„ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი“ - ჩაპლინის „ჰარამხანა“ და უკანასკნელი სიყვარული

სიყვარულის ისტორიები

5 აპრილი 16:00, 2016 წელი

ჩარლის უყვარდა ქალები. მისი ერთ-ერთი რომანი ნაბოკოვის „ლოლიტას“ საფუძველიც გახდა, ამაყობდა დონ ჟუანის რეპუტაციით, მაგრამ ამავე დროს ჰქონდა ოცნება, შეხვედროდა ნამდვილ სიყვარულს...

გენიოსის დაბადება


ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის ცხოვრება შეიძლება სამ ნაწილად გავყოთ და სამივე ნაწილი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. მუნჯი კინოს მეფე 1889 წლის 16 აპრილს ინგლისში, ვარიეტეს მსახიობის ოჯახში დაიბადა. ცეკვა და სიმღერა ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ისწავლა, როცა ლონდონის მიუზიკ-ჰოლებში დედის გამოსვლებს აკვირდებოდა. სამწუხაროდ, ჰანამ ხმა ადრე დაკარგა და იძულებული გახდა, თავი კერვით ერჩინა. ჩარლი მძიმე ბავშვობა ჰქონდა - ერთი წლისაც არ იყო, როცა ალკოჰოლიკი მამა სახლიდან წავიდა. დედას როგორც შეეძლო, ზრუნავდა შვილების კეთილდღეობისთვის, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა. ამის შემდეგ ჩარლი უმეტესად, ქუჩაში და სხვადასხვა საბავშვო თავშესაფრებში იზრდებოდა. 12 წლის იყო, როცა ის და მისი ძმა იძულებულები გახდნენ, სკოლა მიეტოვებინათ და მუშაობა დაეწყოთ. ჩარლი ასე იხსენებდა ამ წლებს:
„დედა სულ უფრო ხშირად ხვდებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში... მოვასწარი მუშაობა საკანცელარიო მაღაზიაში, ტიპოგრაფიაში, მხერხავად და შუშის საამქროში, მაგრამ ყოველთვის მსახიობობაზე ვოცნებობდი.“


ერთხელ გამბედაობა მოიკრიბა და თეატრალურ სააგენტოში თხოვნით მივიდა, რომ ნებისმიერ როლზე დაესაქმებინათ. ჩაპლინის კონოკარიერა 1913 წლის დეკემბერში ვოდევილების თეატრის ამერიკული ტურნეს პერიოდში დაიწყო - ის მოცეკვავედ აიყვანეს.
ჩარლის კომედიური ნიჭი პირველად პროდიუსერმა მეკ სენეტმა შენიშნა, რომელიც იმდენად მოიხიბლა, რომ დამწყებ მსახიობთან კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, ჩარლი კინოკომპანია „კისტოუნ ფილმზის“ ფილმებში მონაწილეობისთვის კვირაში 150 დოლარს მიიღებდა. დამწყები და ყველასთვის უცნობი მსახიობისთვის ეს ფანტასტიკური თანხა იყო. ფილმები მისი მონაწილეობით დიდ წარმატებას აღწევდნენ, ჩარლის ხელფასი კი პოპულარობასთან ერთად იზრდებოდა.  ერთხელ, წლის განმავლობაში 8 ფილმში ერთდროულად მიიღო მონაწილეობა და მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მაგრამ წარმატებასთან ერთად, სულ უფრო უჭირდა რეჟისორებთან ურთიერთობა: ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა, საკუთარ სცენარებზე აგებული ფილმები თავად გადაეღო.
ფილმებმა ჩაპლინს მილიონები და მსოფლიოს უდიდესი კომიკოსის სახელი მოუტანა. 1975 წელს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ რაინდის წოდება მიანიჭა.


ქალები, ქალები და ქალები...
ყველაფერი სხვაგვარად იყო პირად ცხოვრებაში: ოთხი ქორწინება, 11 შვილი და საყვარლების მთელი არმია. ჩაპლინი საკუთარ თავს მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებდა და ძალიან ამაყობდა, რომ ბევრ ცნობილ ქალბატონთან ჰქონდა რომანი. ის ამბობდა: „შეუძლებელია ბოლომდე სრულყოფილად ფლობდე ხელოვნების რომელიმე დარგს. ინტიმური ურთიერთობები  უფაქიზესი ხელოვნებაა და ამ სფეროში რომ წარმატებას მიაღწიო, საჭიროა, გამუდმებით და დაუღლელად სრულყოფდე...“  და ისიც სრულყოფდა..



