ნოდარ დუმბაძის დიდი სიყვარულის ამბავი...

სიყვარულის ისტორიები

2 ივლისი 14:00, 2016 წელი

 „თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუნიჭებია ღმერთს ადამიანისთვის, სიყვარულის ნიჭია და ცოდოა ის კაცი, რომელიც ამ დიდი ნიჭის განცდის გარეშე წავა ქვეყნიდან“, - ამ სიტყვების ავტორს ბავშვობიდან მოყოლებული, უამრავი გაჭირვებისა და განსაცდელის მიუხედავად, არასდროს დაუკარგავს სიკეთისა და სიყვარულის გრძნობა, არც გურულ ენაკვიმატობას მიუტოვებია და სასიკვდილო სარეცელზე მყოფიც კი სხვებს ამხნევებდა...


„...უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ, და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით...“ (ნოდარ დუმბაძე, „მარადისობის კანონი“).

ნოდარ დუმბაძე 1928 წელს თბილისში დაიბადა. ბევრი სხვა ოჯახის მსგავსად, 1937 წლის რეპრესიებს ვერც მისი ოჯახი გადაურჩა. რვა წლის იყო, როცა მამა - ვლადიმერ დუმბაძე დაუხვრიტეს, ხოლო დედა ანა ბახტაძე გადაუსახლეს. მარტო დარჩენილი ბავშვი დეიდებმა საცხოვრებლად აფხაზეთში წაიყვანეს. სამი წელი დეიდებთან იცხოვრა, შემდეგ მისი ბიძებიც დახვრიტეს და პატარა ნოდარი საცხოვრებლად ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში, ბებიასთან და ბაბუასთან გაგზავნეს.
სწორედ ხიდისთავში ცხოვრობდნენ მისი ნაწარმოების პერსონაჟები - ბებია, ენაკვიმატი ილიკო, ილარიონი და... ხატია.
გურიის ლამაზ სოფელში კეთილი და იუმორით სავსე ადამიანების გარემოცვაში გატარებულმა ბავშვობამ მწერლის შემოქმედებაზე განსაკუთრებული კვალი დატოვა, ხოლო 1960 წელს გამოცემულმა რომანმა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მწერალს საყოველთაო აღიარება და სიყვარული მოუტანა. 
პირველ რომანს სხვებიც მოჰყვა: „მე ვხედავ მზეს“, „მზიანი ღამე“, „ნუ გეშინია დედა“. 

ეკონომიკის ფაკულტეტის ნიჭიერი სტუდენტი შეუმჩნეველი არ დარჩენია უნივერსიტეტის რექტორს. ნიკო კეცხოველს ნოდარ დუმბაძის შესახებ ინფორმაცია მოუძიებია და გაუგია, რომ მშობლები რეპრესირებული ჰყავს, მამა დაუხვრიტეს, დედა კი ჯერ ისევ გადასახლებაშია. გულისხმიერ რექტორს ახალგაზრდა სტუდენტის დახმარების სურვილი გასჩენია და ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადაყვანა შეუთავაზებია.
„ბატონო ნიკო, ეკონომიკურზე რომ ვსწავლობ, იმიტომაც უკვირთ და მოსწონთ ჩემი პოეტობა, თორემ ფილოლოგიურის სტუდენტი რომ ვიყო, მაშინ კი აღარ გაუკვირდებათო“, - უპასუხია ნოდარს. ამაზე კეცხოველს ხმამაღლა გასცინებია, ენამოსწრებულიც ყოფილხარო, უთქვამს. რექტორის ქებით ფრთაშესხმულ ნოდარს იმ დღის შემდეგ არც ერთი ლიტერატურული საღამო აღარ გამოუტოვებია. მოგვიანებით კი იმასაც ამბობდა, რომ კალამს ხელი თუ მოვკიდე, ეს ნიკო კეცხოველის დამსახურებააო.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბში გამართულ ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოზე შეხვდა ნოდარ დუმბაძე თავისი ცხოვრების მეგზურს. მაშინ ნოდარი 22 წლის იყო, ხოლო ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი ნანული გუგუნავა 18 წლის გახლდათ.
ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პოპულარულ მწერალს ამ დროს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მისი გამოსვლისას დარბაზი ტაშით ინგრეოდა. ასე მოხდა იმ საღამოზეც, როდესაც ნოდარმა ნანულის პირველად მოჰკრა თვალი.
„ტი სმატრი, კაკაია მინიატურნაია დევოჩკა“, - გადაულაპარაკა მაშინ ნოდარმა მეგობარს და ამით დაიწყო სიყვარულის ამბავი, რომელიც 34 წელი გაგრძელდა.

