარუმატებლობისთვის იყო განწირული.
ქორწინებას პეტერბურგელი ლამაზმანის ცხოვრების სტილი არ შეუცვლია. მისი ყოველდღიური საზრუნავი ისევ ზეიმებზე სიარული, გართობა და დროსტარება იყო, ხოლო ბაგრატიონს ახალი საზრუნავი დაემატა - ფულის მოძიება ცოლის დაუსრულებელი გართობებისთვის.  


სანამ გენერალი სისხლისმღვრელ ომებში იბრძოდა, გართობის მოყვარული მეუღლე მისგან თავის დაღწევის გზებს ეძებდა. ასეთი მომენტიც დადგა, როცა პეტრე ნაპოლეონის წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში ჩაერთო. ეკატერინემ დრო იხელთა და ვითომდა სამკურნალოდ, 1805 წელს ვენას მიაშურა. ავსტრიაში ფუქსავატური გართობის გამო ეკატერინეს უზარმაზარი ვალები დაედო და ქმრისთვის ფულის სათხოვნელად რწმუნებული გამოუშვა.
გენერალმა მშვენივრად იცოდა, რომ ინტრიგებში დახელოვნებული ეკატერინე ხმებს ავრცელებდა, რომ ვალები ქმრის გამო დაედო, მაგრამ ფული მაინც გაუგზავნა.



ევროპაში პრინცესა ბაგრატიონისთვის (ასე მოიხსენიებდნენ) დაიწყო ახალი ცხოვრება, რომელშიც პეტრე ბაგრატიონს მხოლოდ ფულის მიმწოდებლის ფუნქცია ეკისრებოდა.
ქარაფშუტა ლამაზმანი ისე ბრწყინავდა მდიდრულ საღამოებზე, რომ მისი მშვენიერება შეუმჩნეველი თავად გოეთესაც არ დარჩენია, რომელმაც აღნიშნა, რომ პრინცესა ბაგრატიონს სახის საოცარი ფერი, ოქროსფერი თმა და თვალების საოცარი გამომეტყველება ჰქონდა.
არავის იცის, ახსენდებოდა თუ არა გართობისა და გარყვნილების მორევში გადაშვებულ ეკატერინეს ნაპოლეონის წინააღმდეგ მებრძოლი სახელოვანი ქმარი, რომელიც სასიყვარულო და მონატრების წერილებს სწერდა, თუმცა ცნობილია, რომ ეკატერინეს ამ თბილ სიტყვებზე მეტად ფული აინტერესებდა. სკანდალური ქმედებების, ქარაფშუტული და აღვირახსნილი სექსუალური ქცევის გამო ევროპაში ეკატერინეს „შიშველი ანგელოზი“ უწოდეს.
მალე რუსეთში გავრცელდა ხმები, რომ ეკატერინემ ინტიმური ურთიერთობა გააბა ცნობილ ავსტრიელ სახელმწიფო მოღვაწე მეტერნიხთან, რომელთანაც მოგვიანებით უკანონო ქალიშვილი კლემენტინა შეეძინა. ქალი ძალიან ამაყობდა გავლენიან ავსტრიელთან ურთიერთობით და ამბობდა, რომ მან ბევრად მეტი პოლიტიკური საიდუმლო იცოდა, ვიდრე ყველა ევროპელმა პოლიტიკოსმა.
დადიოდა ხმები, თითქოს ბაგრატიონის ცოლს ინტიმური კავშირი ჰქონდა სხვა პოლიტიკოსებთან, პრინცებთან და დიპლომატებთანაც.