28 წლის კომიკოსის პირველი საყვარელი 16 წლის მილდრედ ჰარისი გახლდათ, რომელიც 1916 წელს გაიცნო. გოგონა მალე დაფეხმძიმდა და ჩარლი იძულებული გახდა, 1918 წლის 23 ოქტომბერს ცოლად მოეყვანა. მხოლოდ ქორწინების შემდეგ გაირკვა, რომ  ფეხმძიმობა სიცრუე იყო - მილდრედმა ბავშვი ერთი წლის შემდეგ გააჩინა. ბიჭუნამ  მხოლოდ სამი დღე იცოცხლა. ჩარლი და მილდრედი ბავშვის გარდაცვალებისთანავე გაშორდნენ.



შემდეგ იყო 16 წლის ლიტე გრეი და ამჯერად ნამდვილი ფეხმძიმობა. გოგონამ აბორტის გაკეთებაზე სასტიკი უარი განაცხადა და სასამართლოს შიშით, 35 წლის კომიკოსი იძულებული იყო, მასზე დაქორწინებულიყო. ჩარლის და ლიტეს უკვე ორი შვილი ჰყავდათ, როცა გოგონამ სასამართლოში განქორწინებაზე განცხადება შეიტანა. განცხადებაში, რომელიც გაამრავლეს და ქუჩებში 25 ცენტად ყიდდნენ, ლიტე ჩარლისთან ცხოვრების ინტიმური წვრილმანების შესახებ ჰყვებოდა: ცოლთან ცხოვრების პერიოდში ჩარლის ჰყავდა 5 საყვარელი ქალი, მეუღლეს რამდენჯერმე დაემუქრა დატენილი პისტოლეტით, შესთავაზა ჯგუფურ სექსში მონაწილეობა და აუდიტორიის წინაშე სექსი. როგორც ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფი ჯოის მილტონი წერდა, სწორედ ჩარლის და ლიტე გრეის სასიყვარულო ურთიერთობა გახდა საფუძველი ნაბოკოვის შესანიშნავი რომანისა „ლოლიტა“.



მალე დასრულდა ჩაპლინის მესამე ქორწინებაც 19 წლის მსახიობ პოლეტ ჰოდართან - ამ დროს ჩარლი 44 წლის იყო.
1941 წელს კომიკოსმა გაიცნო 22 წლის მსახიობი ჯოან ბერი, რომელიც სტუდიაში კინოსინჯებზე მივიდა. ამ შემთხვევაში მსხვერპლის როლში ჩაპლინი აღმოჩნდა - ჯოანის აქტიურობამ შედეგი გამოიღო და მან ჩარლისთან დაახლოება მოახერხა. ამას მსახიობის სახლში გოგონას მივარდნები, მინების მსხვრევა და თვითმკვლელობის მუქარები მოჰყვა. 1943 წლის ნოემბერში გაჩნდა ბავშვი, თუმცა სისხლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მისი მამა ჩაპლინი არ იყო. ამის მიუხედავად, სასამართლომ ჩარლის გარკვეული დროის განმავლობაში ბავშვის აღზრდისთვის საჭირო ფულის გადახდა დააკისრა.