ლექციების დასრულების შემდეგ, ნოდარი გოგონას უნივერსიტეტის კართან ელოდებოდა და სახლში მიაცილებდა. ერთად დადიოდნენ კინოსა და თეატრში. ასე გრძელდებოდა ნახევარი წელი, სანამ ერთმანეთს გრძნობებში გამოუტყდნენ და დაქორწინება გადაწყვიტეს. ამ დროს ნოდარ დუმბაძე უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე სწავლობდა, ნანული კი მეორე კურსზე იყო.

„ნოდარი მოვიდა მამაჩემთან ხელის სათხოვნელად და უთხრა, გვიყვარს ერთმანეთი და უნდა შევუღლდეთო. თან დაამატა, შეიძლება ჩემს ხელში შავი პურიც არ ჰქონდესო. მამა მომიტრიალდა: გესმის, რას ამბობს, მაგასთან შეიძლება შავი პურიც არ გქონდეს და ამის ხელში რომ გაგიჭირდება, არ იციო? მე ვუთხარი, –  არა უშავს, მაგასაც ავიტან-მეთქი. გადაირია მამაჩემი, ჩემს ხელში თეთრ პურსაც არ ჭამ და ამის ხელში შავ პური გინდაო?“ - იხსენებს ნანული დუმბაძე ერთ-ერთ ინტერვიუში. ბოლოს ახალგაზრდებმა ნანულის მშობლების წინააღმდეგობაც დაძლიეს და ხელი მოაწერეს, თუმცა წყვილს ბედი დიდ განსაცდელს უმზადებდა...

1953 წელს ნოდარ დუმბაძე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე დააპატიმრეს და დახვრეტის მუხლი მიუყენეს. მწერლის „დანაშაული“ კი მხოლოდ ის იყო, რომ, მეგობართან ერთად, იმავე რესტორანში იმყოფებოდა, სადაც მკვლელობა მოხდა. სანამ სიმართლე გაირკვეოდა და გაამართლებდნენ, ნანულის ექვსი თვე მოუწია ციხის კარზე სიარული და მეუღლისთვის ცრემლიანი წერილების წერა.
ნოდარ დუმბაძემ განთავისუფლების შემდეგ დაწერა რომანი „თეთრი ბაირაღები“, სადაც ციხეში ნანახი და განცდილია აღწერილი. 


მორიგი განსაცდელი ნოდარ დუმბაძის 5 წლის ვაჟის გარდაცვალება იყო. სიკვდილთან პირისპირ მდგარი მწერალი წერს „მე ვხედავ მზეს“ და „მზიან ღამეს“. 
„ბავშვს წითელა ჰქონდა და მუცლის ტიფი დაუდგინეს… დაგვიღუპეს ბავშვი… ხშირად ნოდარი წამოწვებოდა დივანზე, მე სავარძელში ვიჯექი და სადღაც გადიოდა… აღარ იყო აქ… ისევე როგორც მე არ ვიყავი აქ, ორივე ერთსა და იმავეზე ვფიქრობდით, ორივეს ცრემლი გვდიოდა. მე ვიცოდი, რომ ის ამ წუთში ზაზაზე ფიქრობდა; იმან იცოდა, რომ მე ამ წუთში ზაზა მედგა თვალწინ. საშინელი ტრაგედია იყო…“ - იხსენებდა მწერლის მეუღლე.


მწერალმა მტკივნეულად გადაიტანა ახალგაზრდა სიძის ჯემალ თოფურიძის გარდაცვალება. კრიტიკოსი  გურამ გვერდწითელი იხსენებდა: „მახსოვს, სულ ახალგაზრდა სიძეც რომ დაეღუპა, თავის თავს ხმამაღლა ჰკითხა, ნეტა რით ვერ გამოსცადა განგებამ ჩემი ჭირთათმენა, რომ განსაცდელს განსაცდელზე მატეხს თავსო“.


