ქალებისგან უარყოფილი გენიოსი და წლების შემდეგ დაბრუნებული მარგარიტა...

სიყვარულის ისტორიები

16 აპრილი 14:00, 2016 წელი

დღეს მისი ნახატები „სოტბისა“ და „კრისტის“ აუქციონებზე მილიონებად იყიდება, ლუვრის დარბაზებში გამოფენისას კი თითოეულ ნახატთან საპატიო ყარაული დგას... მას არასოდეს უვლია სამხატვრო სკოლაში და არასოდეს ჰქონია სამუშაო პირობები. ხატვას ეკლესია-მონასტრების ფრესკებიდან სწავლობდა და ხატავდა ყველაფერზე, რაც ხელში მოხვდებოდა - სახლის კედლებზე, ღობეებზე, ქაღალდზე... 


კახელი მებაღის ასლან ფიროსმანაშვილის ვაჟი1862 წლის 5 მაისს სოფელ მირზაანში დაიბადა. რვა წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალნენ და დებთან - მარიამთან და ფეფოსთან ერთად, ბედის საძებნელად თბილისში გაემგზავრა. მალე უფროსი დაც ავადმყოფობას ემსხვერპლა და უმცროსი და-ძმა მირზაანში, მშობლიურ სოფელში დაბრუნდნენ. ნიკალა რამდენიმე წელი მირზაანში საქონელს მწყემსავდა, შემდეგ ისევ თბილისში ჩამოვიდა და ოჯახში მოჯამაგირედ დადგა. მალე იძულებული გახდა, რკინიგზაზე დაეწყო მუშაობა, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობისა და ხშირი ავადმყოფობის გამო, სამსახურიდან წასვლა მოუწია. მეგობრები ხედავდნენ, რომ ნიკალა ფიზიკური შრომისთვის მეტისმეტად სუსტი იყო, ამიტომ ფული შეუგროვეს და დუქნის დაქირავებაში დაეხმარნენ. საკუთარი ხელით მოხატულ დუქანში ნიკალამ რძის ნაწარმით ვაჭრობა დაიწყო. ვაჭრობაც კარგად აეწყო, მაგრამ ნიკოს ის მაინც მძიმე ტვირთად აწვა.


შემთხვევა, რომელმაც ფიროსმანის ცხოვრება მთლიანად შეცვალა, 1905 წლის 18 აპრილს მოხდა. ამ დროს მთელი თბილისი სავსე იყო აფიშებით: „ყურადღება, სიახლე! თეატრი „ბელ ვიუ“ და მარგარიტა დე სევრის მხოლოდ 7 გასტროლი თბილისში! შანსონიების უბადლო შემსრულებელი, რომელიც ამავე დროს კეკ-უოკსაც შეუდარებლად ცეკვავს!“
ალბათ, თავის ფერადოვან სამყაროში ჩაძირული მხატვარი ყველაზე ნაკლებად კეკ-უოკის ცეკვასა და შანსონიებზე ფიქრობდა, მაგრამ როცა მუშტაიდის ბაღში მჯდარმა ესტრადაზე მომღერალ მშვენიერ ფრანგ ქალს მოჰკრა თვალი, ისე შეუყვარდა, რომ მისი სიცოცხლის განუწყვეტელ ნაწილად იქცა.


იმაზე, რაც ამის შემდეგ მხატვრის ცხოვრებაში მოხდა, ლეგენდებს ჰყვებიან, ლექსებსა და სიმღერებს წერენ და ფილმებს იღებენ.
ფრანგი ქალის სიყვარულმა ნიკალას ყველაფერი დაავიწყა. სავაჭრო დახლი გაყიდა და ფული მთლიანად საყვარელ ქალს დაახარჯა. თბილისელები თვალებს არ უჯერებდნენ, როცა ერთ დილას იმ სახლის მახლობლად, სადაც მარგარიტა დე სევრე ცხოვრობდა, ცოცხალი ყვავილებით სავსე რამდენიმე ურემი გაჩერდა. მეურმეებმა მინდვრის ყვავილები და სისხლისფერი ვარდები ურმებიდან გადმოიღეს და მარგარიტას სახლის წინ, ქუჩაში ხალიჩად დააფინეს. მარგარიტას მოლოდინში, ნიკალაც შორიახლოს იდგა. ფიროსმანის სიყვარულის ამბავი მთელ თბილისს მოსდებია. ნიკალასა და ფრანგი აქტრისას ურთიერთობის შესახებ მხატვრის დასაც შეუტყვია. მოგვიანებით მწერალ შალვა დადიანისთვის გაგზავნილ ბარათში ფეფე წერდა: „მას ოჯახი არ შეუქმნია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საყვარელი ჰყავდა“.