მეოთხე და უკანასკნელი...
ჩარლის უყვარდა ქალები. არ უნდოდა და არ შეეძლო მათზე უარის თქმა. „ვცდილობდი, ჩემს რომანებს სამუშაოსთვის ხელი არ შეეშალათ, მაგრამ როცა ვნება ყველა ზღვარს გადადიოდა, სამუშაო ან ზედმეტად კარგად გამომდიოდა ან რაღაც აკლდა,“ - ამბობდა კომიკოსი.
ჩარლის ერთ-ერთი საყვარელი მას ასე აღწერდა: იდეალური აღნაგობის, ყოველთვის პეწიანად ჩაცმული, ქათქათა კბილებით და სპილოს ძვლის ფერი კანით ისეთი სუფთა და მოკაშკაშე იყო, თითქოს მარგალიტის ნიჟარიდან ახლახან ამოიყვანეს.
ჩარლი ამაყობდა დონ ჟუანის რეპუტაციით და ამავე დროს ჰქონდა ოცნება, შეხვედროდა ერთადერთ ნამდვილ სიყვარულს, რომელთანაც სამუდამოდ დარჩებოდა.
როცა ევროპაში მიემგზავრებოდა ფილმით „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“, მას, ფულისა და დიდების მოპოვების გარდა, იდუმალი ოცნება ამოძრავებდა: „მქონდა იმედი, რომ ევროპაში შევხვდებოდი ადამიანს, რომელიც ჩემს ცხოვრებას მიმართულებას შეუცვლიდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. იმ ქალებიდან, რომლებსაც ევროპაში შევხვდი, ამის გაკეთება ძალიან ცოტას შეეძლო. მათ კი მე არაფერში ვჭირდებოდი.“



ერთხელ ჩაპლინს ქალის როლზე ცნობილი ამერიკელი დრამატურგისა და ნობელის პრემიის ლაურეატის იუჯინ  ო,ნილის ქალიშვილი 17 წლის უნა შესთავაზეს. ჩაპლინი გოგონას ნახვას უხალისოდ დათანხმდა. „მან გამიღიმა და ჩემი ცუდი წინათგრძნობა მაშინვე გაქრა. მე დამატყვევა მისმა ელვარე მშვენიერებამ და რაღაც განსაკუთრებულმა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელმა მიმზიდველობამ. რაც მეტად ვუახლოვდებოდი, მით უფრო მაკვირვებდა მისი იუმორის გრძნობა და გამძლეობა. ის ყოველთვის პატივისცემით იღებდა სხვის აზრს. მე შევიყვარე  ამისთვის და კიდევ ბევრი რამის გამო,“ - წერდა ჩაპლინი. ინტელექტუალურ გარემოში გაზრდილი, მტკიცე ნებისყოფის და ბრწყინვალედ განათლებული უნა 54 წლის კომიკოსზე 36 წლით უმცროსი იყო. მამას იუჯინ ო,ნილს მოუწესრიგებელი ცხოვრება ჰქონდა: ხშირად სვამდა და უფრო ხშირად ქორწინდებოდა. სხვათა შორის, ამბობდნენ, რომ უნამ ჩარლიზე შვილობრივი სიყვარული გადაიტანა, თუმცა გოგონა ასეთ მოტივაციას კატეგორიულად გამორიცხავდა და ჩარლისთან ქორწინებას ბუნებრივ და ჰარმონიულად მიიჩნევდა. კომიკოსთან შეხვედრამდე უნას თავს ევლებოდნენ კარიკატურისტი პიტერ არნო, რეჟისორი ორსონ უელსი და მწერალი ჯერომ სელინჯერი, რომელიც მოთხრობებს უძღვნიდა, თუმცა გოგონა მათ მიმართ გულგრილი დარჩა. 
პირველი შეხვედრისას უნამ ჩარლი ვერ იცნო, რადგან ის რეალობაში თავის „მაწანწალას“ სულაც არ ჰგავდა. მეგობრები იხსენებდნენ, რომ როცა ჩარლი და უნა ერთმანეთს უყურებდნენ, მათ გარშემო თითქოს ჰაერი იმუხტებოდა. ლეგენდარული კომიკოსი „ყურებამდე შეყვარებული“ იყო და უნასაც თავდავიწყებით უყვარდა. ეს იყო დიდებული რომანი, - ამბობდა უნას მეგობარი მეტაუ, - შთამბეჭდავი იყო არა იმდენად გრძნობის სიძლიერე, არამედ მისი მუდმივობა.
სირთულეები ნიშნობის გამოცხადებისთანავე დაიწყო. უნას მამა იუჯინ ო’ნილი ქალიშვილის გათხოვებას შეეწინააღმდეგა. არგუმენტი დამაჯერებლად ჟღერდა - სასიმამრო ერთი წლით უმცროსი იყო სასიძოზე. როცა მტკიცე უარი მიიღო, იუჯინმა ქალიშვილთან ურთიერთობა მრავალი წლით გაწყვიტა.