ამ ყველაფერმა ნოდარის ჯანმრთელობაზე სერიოზული კვალი დატოვა. პირველი ინფარქტი 41 წლის ასაკში დაემართა. მწერლის ქალიშვილი იხსენებს, რომ მამის ავადმყოფობის გამო უცხოეთში გასამგზავრებლად გამზადებული ჯანსუღ ჩარკვიანი თბილისში დარჩა და ნოდარი საავადმყოფოში მოინახულა.
„41 წლის იყო, პირველმა ინფარქტმა რომ დაჰკრა, არავინ ფიქრობდა მაშინ მის გადარჩენას. ჯანსუღ ჩარკვიანი უცხოეთში იყო მივლინებული, მაგრამ ამ ამბის გამო თბილისში დარჩა, საავადმყოფოდან არ გასულა. როცა მამაჩემმა მესამე დღეს თვალი ძლივს გაახილა, თავზე წამომდგარი ჯანსუღი დაინახა: მე შენ წასული მეგონეო, – წაილუღლუღა. ჯანსუღმა ერთხანს ხმა არ გასცა, მერე გახალისდა, ხუმრობის გუნებაზე დადგა და მკვახედ მიუგო: მეც კი მეგონე წასული, მაგრამ აქ ხარ და ფეხის მოცვლასაც არ აპირებო“.


მეორე ინფარქტი აფხაზეთში დაემართა, თუმცა გურულ ენაკვიმატობას არც საავადმყოფოს კედლებში ღალატობდა და სოხუმელ ექიმებს ეხუმრებოდა: „იმდენჯერ მოვკვდი, საიქიოს გზას თვალდახუჭული ვაგნებო“.

შემდეგ კიდევ ერთი ინფარქტი და „მარადისობის კანონი“ იყო...

ხალხის უსაყვარლეს მწერალს 1975 წელს - რუსთაველის, ხოლო 1980 წელს ლენინური პრემია მიანიჭეს...

მესამე ინფარქტი საბედისწერო აღმოჩნდა. 56 წლის მწერალი 1984 წლის 4 სექტემბერს გარდაიცვალა. თავდაპირველად მისი იდეით აშენებულ საბავშვო ქალაქ „მზიურში“ დაკრძალეს, 2009 წელს კი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.


გარდაცვალების წინ ნოდარს მეუღლისთვის დაუბარებია, როცა აღარ ვიქნები, შინ მარტო არ დარჩე, შვილებთან წადიო, თუმცა ნანული დუმბაძემ იმ სახლის დატოვება, სადაც მეუღლესთან ერთად უამრავი სიხარული და მწუხარება ნახა, ვერ შეძლო.
მწერლის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს:  
„არ­ქი­ვის მცვე­ლი ვარ, მაგ­რამ მი­სი შემ­ქ­მ­ნე­ლი დე­და­ჩე­მია. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, მას შე­ნა­ხუ­ლი აქვს ყვე­ლა­ფე­რი, ჯერ შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი­დან ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი მი­მო­წე­რა - ყო­ველ­დღე უგ­ზავ­ნი­და წე­რი­ლებს; ასე­ვე, შე­ნა­ხუ­ლია ცი­ხი­დან მო­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი, შემ­დეგ უკ­ვე ნო­და­რისთვის, რო­გორც მწერ­ლის­თ­ვის, გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი. ალ­ბათ,
და­ახ­ლო­ე­ბით 50 შეკ­ვ­რაა. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ხა­რის­ხე­ბუ­ლი აქვს,
ჩაკ­რუ­ლი. თუ­კი რა­მეს შე­ხე­ბია მა­მა, ყვე­ლა ნივ­თი და ტან­საც­მე­ლი
დღე­საც სახ­ლ­შია. ახ­ლაც „ცოცხა­ლი­ა“ მი­სი უჯ­რა, სა­დაც მი­სი ნივ­თე­ბი დევს“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?