ნიკო ფიროსმანის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემლის, რუსი მხატვრის კირილ ზდანევიჩის მოგონებებში ვკითხულობთ:ნიკომ არ იცოდა, რა არის სიყვარული, ვიდრე არ შეხვდებოდა მომღერალსა და მოცეკვავეს კაფე „შაიტან“-ში. მუშტაიდის ბაღში, განათებულ სცენაზე, მაზურკის ულამაზესი მელოდიის აკომპანიმენტით, ქალბატონი მარგარიტა აღტაცებული და აღტკინებული საზოგადოების წინაშე მომხიბვლელად მღეროდა ფრანგულ მხიარულ სიმღერებს და ცეკვავდანიკო თვალს ვერ აშორებდა, მისი გული და გონება სრულიად დაიპყრო სანახაობამ“.


როცა მარგარიტა მიხვდა, რომ მხატვარმა უკანასკნელი გროში დაახარჯა და აღარაფერი გააჩნდა, მის მიმართ ინტერესი დაკარგა და მთლიანად მდიდარ თაყვანისმცემლებზე გადაერთო. ერთ დღეს კი მარგარიტასთან მისულ ნიკალას დახვდა ბარათი, რომლითაც პარიზში გამგზავრებული აქტრისა სამუდამოდ ემშვიდობებოდა.
ეს დღე მხატვრის დასასრულის დასაწყისად იქცა.
განცდილმა ტკივილმა და იმედგაცრუებამ სამუდამო დაღი დაატყო მარტოსული მხატვრის დარჩენილ ცხოვრებას - სიტყვაძუნწი, ჩაკეტილი და ჩუმი გახდა. ამიერიდან მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ დუქნების აბრებისა და კედლების მოხატვა იქცა. აქედან კი სულ ცოტა იყო დასასრულამდე...
„ჩემი ცხოვრება ჯვარცმაა, რასაც ვეწამები. სასტიკად ვიტანჯები ყველა მედუქნის კინტოსა და სხვა ნაძირალის თვითნებობისგან. მე ვიცნობ ჩემი ქვეყნის ისტორიას, ვიცნობ რუსთაველს, ილიას, ვაჟასმე მათ ჩემებურად ვხატავ. დაე, სხვებმა გაიცინონ ჩემს ნამუშევრებზემაგრამ მე ჩემი გზით მივდივარ. ცხოვრება კონტრასტია: მდიდარიღარიბი, კეთილიბოროტი… როცა ორთაჭალის ტურფებს ვხატავ, მე მათ შავი ცხოვრების ფონზე ვათავსებ, მაგრამ მათაც აქვთ ცხოვრების სიყვარული. ეს არის მათ ირგვლივ მოთავსებული ყვავილები და ჩიტები. მათ თეთრ ზეწრებში გახვეულებს ვხატავ, მებრალებიან, თეთრი ფერით ცოდვებს ვაპატიებუშვილო მილიონერი მდიდარია, ბედნიერი, სხვისი უბედურებისთვის ყრუა. ის ბატონია. ბავშვებიანი ღარიბები ფეხშიშვლები, მშივრები არიან. ისინი მებრალებიან“, - უთხრა ერთხელ ნიკალამ ლადო გუდიაშვილს.
მალაკნების ქუჩაზე, პატარა სახლის კიბის ქვეშ მდებარე ბნელ და ცივ ოთახში ცხოვრებამ საბოლოოდ გაანადგურა მხატვრის ჯანმრთელობა.
ნახატებში აღებული ფული აღარც საკვებისთვის ჰყოფნიდა და აღარც საღებავებისთვის.
1918 წლის გაზაფხულზე იმდენად ცუდად გახდა, რომ სარდაფიდან ზემოთ ამოსვლა ვეღარ მოახერხა. სამი დღე გაატარა სიბნელესა და ნესტში. შემდეგ შემთხვევით იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღე-ნახევარში გარდაიცვალა.