ჩარლიმ ამერიკული პრესისთვის და პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც მას გარყვნილს და მექალთანეს ეძახდნენ, 1952 წელს ამერიკა დატოვა, უნასთან ერთად შვეიცარიაში გადასახლდა და მშვიდი, ოჯახური ცხოვრება დაიწყო. მოგვიანებით ჩაპლინმა დაწერა: „უნა ან მისი მსგავსი გოგონა ადრე რომ შემხვედროდა, ქალებთან პრობლემა არ მექნებოდა. გაუცნობიერებლად, მთელი ცხოვრება მას ველოდი.“


უნას ასაკში შთამბეჭდავი სხვაობა ოდნავაც არ აღელვებდა: ის მე გაზრდაში მეხმარებოდა, მე კი მას ახალგაზრდობის შენარჩუნებაშიო. ჩაპლინმა, რომელიც ოდესღაც არცერთ ქალს ხელიდან არ უშვებდა, საბოლოოდ იპოვა თავისი ნავსაყუდელი. იპოვა ის, რასაც ძალიან დიდხანს ეძებდა. ამიერიდან, მისი ცხოვრება უკანასკნელი და ალბათ ერთადერთი სიყვარულის გარშემო იყო ორიენტირებული. კომიკოსს თავდავიწყებამდე უყვარდა ცოლი. უნამ  გადაწყვიტა, უარი ეთქვა მსახიობის კარიერაზე, რათა საკუთარი თავი მთლიანად ოჯახური ცხოვრებისთვის მიეძღვნა. კომიკოსი ამან უსაზღვროდ გააბედნიერა: „ძალიან გამიხარდა. როგორც იქნა, ჩემ გვერდით ნამდვილი ცოლი იყო და არა ქალი, რომელსაც კარიერის გაკეთება სურდა. მართალია, დარწმუნებული ვიყავი, რომ უნას სახით კინომ შესანიშნავი კომედიური მსახიობი დაკარგა, მაგრამ მისი გაყოფა არავისთან და არაფერთან მსურდა,“ - წერდა ჩაპლინი.


ჩარლისა და უნას შეხვედრის დროისთვის, კომიკოსის დიდება ნელ-ნელა ქრებოდა - ხმოვანი კინოში ჩაპლინისთვის წამგებიანი აღმოჩნდა. კომიკოსმა სცადა აეთვისებინა ხმოვანი კინოს ესთეტიკა („ჰონკონგელი გრაფინია“, „მეფე ნიუ-იორკში“), თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, ის ცოცხალ ლეგენდად რჩებოდა, რომლის ადგილს კინემატოგრაფიულ ოლიმპზე ვერავინ შებედავდა. ჩაპლინს არ ივიწყებდნენ. მისი თაყვანისმცემლები ცოცხალი ლეგენდის სანახავად მთელი მსოფლიოდან მოდიოდნენ. ის კი ბრწყინვალე ტრიუმფების შემდეგ ბედნიერი იყო თავის მრავალრიცხოვან ოჯახში. როცა სახლში ვბრუნდები და ბავშვების ხმაურიანი შეძახილები, პატარების ტირილი, უფროსების სიცილი და ცოლის დაყვავების ხმა მესმის, ჩემს თავს ვეუბნები: მადლობა ღმერთს, სახლში ვარ,“ - ამბობდა კომიკოსი.



ჩარლის და უნას 5 ქალიშვილი და 3 ვაჟი ეყოლათ. უფროსიიყო მსახიობი ჯერალდინა ჩაპლინი, უმცროსი კი მაშინ  გაჩნდა, როცა კომიკოსი 72 წლის იყო.
იმ 34 წლიდან, რაც ერთად გაატარეს, ჩარლი და უნა მხოლოდ ორი დღის განმავლობაში იყვნენ ცალ-ცალკე, როცა უნა ბებიის გასვენებაში წავიდა.


დიდი კომიკოსი 1977 წელს, შობის დღეს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მას უთქვამს: „ამ ქვეყნიდან ბედნიერი მივდივარ, რადგან ვაკეთე საყვარელი საქმე და ვიცხოვრე იმ ქალთან, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა.“

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?