რა თქმა უნდა, გენერლამდე აღწევდა მტკივნეული ამბები მეუღლის „გართობის“ შესახებ, თუმცა ასეთ სიტუაციაშიც კი რაინდად რჩებოდა და მეუღლის ღირსებას იცავდა.
ცნობილია, რომ  ეკატერინე სკავრონსკაიამ თავისი უღირსი ქმედებებით დიდი დარტყმა მიაყენა ყოფილი მეუღლის ავტორიტეტს და საფრთხე შეუქმნა მის კარიერას. თუნდაც, 1808 წლის სკანდალი, როცა ომში წარმატებული გენერლების ცოლები წმინდა ეკატერინეს ორდენით „მამულისა და სიყვარულისთვის“ დააჯილდოვეს. მათ შორის ეკატერინე არ ყოფილა, რადგან მეუღლის უწესო ცხოვრების გამო პეტერბურგში ბაგრატიონის საბრძოლო ღირსებაც საეჭვო გახდა. ცნობილია, რომ შეურაცხყოფილი გენერალი გადადგომასაც კი აპირებდა, თუმცა საბოლოოდ გაუგზავნეს ორდენი ავსტრიის კანცლერის მკლავებში მოკისკისე პეტერბურგელ ლამაზმანს, რომელსაც არც მამული ადარდებდა და არც ორდენები.


ამ დროს პეტრე ბაგრატიონი 43 წლის იყო.
მისი სახელი მთელ რუსეთში ქუხდა. მას მოწიწებით იწვევდნენ საზეიმო საღამოებზე, ადიდებდნენ და აღმერთებდნენ.
სწორედ ამ დროს  გენერლით მოხიბლულ ქალებს შორის აღმოჩნდა იმპერატორ ალექსანდრე I-ის და, 19 წლის ეკატერინა პავლოვნა.
ამბობენ, რომ მათ შორის ხეივანში სეირნობისა და ფინჯან ჩაისთან საუბრის გარდა, სერიოზული არაფერი ყოფილა,  თუმცა სკანდალისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
ამ დროს ბაგრატიონი ისევ ომში, ამჯერად შვედებთან საბრძოლველად გაიწვიეს. ბრძოლიდან სახლში დაბრუნებულმა გენერალმა კი გაიგო, რომ ეკატერინე ოლდენბურგის უფლისწულ გეორგზე გაათხოვეს, რომელიც რუსეთის არმიაში გენერალ-მაიორის ჩინით მსახურობდა.
ამბობენ, რომ ქორწინების მიუხედავად, შეყვარებულებმა ერთმანეთის დავიწყება ვერ შეძლეს.
ამ გარემოებით უკმაყოფილო იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დააჩქარა ბაგრატიონის გაშვება ოსმალების წინააღმდეგ.
გენერალი სიცოცხლის ბოლომდე თან ატარებდა თავისი მეორე და უკანასკნელი სიყვარულის ფოტოს.
1812 წელს, ბოროდინოს ბრძოლაში, პეტრე ბაგრატიონი სასიკვდილოდ დაიჭრა და 12 სექტემბერს გარდაიცვალა. გარდაცვლილ გენერალს სათუთუნეში ფაქიზად შენახული ეკატერინეს ფოტო აღმოაჩნდა.


რაც შეეხება „შიშველ ანგელოზს“, ის მთელი ომის განმავლობაში ვენაში ცხოვრობდა.
შემდეგ პარიზში გადავიდა და 1830 წელს 16 წლით უმცროს ინგლისელ გენერალ კარადოკზე იქორწინა, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ბაგრატიონის გვარს ატარებდა.
ინტრიგანობითა და აღვირახსნილობით ცნობილი ქალი 1857 წელს 75 წლის ასაკში ვენეციაში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული.
სასაფლაოზე დღესაც იხილავთ მარმარილოს ფილას წარწერით - Princesse Catherine Bagration.


ასეთი უიღბლო იყო პირადი ცხოვრება კაცისა, რომელმაც თავისი საბრძოლო ხელოვნებით  უცხო ქვეყანას სახელი და დიდება მოუტანა, სანაცვლოდ კი საფლავსაც ვერ ეღირსა. 1932 წელს ბაგრატიონის საფლავი გაანადგურეს, ხოლო მისი ნეშტი გადააგდეს.
1985-87 წლებში ნაგვის გროვაში აღმოაჩინეს და ხელმეორედ დაკრძალეს ძვლები მხედართმთავრისა, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის არმიას შიშის ზარს სცემდა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?