დღეს ფიროსმანის (ყოფილი მალაკნების) ქუჩის 29 ნომერში, იქ სადაც გენიოსმა მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული. 
„Funtime“-ს მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტი ლალი ლომთათიძე ესაუბრა:
- ფიროსმანის გარშემო ბევრი ტყუილ-მართალი ითქვა და დაიწერა. მისი ცხოვრების შესახებ, ძირითადად, მიკიტნებისა და მედუქნეების იმ მონაყოლიდან ვიცით, რომელიც გიორგი ლეონიძემ შეაგროვა. ის, რომ 1905 წლის 18 აპრილს მუშტაიდის ბაღის საზაფხულო რესტორანში მარგარიტა დე სევრეს ხილვამ მთლიანად შეცვალა 43 წლის მხატვრის ცხოვრება, ნამდვილად დადასტურებულია


- ამბობენმარგარიტამდე ნიკალას ერთი ქვრივი ქალი უყვარდა, მაგრამ ქალის ოჯახს ეს შეურაცხყოფად მიუღია და სახლიდან გამოუგდია.
- 1920 წლამდე ნიკო ქალანთაროვების ოჯახში ცხოვრობდა და მოსამსახურედ მუშაობდა. ოჯახი ნიკოს ძალიან კარგად ექცეოდა, მაგრამ, ბუნებრივია, მოჯამაგირეს ქალიშვილს ცოლად ვერ გაატანდა. ქალანთაროვების ქალიშვილთან რომანი უფრო ახალგაზრდულ გატაცებას ჰგავს, ნამდვილი სიყვარული კი, რომელიც მთელი ცხოვრება გაგრძელდა და ნიკო ოჯახის გარეშე დატოვა, აქტრისა მარგარიტა იყო. მხატვარზე ძალიან ბევრი რამ დაიწერა, მაგრამ  სინამდვილეში მას სიცოცხლის ბოლომდე აღარავინ ჰყვარებია.


- თქვენი აზრით, რატომ მიატოვა მარგარიტამ მხატვარი, რომელსაც თავიდან თითქოს თანაუგრძნობდა?
- იმიტომ, რომ ლამაზად ჩაცმული ნიკალა, რომელიც გამუდმებით საჩუქრებს ჩუქნიდა, მილიონერი ეგონა. საბოლოოდ კი ხელში ღარიბი მხატვარი შერჩა. 1969 წელს ერთი საინტერესო შემთხვევა მოხდა. პარიზში, ლუვრში ფიროსმანის ნახატების გამოფენა შედგა. 85 ნამუშევარი იყო გამოფენილი და თითოეულთან საპატიო ყარაული იდგა. ამ დროს გამოფენაზე მობრძანდა ქალბატონი, რომელმაც განაცხადა, რომ ის ფიროსმანის საყვარელი მარგარიტა იყო. ფოტოზე გარეგნული მსგავსებაც აშკარაა. ძალიან გვიან, მაგრამ მარგარიტა მაინც დაბრუნდა ნიკალასთან...


- ნიკალას სიცოცხლის უკანასკნელ წლებსა და დაკარგულ საფლავზეც გვიამბეთ...
- როგორც იცით, მას ჰქონდა დუქანი, სადაც დიმიტრი ალუღიშვილთან ერთად მუშაობდა და საქმეები საკმაოდ კარგადაც მისდიოდა, მაგრამ მის ბუნებაში ვაჭრობა მაინც ვერაფრით ჩაჯდა. დუქნის გაყიდვის შემდეგ, დარჩენილი სიცოცხლე მხოლოდ მხატვრობას მიუძღვნა. ფიროსმანის სიცოცხლეში მუზეუმის ადგილას ძველი თბილისური ეზო იყო. ნიკალამ სახლის კიბის ქვეშ თავისუფალი ადგილი აღმოაჩინა, სადაც ღამეებს ათენებდა. რაც შეეხება მის გარდაცვალებას და დაკარგულ საფლავს, ოთახში უგონოდ მყოფი მხატვარი ამ ეზოში მცხოვრებმა მეჩექმემ, გვარად მგალობლიშვილმა ნახა და ყველაზე ახლოს მდებარე წმ. მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში მოთავსების მეორე დღეს აღდგომა თენდებოდა, როცა გარდაიცვალა. იმ პერიოდში უპატრონო მიცვალებულებს კუკიის გარეთ ასაფლავებდნენ და ფიროსმანიც ასე დაკრძალეს. სამწუხაროდ, საფლავი დაიკარგა, თუმცა მისი პოვნის მცდელობა 60-იან წლებში ჰქონდათ. გიორგი ლეონიძის თაოსნობით ერთ-ერთი საფლავი გახსნეს, მაგრამ საფლავში ქალი აღმოჩნდა. ამის შემდეგ საფლავის მოძებნის მცდელობა აღარ ყოფილა, თუმცა ჩვენი მუზეუმის თაოსნობით, 2010 წლის ხარება დღეს, გენიოს მხატვარს მთაწმინდაზე, ვაჟას საფლავის სიახლოვეს სიმბოლური საფლავი გაუკეთდა. ეს იყო ის მცირედი, რის გაკეთებაც ამ გენიოსი მხატვრისთვის შევძელით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?